არქივი

ში-ტცუ

0f10ff53c80a

ამ პოსტში წარმოგიდგენთ “ში-ტცუ”-ს უსაყვარლეს ძაღლებზე ინფორმაციას, 2 წელია მყავს ამ ჯიშის ძაღლი და უსაყვარლესია გირჩევთ თქვენც შეიძინოთ “ში-ტცუ”-ს ძაღლები :) ეხლა კი გავაგრძელოთ!

წარმომავლობა: უკვე არ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ ში-ტცუ – ტიბეტის ლხასის აფსოსა და ჩინეთის პეკინესის შეჯვარების შედეგია. 1643 წელს დალაი-ლამამ მანჩჟურეთის დინასტიის მმართველს საჩუქრის სახით გაუგზავნა პატარა “ლომისებრი ძაღლები” ში-ტცუ. იმ დროიდან, ეს ჯიში დიდად ფასობდა ჩინელი იმპერატორების ეზოებში, ხოლო უკანასკნელ იმპერატორ ქალთან ში-ტცუ 1908 წლამდე ცხოვრობდა. 1923 წელს პეკინში დაფუძნდა ამ ჯიშის მოშენების კლუბი. 1930 წელს ლედი ბრაუნინგმა პირველი ში-ტცუ ინგლისში ჩამოიყვანა. ბრიტანეთის მეძაღლეობის კლუბმა ეს ჯიში 1946 წელს აღიარა. ამავე წელს საფრანგეთში საკუთარი თავშესაფარი დააფუძნა ანჟუიელმა გრაფის ასულმა, რომელმაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები დაარეგისტრირა 1953 წელს მეძაღლეთა ცენტრალურ საზოგადოებაში.
532b4bacd7de

ჯიშის დახასიათება: ში-ტცუ ძალიან აქტიური და ხასიათის მიხედვით დამოუკიდებელი ძაღლია, მშვიდი, ალერსიანი, მხიარული, უყვარს, როდესაც მას ყურადღებას აქცევენ. ში-ტცუ აზიატური ჯიშებიდან ყველაზე გულღიაა. შეუძლია ყეფა უცხოებზე, მაგრამ მთლიანობაში მათდამი გულუბრყვილობას იჩენს. ეს ჯიში საჭიროებს დაჟინებულ რბილ აღზრდას. ში-ტცუ სადარაჯო და კომპანიონი ძაღლია.
d8a13dd036c2

აღწერა: ში-ტცუს თავი ფართოა, მომრგვალებული ფორმის. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. დრუნჩი მოკლეა (2.5 სმ), ფართო და სწორი. გრძელი კულულები ქოჩორის სახით ჩამოშვებულია თვალებზე. ამ ჯიშს აქვს ხშირი წვერ-ულვაში. თვალები დიდია, მრგვალი ფორმის, მუქი ან ღია, შეფერილობის შესაბამისად. ყურები დიდი და გრძელია, დაკიდებული, გრძელი საფარველის თმით. ყურებზე არსებული თმა იმდენად ხშირია, რომ ირევა კისერზე მყოფ ფაფართან. კორპუსი გაჭიმული მართკუთხა ფორმატისაა, ძლიერი, მკერდი – ღრმა, დაბლა ჩამოშვებული წინა კიდურებს შორის. ზურგი სწორია, წელი – ძლიერი, ოდნავ ამობურცული, გავა – კუნთოვანი, კიდურები – მოკლე, კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. თათები მრგვალი და ძლიერია, სქელი ბალიშებით. კუდი დასმულია მაღლა, ანცად გადაკიდულია ზურგს უკან, დაფარულია გრძელი სწორი ბეწვით, რომელიც იშლება მარაოსნაირად. ბეწვი გრძელი, ხშირია, მაგრამ არა ხუჭუჭა. დაშვებულია ცოტაოდები ტალღოვანობა. ქინქლი საკმაოდ მჭიდროა. შეფერილობა: დაშვებულია ნებისმიერი, მაგრამ განსაკუთრებით ფასობს ფერადი ში-ტცუს დრუნჩსა და კუდის წვერზე არსებული ქრიზანტემის ფურცლებისნაირად გაშლილი თეთრი კულულები. სიმაღლე მინდაოში: არა უმეტეს 26 სმ-ისა. წონა: 4.5-8 კგ.
253276a89252

ყოლა და მოვლა: ში-ტცუ შექმნილია ოთახის პირობებში საცხოვრებლად, მაგრამ რეგულარული სეირნობები მისთვის სასარგებლოა. არ უყვარს მარტოობა. საჭიროა ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა. რეკომენდირებულია ქოჩორის შეკვრა ბუჩქის სახით თვალებს ზევით, რათა ისინი არ იცრემლებოდეს. დაბანვა აუცილებელია თვეში ერთხელ და ძაღლის თვალების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება. ში-ტცუ ვერ იტანს ძლიერ სიცხეს.

წყარო : mydog.ge

მსგავსი ამბები

Back to top button