არქივი

Yahoo-ში დასმული კითხვები

64e0b6710766

ალბათ ყველამ იცით იმის შესახებ, რომ Yahoo-ში შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერ თემაზე. ხოდა სწორედ ასეთი “ნებისმიერი” შეკითხვები მინდა წარმოგიდგინოთ :)

1. 25366bca17e9

კითხვა: ღმერთს და სატანას ვთხოვე ახალი ველოსიპედი. დღეს მივიღე ახალი ველოსიპედი, მაგრამ არ ვიცი რომლისგანაა. (ვერ გადაუწყვეტია რომელს გადაუხადოს მადლობა)
პასუხი: (არ აქვს)

2. ba7ee235a1d9

კითხვა: არ შემიძლია გავაჩინო ბავშვი იმ მსოფლიოში, სადაც მაიკლ ჯექსონი აღარ არის.
მე და ჩემს ქმარს 2 წელია ბავშვის ყოლა გვინდა, ხოდა ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე რომ ორსულად ვარ, მაგრამ იმდენად დამწუხრებული ვარ მაიკლ ჯექსონის სიკვდილით, რომ არც კი ვიცი შევძლებ თუ არა ბავშვის გაჩენას. ჩემს ქმარს ესმის ჩემი და მხარს მიჭერს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ესმის. აბორტის გაკეთება მინდა ეხლავე, რადგან მაიკლ ჯექსონი მოკვდა…
პასუხი: (არ აქვს და არცაა საჭირო. ეს ქალი უბერავს)

3. d1bc46de29e6

კითხვა: ესესაა რაც დავლიე ცივი ლიმონათი და უფრო მომაწყურა. ორსულად ხომ არ ვარ?
პასუხი1. (რაღაც სისულელე უპასუხა, ვერ გავიგე)
პასუხი2. ეს როგორ უნდა ნიშნავდეს იმას რომ ორსულად ხარ? არამგონია მეორე ჭიქა ლიმონათის მონდომება ორსულობის სიმპტომი იყოს.

4. b2b8a6bad90c

კითხვა:როგორ გადავაქციო კომპიუტერის ეკრანი სარკედ?
ვინმემ იცის, შესაძლებელია თუ არა ისეთი ბექგრაუნდის გამოყენება, რომელიც ეკრანს სარკედ გადააქცევს? სარკის დასკანერება არ გამომივიდა. :wtf:
პასუხი: (არ აქვს)

5. bddcebaf272a

კითხვა: რატომ არსებობს სკოლები?
რამე დანიშნულება ააქვს?
პასუხი: ასეთი კითხვების გამო ტირილი მინდება.

6. 499bf09ddf9f

კითხვა: როცა კვდები შენს Myspace-ს რა მოსდის?
თუ მოკვდი Myspace თავისით იშლება თუ მეგობარი შლის, თუ უბრალოდ “დაუსწრებლად ზის?”
პასუხი:თავისით იშლება. როდესაც კვდები პატარა მიკროჩიპი მოქმედებას იწყებს შენს ტვინში და მომენტალურად იშლება ყველა ექაუნთი რაც გაქვს. ესენი (ჩიპები) ჩამონტაჟებულნი არიან, დაბადებიდან რამოდენიმე თვის მერე, ყველას აქვს ეგეთი.

7. e66b5ef647ff

კითხვა: პრობლემები მაქვს, ჩემი მარცხენა ფეხსაცმელი არ ერგება ჩემს მარჯვენა ხელს და რა გავაკეთო ეხლა?
პასუხი:ნუ იქნები იდიოტი
პასუხის პასუხი: ვცადე მაგრამ არ გამომივიდა

8. fd94107dbdc5

კითხვა:როგორ გავიგო ჩემი შვილი არის თუ არა გეი?
ვღელავ, რადგან ჩემი შვილი შეიძლება გეი იყოს. მინდა შევამოწმო. შესაძლებელია ჰორმონალური შემოწმება? ხმის იოგების შემოწმება? შეუძლია ექმის დამიდასტუროს გეია თუ არა? ჩემს შვილს თითქმის არ აქვს მუსკულები. აქვს ცისფერი თვალები. ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე და როდესაც მღერის კასტრირებული ხმა აქვს (ეს რაღაც ნიტოდ გადავთარგმნე) მეუბნება, რომ მის ხმას ტენორი ქვია. როგორ გავარკვიო არის თუ არა ჩემი შვილი გეი?
პასუხი: აიღე ძმარი და სოდა, შემდეგ გამოძერწე დიდი ვულკანი. ამოხეთქვის მომენტში შენი შვილი თუ ძალიან დაკავებული იქნება …..ით (ეს ვერ გავიგე, ან არ გავიგე) ესეიგი გეია

9. 6874f56c0792

კითხვა: გამარჯობა ხალხო. ინტერნეტ ექსპლორერი ვირუსია?
ყოველთვის, როდესაც ქსელში შესვლას ვცდილობ მეკითხება მინდა თუ არა ინტერნეტ ექსპლორერი იყოს “default browser”-i და ეს მაშინებს. ვინმეს შეუძლია დახმარება?
აგრეთვე ქალური პრობლემები მაქვს :wtf:
პასუხი: (არ აქვს)

10. 2c684d850e95

კითხვა: როგორ გავცოცხლდე?
ამჟამად მკვდარი ვარ და ვცდილობ მკვდრეთით აღვსდგე

11. 415e4fdc8f6d

12. a438e7edea41

13. 739975047d03

მსგავსი ამბები

Back to top button