არქივი

გოგი და მაგოგი


678454cf7de6
ეს სურათი ყველაზე კარგად გამოხატავს მათ აღწერილობას.

გოგი და მაგოგი არაბულად იაჯუჯი და მაჯუჯი. ლეგენდა ასეთია:ერთ ერთმა არაბმა დულ ქარნაინმა(რაც ნიშნავს ორ რქიანს) ააშენა სრულყოფილი სახელმწიფო ამის შემდეგ მას ღმერთი გამოეცხადა და უთხრა რომ წადი სხვა ხალხებს დაეხმარეო. ჩვენმა გმირმაც დაიწყო მსოფლიოს მოვლა დაეხმარა ორ ქვეყანას ხოლო როცა მესამესთან მივიდა ნახა რომ მათ მასზე უკეთესი და მდიდარი სახელმწიფო ქონდათ მაგრად მათ ქონდათ ერთი უდიდესი პრობლემა რაც იყო სწორედ ეს გოგი და მაგოგი. გოგი და მაგოგი იყო მომთაბარე ველური ერი რომელიც წელიწადშI ერთხელ აოხრებდა ამ ქვყენას. მესამე ქვეყნის მოსახლეობამ იცნო არაბი ხელმწიფე და მას დახმარე თხოვა. ამ არაბმა ხელმწიფემ ითხოვა მეტალი რაც ბლომად ქონდა ამ ქვეყანას და მათ ერთად დაადნეს დიდი კარები სწორედ იმ ორ მთას შორის საიდანაც შემოდიოდა გოგი და მაგოგი. ღმერთმა მათ იმის გონება არ მისცა რომ კიბე გააკეთონ და ისინიც ყოველ დღე მიწისქვეშიდან თხრიან გავლენ ნახევარზე წავლენ დასასვენებლად და ღმერთი იმ ამოთხრილს ისევ უვსებს. ნათქვამია რომ მოვა დღე როდესაც ერთი ერთი იტყვის ხვალ გავაგრძელოთთან სიტყვას ინშალაჰ რაც ნიშნავს თუ უფალს სურს და ისინი გამოვლენ და ააოხრებენ მთელ დედამიწას. ისეთი მოწყურებულები არიან რომ ზღვას დალევენ ისეთი მშიერნი რო ხეებს შეჭამენ ხალხს დახოცავენ. ვინც მორწმუნე და უფლის ერთგული იქნება მათთვის ჩამოვა იესო ქრისტე( მუსლუმანები ქრისტეს ღმერთად არ თვლიან და არც იმის სჯერად რომ ქრისტე ჯვარს გააკრეს) და ცაში აიყვანს.გოგი და მაგოგი როდესაც დაინახავს ამას ცაში შUბების სროლას დაიწყებს უფალო ამ შუბებზე სისხლს წაუსმევს რათა ეგონოთ რომ მათ ზეცაში ასული ხალხი დახოცეს და შემდგომ მთლიანად დედამიწის ყველა არსებას გაანადგურებს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოვლენ ციდან გადარჩენლი ხალხი და დაიწყება ახალი ცხოვრება. ეს არის მუსლუმანების თეორია მეორედ მოსვლის შესახებ. გოგი და მაგოგის კარიბჭედ ბევრი კანდიდატია მათ შორის უმეტესობა საქართველოში მდებარეობს მაგალიტად დარიალის ხეობაში , ალანთა კარიბჭე, კასპიის კარიბჭე. ეს ფაქტები რომ არა არც დავინტერესდებოდი ამ თემით.

სახელი გოგი და მაგოგი ძველ აღთქმაშიც გვხვდება ეზეკიელ წინასწარ მეტყველი 38

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ – როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
3.უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
4. გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს –
5. სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
6. გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
7. გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
8. მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
9. აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის.
10. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ,
11. იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები;
12. რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს.
13. შება და დედანი, თარშიშელი ვაჭრები და ყველა მისი დაბა, გეტყვიან შენ: ხომ წარსატყვევნელად ხარ მისული? ხომ საალაფოდ შემოგიკრებია შენი კრებული, რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, წაასხა საქონელი და იალაფო დიდძალი დოვლათი?
14. ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად?
15. მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;
16. წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
17. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენ ის არა ხარ, ვისზეც ვლაპარაკობდი ძველ დროში ჩემს მორჩილთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა, პირით, იმ დღეებზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, როცა შენ მოგიყვანე მათ წინააღმდეგ?
18. სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში.
19. შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე;
20. შეიძრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
21. მოვუწოდებ მახვილს მის წინააღმდეგ ისრაელის ყოველ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი და ერთმანეთისგან ექნებათ მიმართული მახვილები.
22. დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
23. მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

ვინ არის გოგი და მაგოგი?

ერთი ვერსიით ისინი ისრაელის დაკარგული ტომებია. არსებობს კიდეც ერთი ვერსია რომელშიც ნათქვამია რომ არაბი ორ რქიანი კი არ იყო ის ხელმწიფე არამედ ალექსანდრე დიდი. და მართლაც ქართლის ცხოვრებაში წერია როდესაც მოვიდა ალექსანდრე ქართლში მან ნახა საზიზღარი ერი რომელთაც არაფრის სწამდათ და არა ადამიანურ ცხოვრებას ეწეოდნენ ესენი იყვნენ ბუნთურქები რომლებიც ქართლის იმ დროინდელმა მართველმა შეიფარა როდესაც მათი სამშობლო ააოხრეს. ისინი არ დაემორჩილნენ ალექსანდრეს და შეაგინეს( ;) ) ალექსანდრემ დაიფიცა რომ მთლიანად გაანადგურებდა მაგ ჯიშს და ციხეს რომელიც სარკინეში მდებარეობდა( აქ იყვნენ გამაგრებულები ბუნთურქები) ალყა შემოარტყა. 11 თვე ცდილობდა აეღო მაგრამ ბუნთურქებმა ციხის უკან კლდე გაამტვირეს და ჩუმად გაიპარნენ კავკასიაში ალექსანდრე როდესაც შევიდა ცარიელი ქალაქი დახვდა.
რამოდენიმე ვერსიით გოგი და მაგოგი სკვითები იყვნენ რომელიც კავკასიის ჩრდილოეთით ბინადრობენ დღევანდელი რუსეთი ტერიტორია.
ერთი ერთი ვერსიით გოგი და მაგოგი თავად საქართველოა ( :wtf: ) ცოტა გასაკვირია მაგრამ საბუთებიც არსებობს…
ძველ აღთქმაში ნახსენებია თუბალი და მეშექი. იოსებ ფლავიუსმა პირველმა გამოთქვა აზრი რომ იბერებს(ივერებს) ადრე თუბალები ერქვათ ხოლო მეშექი კაბადოკიას და იმ ტერიტორიას რასაც ჩვენ მესხეთს ვუწოდებთ. ეს თეორია განმტკიცდა XIX საუკუნეში როდესაც გაშიფრეს ასურული წარწერები სადაც ნათლად ჩანს თუბალის და მეშქების გაერთიანებები.
ესეც ფრაგმენტი ორთოდოქსი.გე დან
უფალმა მისი სახელი რომ ეცნოთ, ჩრდილოეთის ხალხები და მათ შორის ქართველთა წინაპრებიც ისრაელის ქვეყნის წინააღდმეგ წაიყვანა და მათში თავისი სიწმინდე გამოავლინა. წინასწარმეტყველი ეზეკიელი თუბალსა და მეშექს ახსენებს სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად, რომელთაც ისრაელზე გაილაშქრეს. ეზეკიელზე ადრე ისრაელის მეზობლად მცხოვრებ დიდ ხალხთა ლაშქრობის შესახებ იერემია წინასწარმეტყველი წერდა. საქმე ის იყო, რომ წინასწარმეტყველებანი უშუალოდ შეეხებოდა ისრაელს, უფლის ერს, რომელიც აღთქმულ მიწაზე დასახლებას ეღირსა, მაგრამ ცოდვების გამრავლებით აღთქმა უფალთან დაარღვია. ამიტომაც იგი გადასახლებითა და სხვა ერის მონობაში ყოფნით უნდა დასჯილიყო.

იერემია ქადაგებდა: „აჰა მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგრამ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგებ რას ლაპარაკობს, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი“ (იერემ. 5,15-16). „რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს, შენს დოვლათს და განძეულობას დავატაცებინენ ყველა ცოდვის გამო“ (იერემ. 15,12-13). „აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხებზე“ (იერემ. 25,9).

როგორც ჩანს, ქართველთა წინაპრები ერთ პერიოდში გაბატონებულან კიდეც ისრაელში, ამას მიუთითებს დავით წინასწარმეტყველი თავის 119-ე ფსალმუნში: „ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან“ (ფსალმ. 119 (120), 5. იხ. დაბ 25,12; იერ. 49,18-19; ეზეკ. 27,13).

წინასწარმეტყველების თანახმად ისრაელიანები ქალდეველთა მეფე ნაბუქოდონოსორს ბაბილონში უნდა გადაესახლებინა, რის გამოც უფლის მიერ ქალდეველებიცა და სხვა ჩრდილოელი ხალხებიც დაისჯებოდნენ. ეს დასჯა, როგორც აღინიშნა, შემდეგ მიზანს ემსახურებოდა: როგორც ღვთისგან რჩეულ, ისე სხვა მასთან ურთიერთობაში მყოფ ერებს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნოთ, ხსნის არსს უნდა ჩასწვდომოდნენ და უნდა გასჩენოდათ სასოება უფლისაგან გადარჩენისა, მანამდე კი ხალხების ჭეშმარიტი ღმერთისაკენ მოქცევა იყო საჭირო. უფალი ბრძანებდა: ერთ წამს გავიფიქრებ რომელმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებასა და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისაგან, რომლის გამო ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი“ (იერემია 18,7-8).

ეზეკიელის სიტყვებით, უფლის მიერ არა მხოლოდ ისრაელთან მებრძოლი, არამედ ის ერებიც დაისაჯნენ, რომელთაც ისრაელის დახმარება შეეძლოთ და არ დაეხმარნენ. უფლისმიერი სასჯელის შედეგად დაეცა ათასწლეულთა მანძილზე სახელოვანი ეგვიპტე, როგორც ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა: „ადამის ძევ, გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში, ირქინებოდი შენს მდინარეებში… ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემს სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით“ (ეზეკ. 32,1-3). მართლაც, ქრისტესშობამდე, VI საუკუნის შემდეგ ებრაელთა ბაბილონის ტყვეობის ხანიდან, სახელოვანი ეგვიპტე დაეცა და V-I საუკუნეებში უმნიშნველო, სხვებზე დამოკიდებულ ქვეყნად იქცა. ასევე აღსრულდა წინასწარმეტყველებანი სხვა ხალხებზეც, განსაკუთრებულად კი, ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე, შუამდინარეთზე, რომელთა შესახებაც ნათქვამი იყო: „მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს მათი უსჯულოებისათვის და ქალდეველთა ქვეყანასაც გადავაქცევ უდაბნოდ“. დღემდე უდაბნოა ეს მხარე, რომელიც იერემიასა და ეზეკიელის ეპოქაში აყვავებული და მდიდარი ყოფილა. ცხადია, უნდა აღსრულებულიყო ქართველთა წინაპართა მიმართაც გამოთქმული წინასწარმეტყველება.

ქართველი ხალხის ყველაზე გამოჩენილი ტომები დაამარცხა და მათი ერთი ნაწილი უფრო ჩრდილოეთით, კავკასიაში, გადაასახლა ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა. ასე, რომ უფალს ნაბუქოდონოსორის ხელით არა მხოლოდ ებრაელები, არმაედ იბერიელებიც გადაუსახლებია როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა: „და მაინც შეიჭამებიან შენი შემჭმელები, ჩემი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი“ (იერემია, 30,16).

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მამად წოდებულმა ევსევი კესარიელმაც მიაქცია ყურადღება და თავის „ქრონიკებში“ ჩართო ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ იბერიელთა ანუ ქართველთა დამარცხების, დატყვევებისა და გადასახლების შესახებ: „ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ძლიერი იყო, მას შემდეგ, რაც საომარი ჯარი შეკრიბა, მიაღწია ლიბიელთა ქვეყანაში და იბერთა ქვეყანაში, აჯობა მათ. გააცამტვერა და დაიმორჩილა, მათგან ერთი ნაწილი გადაასახლა მან პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეზე და იქ დაასახლა“ (გეორგიკა, I, 1961, გვ.30).

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ევსევი კესარიელის ცნობა, რადგანაც იგია ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებელი, და თუკი იგი თვლიდა თავს ვალდებულად თავის შრომებში ქართველთა წინაპრებისადმი მიძღვნილი ამბები გადმოეცა, მით უმეტეს ეს ევალება საქართველოს ეკლესიის ისტორიკოსს, რომელმაც იცის, რომ ევსევი კესარიელი ძველი ავტორის, ქრისტეშობამდე IV-III საუკუნეებში მცხოვრები ისტორიკოსის მეგასთენეს ცნობას იყენებდა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ევსევი კესარიელი დაახლოებული პირი იყო მოციქულთა სწორ იმპარატორთან – კონსტანტინესთან, აღსანიშნავია, რომ ძველი დროის მეორე ცნობილი ისტორიკოსი ეკლესიისა, ასევე ეპისკოპოსი და იოანე ოქროპირის საუკეთესო მოწაფეთაგანი თეოდორიტე კვირელი იმავეს წერს ქართველთა წინაპრების შესახებ. კერძოდ, წინასწარმეტყველ ეზეკიელის ტექსტის განმარტებისას ეხება ჩვენს წინაპრებს. ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა: „უთხარი, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ გოგ, როშის, მუშექის და თუბალის მთავარო! გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ… თოგორმის სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად“ (ეზეკ. 32,26).

თეოდორიტე განმარტავს „გოგ და მაგოგ სკითური ტომებია, ხოლო მოსოხ, ამბობენ კაბადოკიელები არიანო, თობელ კი იბერებიო… სახლი თოგარმისა (ვარიანტი: თოგარმასი), ის ამბობს, რომ ესენი ფრიგიელები არიანო… ფრიგიელები და გალატები, იბერები და სპარსელები და ეთიოპიელები, ამბობს წინასწარმეტყველი, სკვითებთან ერთად ლაშქრობდნენ… იძულებული გახადეს მონაწილეობა მიეღოთ ომში“ (გეორგიკა, I, გვ.223).

ეზეკიელი ნაბუქოდონოსორის ეპოქაში თობელისა და მოსოქის დასჯის შესახებ წერს, ძველი ბერძნული წყაროები და ქრისტიანი ისტორიკოსები ნაბუქოდონოსორის მიერ იბერების დამარცხების შესახებ გვაუწყებენ, ამიტომაც უნდა ვიფიქოთ, რომ ისინი ერთსა და იმავე ამბავს აღწერენ, რომელიც ქართველთა წინაპრებს შეეხება. არსებობს სხვა, თანამედროვე ისტორიული მეცნიერების განვითარების შედეგად მოპოვებული მონაცემებიც, რომლებიც ამასვე ადასტურებენ. მეშექისა და თუბალის ძველი დიდების დაცემა და მათი უმნიშვნელო ტომებად ქცევა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისტორიკოსებს. პირველქართველთა დიდებულება, მათი სახელმწიფოები, ქალაქები, კულტურის ბრწყინვალება აჩრდილად იქცა. ქრისტეშობამდე ხუთი-ოთხი საუკუნით ადრე ქართველთა დაცემის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერს: „თუმცა ასურულ წყაროებში ჩვენი ერის მაშინდელი მდგომარეობა დაწვრილებით არ არის აღწერილი, მაგრამ IV საუკუნის ქართველი ტომების ყოფა-ცხოვრებას თუ იმდროინდელ მდგომარეობას შევადარებთ, შეუძლებელია, მაინც არ შევამჩნიოთ, რომ ჩრდილოეთისაკენ წაწეულ ქართველებს ცხადი დაქვეითება ეტყობათ… სადღა იყო წინანდელი სიმდიდრე, სასახლეები, აურაცხელი განძი და ქონება, რომლის ხელში ჩაგდებას თავის დროზე ასურეთის ბატონები კვეხულობდნენ ხოლმე. წინათ მათ ქალაქები ჰქონდათ, IV საუკუნეში კი სალაპარაკოდაც არ ღირდა… წინათ ქართველები ძლიერ და მდიდარ ერად ითვლებოდნენ, აღებ-მიცემობისთვის შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ და ყველგან სახელი ჰქონდათ გავარდნილი. IV საუკუნეში კი ისინი პატარ-პატარა ტომებად იყვნენ დანაწილებულნი, მამაცობის პატივი მეზობლებშიღა ჰქონდათ შერჩენილი, მსოფლიოში კი მათი სახელი აღარ ისმოდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ტ. I, გვ.70).

დიახ, ჩვენი ერი დაეცა, ეზეკიელის წინასწარმეტყველება თუბალსა, მეშექსა და თოგორმაზე აღსრულდა. ეზეკიელი ქრისტეშობამდე VI ს-ში ცხოვრობდა, IV ს-ში ქართველთა ძველი დიდება აღარ არსებობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი სახსენებელი უფალმა არ გააქრო, რადგანაც ისინი უფლის ერს არა დამოუკიდებლად, არამედ სკვითების („გოგის“) იძულებით ლაშქრავდნენ. ს.ჯანაშიას სიტყვით რომ ვთქვათ, ერთ დროს ვრცელ მიწა-წყალზე მცირე აზიასა, სამხრეთ ევროპასა, კავკასიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მცხოვრები ქართული გვარტომობის ხალხები, ქრისტეშობამდე IV საუკუნისათვის მხოლოდ კავკასიაში შეყუჟულ ტომებად იქცნენ, მაგრამ უფალ ღმერთს ისინი არ დაუვიწყებია, მეფე ფარნავაზის დროს მისცა ძალა, რათა ჩამოეყალიბებინათ ერთიანი, „ქართლის სამეფოდ“ ცნობილი სახელმწიფო და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოსახელობა ერთიან ერად შეკრა. I საუკუნეში, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, დედა ღვთისას მიეცა აღთქმა ქართველი ერის ღვთისაგან „არაუგულებელყოფის“ შესახებ. ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მისი წილხვდომილი ერის შესახებ უბრძანა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის“ (ქართლის ცხოვრება, I, გვ.38). ღვთისმშობლისადმი მიცემული ამ აღთქმით ქართველი ერი ყველა ქრისტესმოყვარე ერის მსგავსად უფლის რჩეულ ერად იქცა. ეკლესიის ძველქართველ ისტორიკოსთა თანახმად, ამ სიყვარულის ნიშნად, პირველ საუკუნეშივე ქართველმა ერმა ზეცით ქსოვილი კვართი უფლისა, ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი მიიღო, ნიშნად იმისა, რომ „საზეპურო ქართველი ერი“ მის წიაღში შენახული კვართის მსგავსად მთლიანი და დაუნაწევრებელი დარჩებოდა, თუ იგი ქრისტიანობას დაიცავდა.

ესეც ერთერთ საიტზე წავაწყდი ხალხთა წარმოშობას. მითითბული აქვს გვერდები თუ სას შეიძლება ვიპოვნოთ ბოდიშით მარა მეზარება თარგმანი :)

Name/Tribe Other Biblical Refs. Modern Region/Notes
========== ==================== ===================
Gomer (v. 2) Ezek. 38:6 Southern Russia

Magog Ez.38:2;39:1; Rev. 20:8 Bet. Black Sea to
Caspian Sea
Madai II Ki. 17:6; Est. 1:3; Iran; became Medo-Persia
Dan. 11:1
Javan Isa. 66:19; Ezek. 27:13; Greece, incl. Asia Minor
Dan. 8:21; 10:20; Refs. also found in
Joel 3:6 Sanskrit, Egyptian and
Assyrian relics
Tubal Isa. 66:19; Ez. 27:13; Soviet Georgia
Meshech Isa. 66:19; Ezek. 27:13; Bet./ Black Sea and
32:26;38:2,3,15;39:1 Armenia
Tiras Balkan Peninsula(Thrace)
Ashkenaz (v. 3) Jer. 51:27 Possibly Armenia or
possibly Germany
(according to modern
Jews)
Riphath Near Black Sea
Togarmah Ezek. 27:14; 38:6 Armenia
Elishah (v. 4) Ezek. 27:7 Greece (became the
Aeolians)
Tarshish Jonah 1:3; 4:2; Possibly Spain; Jonah
Esth. 1:14; Ps. 48:7; tried to flee there
72:10; Isa. 23:1,6;
60:9; 66:19; Jer. 10:9;
Ezek. 27:12,25; 38:13;
John 2:3; 4:2
The Kittim Num. 24:24; Isa. 23:1; Cyprus
Ez. 27:6
The Rodanim Possibly North Greece or
possibly Italy
Cush (v. 6) Esth. 1:1; 8:9; Ethiopia
Job 28:19; Ps. 68:31;
87:4; Isa. 11:11; 18:1;
20:3-5; etc.
Mizraim Gen. 50:11 Egypt
Put Isa. 66:19; Jer. 46:9; Libya
Ezek. 27:10; 30:5; 38:5;
Nah. 3:9
Canaan Gen. 11:31; 12:5; etc.; Modern Israel
Ex. 6:4; 15:15;
Lev. 14:34; etc.
Seba (v. 7) Isa. 43:3; Ps. 72:10 No. Ethiopia
Havilah Gen. 2:11 Yemen
Sabtah Southern Arabia
Raamah Ezek. 27:22 Oman (SE Arabia)
Sabteca East of Persian Gulf
Sheba I Ki. 10:1; Ezek. 27:22 Western Arabia
Dedan Isa. 21:13; Ezek. 27:15 Western Arabia
Nimrod (v. 8) Mic. 5:6 Babylon/Assyria
The Ludites (13) Jer. 46:19; Ezek. 30:5 Egypt
The Anamites Egyptian Delta
The Lehabites II Chr. 12:3; 16:8; Libya/Egypt
Nah. 3:9; Dan. 11:43
The Naphtuhites Egypt
The Pathrusites Isa. 11:11; Jer. 44:1,15 Upper Egypt
Ezek. 29:14; 30:14
The Casluhites Jer. 47:4; Amos 9:7 Sinai Penn. (Philistia)
The Caphtorites Deut. 2:23; Jer. 47:4; Lower Egypt (Copts)
Amos 9:7
Sidon (v. 15) Gen. 49:13; Jos. 11:8; Lebanon (Phoenicia)
Isa. 23:4
The Hittites Gen. 23:3-20; 25:9; Modern Israel
26:34; 27:46; 28:1,8;
49:32; Num. 13:29;
Josh. 1:4; II Kings 7:6
The Jebusites Judg. 1:21; II Sam. Jerusalem; Conquered
24:18; Zech. 9:7 by David when he gained
control of Jerusalem.
The Amorites Gen. 15:16; 48:22; Mountains of Judah and
Deut. 1:4; Jud. 1:34-36 beyond the Jordan
The Girgashites Gen. 15:21; Deut. 7:1; Holy Land, west of
Josh. 24:11 Jordan River
The Hivites Gen. 34:2; 48:22; Holy Land (near Shechem
Josh. 9:7; 11:3; and at base of Lebanon)
Judg. 3:3
The Arkites Lebanon (Phoenicia)
The Sinites Ex. 16:1; 17:1; Lebanon
Num. 33:12; Ez. 30:15-16
The Arvadites II Ki. 29:13; Ez. 27:8 Is. of Arados, (off
Lebanon)
The Zemarites Josh. 18:22; Coast of Lebanon
II Chr. 13:4
The Hamathites Num. 13:22; 34:8; No. Syria (Hamah)
Josh. 13:5; II Sam. 8:9;
II Ki. 17:24; Isa.10:9;
Ezek. 47:16; Zech. 9:2
Elam (v. 22) Gen. 14:1-9; II Ki 15:19 From Persian Gulf to
Job 1:17; Isa. 11:11; Caspian Sea
Jer. 25:25
Asshur Num. 24:24 Assyria
Arphaxad Isa. 66:19 No. Assyria, near Armenia
Lud Iraq (Lydians of Asia Minor)
Aram Num. 23:7 Syria and Mesopotamia
Uz (v. 23) Job 1:1,15,17; Arabian Desert near
Jer. 25:20 Iraq; Job lived here
Hul Syria (near source of Jordan
Gether Iraq (Mesopotamia)
Meshech Ps. 120:5 Iraq (Mesopotamia)
Shelah (v. 24) Gen. 11:12-15 Possibly Assyria
Eber Num. 24:24; Luke 3:35 Possibly Arabia
Peleg (v. 25) Possibly Iraq
Joktan Gen. 25:3 Arabia
Almodad (v. 26) SE Arabia
Sheleph Yemen/Arabia
Hazarmaveth SE Arabia on coast
Jerah Possibly Yemen or Arabia
Hadoram (v. 27) Possibly So. Arabian Coast
Uzal Yemen
Diklah SE Arabia
Obal (v. 28) Possibly So. Arabia
Abimael Possibly So. Arabia
Sheba I Kings. 10:1; Yemen (Sabean Kingdom);
Matt. 12:42 the famed Queen of Sheba
who visited Solomon came
from here
Ophir (v. 29) I Kings 9:28; 22:48; Possibly Arabia;
Job 22:24; 28:16; Possibly Persian Gulf
Ps. 45:9 area
Havilah Gen. 2:11; 25:18; Yemen, bet. Arabian and
I Sam. 15:7 Persian Gulfs
Jobab Unknown

ესეც რუკა ამ ბოლო თეორიების მიხედვით
8a42e3ebe458

ეს ყველაფერი კი კარგია მაგრამ ერთ უთანხმოებას ვხვდებით ქართლის ცხოვრებაში ნათქვამია რომ ჩვენი წინაპარი თარგამოსის შვილი ქართლოსი იყო და მაგიტომ გქვია საქართველო( ეს ბიბლიურად და ისე მეცნიერულად ცოტა სხვაგვარადაა)
თარგამოსი არის აგრეთვე მამა ლეკების სომხების კავკასიელთა ხალხის და ეგრისელების. ამას ამბობს ქართლის ცხოვრება და კიდე სომეხი ისტორიკოსები. დასავლელი მეცნიერები კი თარგამოსს თურქების მამად მოიხსენიებენ. ზემოთ მოყვანილ ცხრილში თარგამოს მართლაც სომხების მამად ითვლება ხოლო ქართველების კი თუბალ არის.
ესეც იაფეტის შვილების გენეოლოგიური ხე
ca798d2c60a5
მაგრამ აქ არ ჩანს თუ ვინ იყვნენ თარგამოსის შვილები ( :tavi: )
კიდევ ერთი დაბრკოლებაა ეზეკიელ წინასწარ მეტყველი ამბობს ტარგამოს ჩრდილოეთის კიდეებიდან ანუ ყველაზე ზევით ეს უნდა იყოს რაც კიდე ერთ :wtf: ს ქმნის.
თუ ვინმემ რამე იცით დამატებით დაწერეთ კომენტებში საკითხი ძალიან ბუნდოვანია იმედია არაფერი გამომრჩა და ბოდიში შეცდომებისთვის ვიცი რომ იქნებიან

ეხ მგონი ამის წამკითხავი არავინ არ არის :D

და გახსოვდეთ ქართული მეორედ მოსვლის ენაა :papa: გინდ მუსლიმანი იყო გინდ იაღოველი :papa:

აი აი ბოლო რუქა სადღაცას ვნახე ყველაზე ზუსტი ესაა მგონი

da80f272e384

წყარო: ძველი აღთქმა, othodoxy.ge, სხვადასხვა მეცნიერებების ნაშრომები და გათენებული ღამე :yes:

MorningMist

People ask the question... what's a RocknRolla? And I tell 'em - it's not about drums, drugs, and hospital drips, oh no. There's more there than that, my friend. We all like a bit of the good life - some the money, some the drugs, other the sex game, the glamour, or the fame. But a RocknRolla, oh, he's different. Why? Because a real RocknRolla wants the fucking lot.

მსგავსი ამბები

Back to top button