გართობაკულტურაუცნაური

Rhodesian Ridgeback-მა გააჩინა 18 ლეკვი

7c0c17c06060
გერმანიაში, ჩვეულებრივი ძაღლი გახდა ვარსკვლავი მას შემდეგ, როცა 18 ლეკვის დედა გახდა. ძაღლის პატრონები, და ვეტერინარი შოკირებულნი იყვნენ ასეთი „უამრავი სიურპრიზით“, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ლეკვი დაიბადა ბუნებრივი გზით, ექიმის დახმარების გარეშე. მშობიარობის პროცესი მიმდინარეობდა დაახლოებით 28 საათის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ლეკვი ცოცხალი და ჯანმრთელია…
22dfec764234
ლეკვების დედა, მსოფლიოში საუკეთესო მონადირე ძაღლად არის აღიარებული: Rhodesian Ridgeback, რომელსაც სხვა სახელებითაც იცნობენ: Ridgeback(შემოკლებით).

Rhodesian Ridgeback წარმოშობით ზიმბაბვედან არის. მას იყენებდნენ როგორც სანადიროდ, ასევე სახლისა და ქონების დასაცავად. იგი წარმოშობით იმ ძაღლების ნაჯვარია, რომლებიც XVI-XVII საუკუნეებში ჩამოიყვანეს სანხრეთ აფრიკიდან (Khoikhoidog, Mastiff). ამ ძაღლის პირველი სახეობა დაფიქსირდა 1877 წელს. სასულიერო პირს ლომი ეგონა როცა ცხენით მიმავალმა პირველად დაინახა და სწორედ აქედან შეარქვეს ამ ძაღლს “აფრიკული მონადირე ლომი” (African Lion Hound).
ამ ჯიშის ძაღლებს დაშვებული ყურები აქვთ. Rhodesian Ridgeback ასევე გამოირჩევა წინა ფეხების სისწორითა და სიძლიერით;
მოკლე ბეწვი უმშვენებს ტანს, რომელზედაც ერთი უცნაურობა აქვს – ზურგზე ბეწვი უკუღმა ეზრდება (ანუ კუდიდან კისრის მიმათულებით)

29cb0912f756
რამონა ვეგემანი (Ramona Vegeman) ძალიან ამაყობს თავისი საყვარელი ძაღლით, რომელსაც ქვია ეტანა (Etana), მაგრამ ამავე დროს ძალიან ღონეგამოცლილი და გატანჯულია 18 ლეკვის გამუდმებული კვებით . რამონამ თვითონ აიღოი ეს პასუხისმგებლობა, რადგან ახლადმშობიარე დედა ვერ უმკლავდება ამდენ ლეკვს.
ეს იყო ეტანას მეორე ორსულობა. პირველად მას შეეძინა 6.. ლეკვი, რომელიც სრულად შეესაბამება მის ჯიშს, მაგრამ 18 ლეკვი? – არ იყო მოსალოდნელი ეტანასაგან ასეთი „სიურპრიზი“.

ნახეთ ვიდეო :

3d7224423a2d
რამონა და მისი ქმარი იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ მთელი თავიანთი დრო და სივრცე სახლში ლეკვებისათვის. მათი სასტუმრო ოთახი „გადატრიალებულია“ და მოცემულ მომენტში გახდა ლეკვების სახლი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 25 სექტემბერს და ცოლ-ქმარმა ოთხი მათგანი უკვე გაყიდა . რამონა იმედოვნებს, რომ თითოიელ მათგანს შეხვდეს ღირსეული პატრონი …
7c780e868bab
43348e8529af
ca0610c5559f
b45d670afc00
7dd43be2580c
b71ed748288a
ede537f59836
42850137ed65
ad9179286371
7956b9ba57d5
c8d8e8816cd4

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button