არქივი

უკვადავების მანიით შეპყრობილნი

57fe623bd113
საქმიან წრეებს ლოს–ანჯელესში შემოსავლის ერთი მომგებიანი წყარო გაუჩნდათ. ჰოლივუდის კინოელიტის წრეებში ახალი ძალით იფეთქა აკლდამების შენების ჟინმა. როგორც ცნობილია, პირველად მსგავსი გატაცების ბუმი დაიწყო 50-იან წლებში, როცა ძველი ეგვიპტელების მსგავსად, იწყეს საიქიო განსასვენებელზე ზრუნვა.

1. შემდგომ ათწლეულში ეს ინტერესი ნელ-ნელა ჩაქრა , მაგრამ ბოლო ხანს კვლავ ახალი ძალით აღორძინდა და, როგორც იტალიური გაზეთი „ნოველა“ იუწყება, ყველაზე პომპეზური მავზოლეუმის მფლობელად ცნობილი კინოვარსკვლავი, ადრე ამერიკული კინოს სექსის სიმბოლოდ აღიარებული რეკელ უელჩი გვევლინება.
თავისი კარიერა ფილმის “მილიონი წელი ჩვენს ერამდე“ ვარსკვლავმა -ამინდის პროგნოზის წამყვანობიდან დაიწყო.
066691616c75
უელჩი 1970 წლების ქალების სექს-სიმბოლო იყო, რომელმაც მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ბიკინი. იმავდროულად მსახიობი დაზარალდა საკუთარი სექსუალური გულცივობით – მას კატეგორიულად არ იყვანდნენ სერიოზულ როლებზე, თუმცა რეკელს გაუმართლა, იგი ფილმში “სამი მუშკეტერი” მოიწვიეს, სადაც კონსტანცია ბონასიეს როლი შეასრულა. ამ როლისათვის მას “ოქროს გლობუსი” მიანიჭეს.
9582a8253ddf

ხელოვნური ტბის შუაგულში ბერძნული კლასიკური არქიტექტურის სტილით აგებული აკლდამის საფასურად მისი მფლობელი ვალდებული იყო 1987 წლის ბოლომდე ყოველთვიურად 50. 000 დოლარი გადაეხადა. თუმცა, რეკელ უელჩის მილიონობით თაყვანისმცემელს ერჩევნა თავისი კერპი ფილმებში ეხილა, ვიდრე ფსევდოანტიკური აკლდამის თაღებქვეშ.
2. მილიონი დოლარი დაუჯდა საკუთარი მავზოლეუმი ჰოლივუდელ პროდიუსერს ლი მაჯორს. მას არც მსახიობები ჩამორჩებიან კომფორტული ჰაერის კონდიციონერებითა და ბარებით მოწყობილი აკლდამების მშენებლობაში. მთავარი კი ის არის, რომ ძვირფასი მავზოლეუმების შენება თვითმიზნად იქცა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ერის საქმოსნების გააქტიურება, მიწის ნაკვეთებით სპეკულაცია. (მინდა ავღნიშნო, რომ) კერძო პირებს არც სახელმწიფო ჩამორჩა. გაიზარდა გადასახადი კერძო მავზოლეუმებზე, მაგრამ აკლდამების მშენებლობა სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს.
3. ყველას კი მაინც ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ფრენკ სინატრას აკლდამა აჭარბებს. იგი 300 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

7fb4bdb6a651
სინატრა-ამერიკელი მომღერალი-პოპ მუსიკის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მსახიობი და შოუმენი; ასევე თავისი ხმის წყალობით, მას „მისი უდიდებულესობა ხმა“ შეარქვეს.
ბოლო ფოტოზე ფარაონის ნამდვილი აკლდამა …. თუ აკლდამების მშენებლობა მომავალშიც ასეთი ტემპით გაგრძელდა , ჰოლივუდის ვარსკვლავები ალბათ მალე თვით ეგვიპტელ ფარაონებსაც გადააჭარბებენ.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button