კულტურაუცნაური

საუკეთესო კბილის ჯაგრისი Kolibree ინტერნეტ წვდომის რეჟიმით

e1b270de27e5
საუკეთესო კბილის ჩოთქი Kolibree ინტერნეტ წვდომის რეჟიმით.
e1b270de27e5
კბილის ჯაგრისმა მისი გამოგონების დღიდან ბევრი ცვლილება განიცადა და ალბათ მიაღწია კიდევაც თავისი ევოლუციის პიკს, მაგრამ კომპანია Kolibree-მ გადაწყვიტა განეხორციელებინა კიდევ ერთი მამაცური იდეა და გამოუშვა მათი აზრით საუკეთესო კბილის ჯაგრისი. ინოვაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს ინტერნეტ ქსელში წვდომის რეჟიმი. ამის დახმარებით ჯაგრისის მფლობელი არ დაივიწყებს კბილების გახეხვას და ამასთან ერთად თვითონ ადევნებს თვალყურს კბილების გამოხეხვის პროცესს.
2fa8014623f0
Bluetooth-ით ჯაგრისს შეუძლია სინქრონიზირება სმარტფონთან და ინფორმაციის ეკრანზე გამოტანა. მობილურ მოწყობილობაზე მოდის ჩოთქის მოძრაობების მონაცემები. მოწყობილობა ახდენს მოცემული ინფორმაციის ანალიზს და ატყობინებს მფლობელს დაიწყო თუ არა მან კბილების კარგად ან ცუდად გამოხეხვა, საკმარისი დრო გამოუყო რთულად მისადგომ ადგილებს და საერთოდ გამოხეხვის პროცესს. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
30982c3904f2
კომპანიამ საშუალება მისცა პროგრამისტებს შეექმნათ სხვადასხვა აპლიკაციები, რომელშიც გამოყენებული იქნება გადამცემი მოწყობილობებისგან მიღებული ინფორმაციები. მწარმოებელს სურს, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს პირის ღრუს მოვლისადმი ინტერესი. მაგალითად, წუთების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ისუფთავებდა კბილებს შესაძლებელია თამაშებში ბონუსებზე გადაცვლა. პირველ რიგში ეს იქცევს ბავშვებში ყურადღებას და კბილების გამოხეხვა უფრო მიმზიდველი ხდება, ხოლო მშობლები დარწმუნდებიან მართლა ნორმალურად იხეხავს შვილი კბილებს თუ არა.
18a616b54a95
საუკეთესო კბილის ჩოთქის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება დატენვის გარეშე შესაძლებელია შვიდი დღის განმავლობაში, ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდა Bluetooth-ის ბოლო თაობის გადამცემით და ენერგიის მოხმარების კარგად მოფიქრებული სისტემის წყალობით. დამტენი მოწყობილობა და თვითონ დევაისი აბსოლუტურად უსაფრთხოები არიან მაღალი ტენიანობის მქონე ოთახებში. საქმე იმაშია, რომ მასზე არ არის ღია ელექტრონული კონტაქტები, დატენვის პროცესი მიმდინარეობს ინდუქციური ტექნოლოგიებით.
c13b14884c55
საჭიროა, რომ დავაფასოთ შემქმნელების ცდა, რადგან მათ მოახერხეს ამდენი შესაძლებლობის დატევა ერთ პატარა ერგონომიურ კორპუსში. მოწყობილობა მარტივი დასაკავებელია ნებისმიერის ხელში, ამიტომაც ის მარტივად ჩაეტევა როგორც დიდის ისე პატარა ბავშვის ხელში.

Kolibree-ს ფასი კონკურენტების ფასს არ ჩამორჩება და ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 ამერიკულ დოლარს.

მსგავსი ამბები

Back to top button