კულტურა

ლაშქრობები!

1c1744bf7c4d

მოგესალმებით უცნაურის მომხმარებლებო. მე ვარ ძველი USER-ი. ადრე ვსარგებლობდი აქაუნთით Dachi. აქაუნთი შევცვალე იმიტომ, რომ სხვებიც ხმარობენ ამ სახელს და ხშირად უმიზეზოდ ვხდებოდი ვიღაცის რისხვის ობიექტი. რეალურად შემოდგომის მერე კომენტარი და პოსტი არ დამიწერია.  ახლა კი მოგახსენებთ რატომაც გაწუხებთ.

მოგეხსენებათ მე უცნაური მიცნობს ლაშქრობების კატეგორიებიდან. ამიტომაც მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი და გითხრათ, ზაფხულის ჰაიკინგის სეზონს გახსნილად ვაცხადებ. :) უცნაურის მომხმარებლებს და არა მომხმარებლებს მოგიწოდებთ ნელ-ნელა მოემზადოთ საინტერესო და ექსტრემალური ტურებისათის.  უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გასვლას დიდგორის მიმართულებით. დაწვრილებით კი  გასვლამდე 1 კვირით ადრე გაცნობებთ. ასე, რომ ჩემო ძველო და ახალო მეგობრებო ჯერ დალი მოიარეთ შემდეგ კი მივხედოთ ჩვენს საქმეს. ველოდები გამოხმაურებას. ჩემი ამბავი ხომ იცით რომ დავგეგმავ გავაკეთებ! სულ რომ არავინ წამოხვიდეთ მე მაინც წავალ, ამიტომაც გამხნევდით და ნელ-ნელა გაამზადეთ ბარგი-“ბარხანა”

მსგავსი ამბები

Back to top button