კულტურა

სამხედრო ავიაცია

78309387244802593374

ამ პოსტის დაწერა მას შემდეგ დავიწყე, რაც რამოდენიმე საიტზე (მათ შორის ამ საიტზეც) ვნახე რომ პატარა შეცდომებია დაშვებული სამხედრო თვითმფრინავების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.

სამხედრო ავიაცია ორ ძირითად და კიდევ რამოდენიმე შედარებით პატარა კლასად იყოფა. ორი ძირითადია გამანადგრურებელი ავიაცია და ბომბდამშენები.

გამანადგურებელი თვითმფრინავის მთავარი ამოცანაა მტრის გამანადგურებლების (გამანადგურებლების და არა ბომბდამშენების) განადგურება. შეიარაღებულები არიან საავიაციო ქვემეხით (15 მმ ზე მსხვილ ტყვიამფრქვევს ქვემეხი ეწოდება) და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით. გამანადგურებლებია (ეს მხოლოდ მაგალითისათვის) : F-15, F-16, F-18 ( საგემბანო, ანუ ავიამზიდზე ბაზირებისათვის ) აგრეთვე მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლები F-22, F-35,  ასევე რუსული წარმოების   MIG-29, MIG-35, SU-27, SU-30, SU-33, SU-35

ბომბდამშენების ამოცანაა დაბომბონ სამიზნეები. სამიზნე შეიძლება იყოს შენობა, ხიდი და ათასი და უბედურება =). ბომბდამშენები ასევე იყოფა ტაქტიკურ და სტრატეგიულ ბომბდამშენებად. ტაქტიკური ბომბდამშენების ამოცანაა გაანადგურონ შედარებით პატარა სამიზნე (მაგალითად მტრის ბაზა) როცა სტრატეგიულ ბომბდამშენებს ბირთვული ბომბების ტარებაც შეუძლიათ. მაგალითად ამერიკული ტაქტიკური ბომბდამშენია F-111, ხოლო რუსული Sukhoi Su-24. ამერიკული სტრატეგიული ბომბდანშენებია: B-52, B-1, B-2. რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია : Tu-95, Tu-160, Tu-22.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კიდევ არსებობს სხვა კლასის თვითმფრინავები. ესენია სატრანსპორტო, გზაგადამჭრელი, მოიერიშე და სხვა.

სატრანსპორტო ავიაციის ამოცანას მგონი უკვე მიხვდით. მათი მისიაა ჯარების გადაყვანა და მათი მომარაგება. სატრანსპორტო თვითმფრინავებს იყენებენ პარაშუტით დესანტირებისას (თუმცა შვეულმფრენის გამოყენების გამო პარაშუტით დესანტირებას სპეცრაზმებიღა თუ იყეენებენ).

გზაგადამჭრელი ავიაციის მიზანია გაანადგუროს მტრის ბომბდამშენი. ისინი ძალიან სწრაფი თვითმფრინავებია. მაგალითად საბჭოთა წარმოების გზაგადამჭრელი მიგ-31 3000 კმ/სთ-მდე ადის.

მოიერიშე ავიაციის მიზანი ჯარების მხარდაჭერაა. მათ იყენებენ საჰაერო მხარდაჭერისა და სხვა მიზნებისათვის (კოლონების დაბომბვა და ა.შ.). აგრეთვე ისეთ ქვეყნებს რომელთად არ აქვთ ფული შეიძინონ ბომბდამშენები (ბომბდამშენებს აგრეთვე სჭირდებათ საესკორტოდ გამანადგურებლები) მოიერიშეებს იყენებენ როგორც ბომბდამშენებს. მაგალითად რუსული მოიერიშე თვითმფრინავია Su-25(რომელსაც, ორადგილიანი მოდიფიკაციის გარდა მხოლოდ თბილისის 31-ე ქარხანა აწყობდა) და ამერიკული  A-10 (რომლის დაპროექტებაში ქართველ კონსტრუქტორს, ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს) დიდი წვრილი აქვს შეტანილი).

აგრეთვე არსებობს საწვრთნელი თვითმფრინავები მაგალითად L-39 Albatros რომელიც ჩვენ ქვეყნასაც აქვს.

აგრეთვე ავიაციის ცალკე მიმართულებაა შვეულმფრენები.

ასევე აქვე დავწერ რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შექმნა ისეთი თვითმფრინავები, რომელთაც მტრის თვითმფრინავების განადგურებაც და დაბომბვაც შეუძლიათ. ამ კლასს გამანადგურებელ-ბომბდამშენები ჰქვია.

 

აქვე მინდა გითხრათ გამანადგურებლების თაობებად დაყოფის შესახებ.

პირველი თაობის თვითმფრინავები მეორე მსოფიო ომის დროინდელი თვითმფრინავებია.

მეორე თაობის კორეის ომის დროინდელი (MiG-15 და F-86 Sabre)

მესამე თაობის ვიეტნამის ომის დროინდელი (Mig-19, Mig-21, F-4, F-5 და სხვები)

მეოთხე თაობის უკვე ვიეტნამის ომის შემდგომი თვითმფრინავები  (F-15, F-16, F/A-18, MIG-29, SU-27)

მეხუთე თაობის არის სტელსის გამანადგურებლები. თუმცა სტელსთან ერთად მას ბევრი სხვა რამ მოეთხოვება, მაგალით ზებგერითად უნდა იფრინოს ფორსაჟის გარეშე (F-22, F-35, PAK-FA)

აგრეთვე მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ. F-22 არის გამანადგურებელი, რომელსაც შეუძლია მცირე ზომის მართვადი ბომბები გამოიყენოს მტრის შედარებით მომცრო სამიზნეების გასანადგურებლად. იგი არ არის მოიერიშე, როგორც ამას ბევრი ამბობს.

სასარებლო ბმულები

http://www.youtube.com/watch?v=a3K1PzmH-2Q&feature=related (F-15ES Silent Eagle იგი სტელსის ტექნოლოგიებითაა შექმნილი, თუმცა იმის გამო რომ სხვა კომპონენტებს ვერ აკმაყოფილებს არ არის მე-5 თაობის გამანადგურებელი).

http://www.youtube.com/watch?v=9CjHe_OTlwg (პატარა ვიდეო საფრანგეთის საზღვაო ავიაციის შესახებ).

http://www.youtube.com/watch?v=nUXmqpRhTjQ

 

იმედია მოგეწონათ. გავაგრძელო?

 

მსგავსი ამბები

Back to top button