უცნაური

მე მჯერა მათი არსებობის!

125fce722856
ესეიგი დიდხანს ვადევნებდი თვალყურს თქვენს პოსტებს ვამპირებზე. ზოგი ამბობდა რომ არ სჯერა და 
ყველაფერი ზღაპარია მაგრამ იმედია დანარჩენებს სულ ცოტათი მაინც გჯერათ მათი
არსებობის.

მოკლედ რამდენიმე თვის წინ მეც არ მჯეროდა მათი სულ ვიძახდი რა სისულელეა მეთქი მაგრამ როცა სკოლაში მივედი ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჩემს კლასში ერთი უცნაური გოგო გადმოვიდა. ლამაზიც იყო კარგადაც სწავლობდა , ახლაც სულ თვალწინ მიდგება. სჰავგვრემანი გოგო იყო , წვრილი შავი თვალები ჰქონდა . ძალიან სწრაფიც აღმოჩნდა ფიზკულტურაზე , ყოველთვის შავ ტანსაცმელს ატარებდა და მზეს ერიდებოდა . ბერჯერ დამინახია სკოლის ეზოში ჩრდილში მყოფი და რომ შევეკიტხე რატომ ერიდებოდა მზეს მითხრა რომ უბრალო ალერგია ჰქონდა. მაგრამ მაინც უცნაური ხასიათი ჰქონდა.

ერთ წუთს აქ იყო მეორე წუთს კი სადღაც ქრებოდა. მისი სახლიც არავინ იცოდა , მაგრამ მაინც პოპულარული გახდა კლასში. მოკლედ ისე მოხდა რომ შემიყვარდა. არ ვიცი როგორ მაგრამ ასე მოხდა ძალიან დავუახლოვდი , ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერს ვუყვებოდი ის კი ყოველთვის დუმდა. ერთ დგეს ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა და მაშ შემდეგ სულ გამირბოდა ერთ დღეს კი სკოლის მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა უნდა დაგელაპარაკოვო. მეც წავყევი , თან გამაფრთხილა თუ მართლაც ვუყვარდი და ჩემი სჯეროდა უნდა დამეჯერებინა მისი მონაყოლი. მან მომიყვა რომ გარკვეული გარემოების გამო მართალია არ შეიძლებოდა მაგრამ მაინც გაჩნდა ბავშვი ვამპირისა და მაქციის  შედეგად. ეს რომ გავიგე გამეცინა მაგრამ როგორც კი თვალებსი ჩავხედე სიცილი შევწყვიტე ის განაგრძობდა.

ამ ბავშვის გამოჩენა სახიფათო იყო მაგრამ სხვა რა გზა იყო მოკვლისთვის ვერ გაიმეტეს და ადამიანებს ჩააბარეს. ეს იმან გამოიწვია რომ დაიწყო დედამიწაზე ვამპირებთან და ასეთ არსებებთან ბრძოლა. ამიტომ ყველასთვის კარგი იქნებოდა თუ ეს ბავშვი რომელიც პირველი იყო ვამპირთა ისტორიაში გადარჩენილიყო. მან დაამატა რომ ის ბავშვი თითონ იყო და არ ჰონდა ისეთი ცხოვრება როგორიც უნდოდა და მე გამიკვირდა ეს ყველაფერი და ვკითხე ვამპირები ხომ თეთრები არიან მეთქი და შენი შავგვრემანობა ?! ნუ დაგავიწყდება რომ მამაჩემი ვამპირი არ იყო ამიტომ კანის ფერით მულატს ვგავარ ! ამ სიტყვებმა სულ დამაბნია. ეს რომ მითხრა უცებ ადგა და დამაფიცა რომ ამას არავის არ ეტყოდა და დაამატა რომ მიდიოდა სხვა ქალაქში და  მიზეზად ის დაასახელა რომ ნადირობა იწყებოდა. ხოლო რაზე ლაპარაკობდა ის თავიდან ვერ მივხვდი.

სულ მიკვირდა ადამიანი რომელიც შემიყვარდა ვამპირი იყო თუ მაქცია აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ჩაკეტილი ვიყავი და ახლა თქვენ გაგიზიარეთ. ამ დღის შემდეგ აღარ მინახავს , მხოლოდ ერთხელ როცა ღამე გარეთ ვსეირნობდი და მასზე ვფიქრობდი ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ადამიანი ჩრდილი მივიხედე და ის იყო ის. ლაპარაკიც კი ვერ მოვასწარი , ენა ჩამივარდა როცა ჩემსკენ წამოვიდა და ყურთან  ჩამჩურჩულა რომ ვენატრებოდი და მხოლოდ იმიტომ წავიდა რომ ჩემი დაცვა უნდოდა. მართალი გითხრათ ცოტა შემეშინდა , როცა  აუჩქარებლად ლოყაზე მაკოცა და როცა სახე გასწია დავინახე ორი ოდნავ ჩამოწეული კბილი წვრილი რომელიც აქამდეც შემიმჩენვია მაგრამ ღამე იყო და იცით შემეშინდა.   მოკლედ   ეს მინდოდა რომ მეთქვა გინდ დაიჯერეთ გინდ არა . მე მისი მჯერა ის ხომ ახლაც მიყვარს !

მსგავსი ამბები

Back to top button