არქივი

ისტორიაში შესული, ყველაზე სერიოზული სარკინიგზო ავარიები

image

მატარებელი, როგორც ერთ-ერთი ფორმა ტრანსპორტირებისა, გამოიგონეს ბრიტანეშთი 19-ე საუკუნის დასაწყისში, რამაც ძალიან მალე ფართო მოხმარება ჰპოვა მრავალ ქვეყანაში და გახდა სხვა ტრანსპორტების დიდი კონკურენტი. უსაფრთხოების თვალსაზრისით მატარებელი უკეთესი გამოსავალია ავტომობილთან და თვითმფრინავთან შედარებით, ეს ხომ ის ტრანსპორტია, რომელიც განკუთვნილ, საკუთარ რელსებზე მოძრაობს და არანაირი დაბრკოლება არ ეღობება წინ, თუმცა ამაოდ ფიქრობთ ამგვარად, ვინაიდან ხდება უსაშინლესი კატასტროფებიც მატარებლებისა და დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთი კატასტროფების ის უსაშინლესი მომენტები მინდა გამცნოთ, რომლებიც ისტორიაში შევიდა. სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად მატარებლის კატასტროფა 1983 წელს New Jersey-ში მოხდა, სადაც დაღუპვას გადაურჩა პრეზიდენტი John Quincy Adams-ი.

ახლა კი გთავაზობთ მატარებლების იმ საშინელ ავარიებს, რომლებიც ისტორიაში შევიდა:



1. Elia Ayat, ეგვიპტე.

მატარებელში, რომელიც 2002 წელს მიემგზავრებოდა კაეროდან ლუქსორამდე, აფეთქდა მასში მოთავსებულ რესტორანში გაზის ცილინდრი. აფეთქებით გამოიწვეული ძლიერი ხანძარი შვიდ “ვაგონზე” გავრცელდა, რისგანაც მგზავრები დაიწვნენ და გაიგუდნენ. მატარებელი ხალხით იყო გადაჭედილი, სამწუხაროდ მგზავრთა სია არ იყო მოცემული, მსხვერპლის მხოლოდ 383 რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა იყო სამჯერ მეტი.

image





2. Awash, ეთიოპია.

ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია ეგვიპტეში დაფიქსირდა 1985 წელს, როდესაც მატარებელი 1000 მგზავრით მოძრაობდა ეთიოპიაში. აღებული სწრაფი კურსით მას უნდა გადაეკვეთა გზად მდინარის ხეობა ხიდზე, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობამ კი მოსახვევში მოსწყვიტა ბოლო 4-5 “ვაგონი”, რის გამოც 400 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 500-მდე კი სერიოზულად დაშავდა.

image





3. Torre del Bierzo, ესპანეთი.

1944 წლის იანვარში ესპანეთის ისტორიაშიც შევიდა სარკინიგზო ავარია, როგორც ერთადერთი ყველაზე საშინელი. 12 “ვაგონიანი” სატვირთო მატარებელი, რომელსაც მუხრუჭმა უმტყუნა, შეეჯახა სამგზავრო მატარებელს გვირაბში, რამაც ძალიან დიდი აფეთქება გამოიწვია და შემთხვევის ადგილზე 500 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ რელსების დამთხვევის შესახებ მემანქანეებს დროულად ვერ აცნობეს, სწორედ ეს გახდა კატასტროფის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

image




4. Balvano, იტალია.

იტალიის ისტორიაშიც დაფიქსირდა უსაშინლესი ავარია 1944 წელს. მიზეზი კატასტროფისა გახდა დაბალ ხარისხიანი ქვანახშირი, ვინაიდან მატარებლის ძრავა ორთლზე მუშაობდა. მგზავრებით დატვირთულ მატარებელს დაბალხარისხიანმა ქვანახშირმა გადასაადგილებლად ვერ მიაწოდა საჭირო ენერგია, რამაც გამოიწვია მისი გაჩერება პირდაპირ გვირაბში და მგზავრების უდიდესი ნაწილი- 520 კაცი მოწამვლით გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ ის ნაწილი მგზავრებისა, რომელთა “ვაგონი” გვირაბში არ იმყოფებოდა.

image






5. Ufa.

1989 წლის 4 ივნისს მომხდარი კატასტროფა, როგორც რუსეთის, ასევე მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში შევიდა. შემთხვევა მოხდა ქალაქ Asha-ში, Ufa-სთან 50 კილომეტრში. ორმა, საპირისპიროდ მიმავალმა მატარებელმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ერთმანეთს, რელსებზე ხახუნმა კი გამოიწვია ცეცხლის ნაპერწკალი, რომელიც მოხვდა მატარებლის გაზიან “ტურბინას” და გამოიწვია მისი აფეთქება. 37 “ვაგონი” სრულიად განადგურდა, 7 დანახშირებამდე ადგილზე დაიწვა, დაშავდა 1000 ადამიანი, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა კი მერყეობდა 575-625 რიცხვებში.

image






6. Guadalajara, მექსიკა.

მექსიკის ისტორიაში მომხდარი კატასტროფის უდიდესი სასწაული იყო 1915 წლის იანვარში, როდესაც მაქსიმალურად დატვირთული მატარებელი ცივ ზამთარში მიემგზავრებოდა გვადალაჯარიდან კოლიმამდე. “ბორტზე” ასევე იმყოფებოდნენ მექსიკის რევოლუციონერი და ვენესუელის პრეზიდენტი Carranza. მგზავრთა რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ მატარებლის სახურავითაც მგზავრობდა ბევრი მატGანი იმ მომენტში. ციცაბო დაღმართზე მატარებელს ამხელა დატვირთვის გამო მუხრუჭებმა უმტყუნა, რამაც გამოიწვია მისი ხევში გადაჩეხვა. 900 მგზავრიდან 600 დაიღუპა.

image






7. Bihar, ინდოეთი.

საშინელი კატასტროფა განიცადა ასევე ინდოეთის ისტორიამ. მატარებელი ქარიშხლიან ამინდში მიემგზავრებოდა მანსიდან სახარში. გზად დამტყდარმა ქარიშხლიანმა ციკლონმა და ასევე ციცაბო დაღმართზე არ გამართლებულმა მუხრუჭებმა გამოიწვია მისი რელსებიდან გადასვლა და გადავარდნა ხიდიდან მდინარეში. მსხვერპლის რაოდენობა 800 დაფიქსირდა, თუმცა სინამდვილეში რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, გვამების უმეტესი ნაწილი მდინარის ტორენტებმა გარეცხა და ვერ ამოიცნეს.

image





8. მატარებელი Peral-ი.

ყველაზე სიკვდილიანი სარკინიგზო ავარია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც მოხდა არასწორ ადგილას, არასწორ დროს. 2004 წლის 26 დეკემბერს თავს დამტყდარმა ცუნამმა გაანადგურა ინდონეზია, შრი-ლანკა, ინდოეთი და ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნები, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 300, 000 კაცი იყო. სწორედ ამ დროს მოხდა კატასტროფა მატარებლისა სახელწოდებით “ზღვის დედოფალი”, სადაც 1700 კაცი დაიღუპა და ეს ითვლება ყველაზე ტრაგიკულ, ბუნებრივ კატასტროფად კაცობრიობის ისტორიაში.

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button