არქივი

ლუდით სათქმელი სადღეგრძელოები ლექსად

694c469015ed

***
ჩვენთან ასეთი წესია
წინ რომ გვიდგას ლუდის ბოცა,
ვინც გულზე არ გვეხატება
კატხა ლუდით იმას ვლოცავთ.

***
ვიცინოთ და ლუდი ვწრუპოთ,
სიყვარულში გავიხარჯოთ
ვინც ჩვენ ლუდით გვადღეგრძელებს
ისევ ლუდით გაუმარჯოს.

***
ეს ცხოვრება იოლდება
იუმორით თუ უყურებთ,
ლუდით სათქმელ ამ კუპლეტებს
გიძღვნით ლუდის მოყვარულებს.

***
ყველა იმ ექიმა დავლოცავ
მათ გაუწყრეს გამჩენია,
ავადმყოფის მუცლის ღრუში
სკალპელი რომ ჩარჩენია.

***
ვინც კი ცოლის საყვარელთან
შევა ლუდის ბარშიაო,
ვაჟკაცურად ასწევს ჭიქას
ძალა ერთობაშიაო.

***
იმ მათხოვარს ვადღეგრძელებ
თბილ ქურქში რომ მალავს სახეს,
ათ თეთრიანს ჩაუგდებ და
მათხოვარს რომ დაგიძახებს.

***
მოდით იმ კაცს გაუმარჯოს
ფეხმოტეხილ ინდაურსა
ახალი წლის წინა ღამეს
თაბაშირში რომ ჩაუსვამს.

***
გაუმარჯოს ვინც სხვის ნაყიდს
მწვადს და ღვინოს უშვებს ჯანში,
საკუთარი არ სჭირდება
ჩააბარებს შამფურს ჯართში.

4e806d308e93

***
კაცობაზე ვინც თავსა სდებს
და ჰგონია მაგარიო
თუკი დღეში ასჯერ იტყვის
“ჩემი დადას გავკარიო”.

***
ვინც კი სულით თახსირია
ენა ნაქარგიაო,
ვითომ ბავშვს რომ ეფერება
დედა რა კარგიაო.

***
ვისაც ოჯახში სტუმარი
მიაჩნია ზედმეტ ბარგად
ზოგჯერ კისერს მოიტეხავს
და ჰაერში იჭერს ჩანგალს.

***
იმ თბილისელ თათარს ვლოცავ
სხვას რომ არაფერს არ დარდობს
სააკაძის მოედანზე
შაჰ-აბასის ძეგლს რომ ნატრობს.

***
იმ მამას, რომლის გოგონაც
მალე ოცს მიუკაკუნებს,
ის კი ამაყად შესცქერის
ჟურნალში შვილის ტაკუნებს.

***
გაგანია აგვისტოში
ცივ ლუდის სმას განა რა სჯობს,
“ნაკოლკიან” გოგონებს და
“ცისფერ” ბიჭებს გაუმარჯოს.

***
იმ მომღერალს გაუმარჯოს
სცენაზე რომ ყელს იღერებს
“სულიკოს” და “შენ ხარ ვენახს”
როკის სტილში რომ იმღერებს.

***
ვისაც ღიპზე დაუდვია
ათი კილო ქონიაო
და ალექსანდრე ყაზბეგი
მარტო ლუდი გონიაო.

***
ხისთავიანს გაუმარჯოს
თმა რომ უნდა გაიკრიჭოს
პარიკმახერის ჯინაზე
თავში ლურსმანს რო ჩაირჭობს.

***
ლუდით როგორ არ დავლოცო
იმ კახელზე არ ვთქვა ძვირი
ვისაც ხაშლამა არ უყვარს
და საყვარლად არ ჰყავს ვირი.

წყარო: მოკლედ wikipedia არაა:)

მსგავსი ამბები

Back to top button