არქივი

კამიკაძე

s

იმპერატორ კამეიამას მართველობის დროს (1259-1305) იაპონიის კუნძულებზე შედარებით სიწყნარე იყო. ასწლეულების განმავლობაში იაპონიას არ ახსოვდა რომელიმე მტრული შემოსვა თავის ტერიტორიაზე. იაპონური კუნძულების დაპყრობა გადაწყვიტა ჩინგისხანის შვილიშვილმა ჰუბილაი ხანმა (1215-1294) რომელიც 1264 წელს (დაპყრობილი) ჩინეთის იმპერატორი გახდა .

s

მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ ჰუბილაიმ ყურადღება იაპონიის კუნძულებს მიაპყრო, რომლებიც სრუტით იყვნენ დაშორებულნი მატერიკისგან. 1266 წელს ჰუბილაი ხანმა იაპონიაში ვეზირები გაგზავნა წერილით, სადაც იაპონიის მორჩილებას მოითხოვდა. თუმცაღა მონღოლები ხელცარიელი გამოუშვეს. ვეზირები მეორედაც გააგზავნეს 1268 წელს –  შედეგი იგივე იყო. იაპონელებს საერთოდ არ ადარდებდათ ჰუბილაი ხანის მოთხოვნები, მის ვეზირებს კუნძულ კოსიუმდეც კი არ უშვებდნენ. ჰუბილაი ხანი მზად იყო ომი დაეწყო, თუმცა გაირკვა რომ მის იმპერიაში არ იყო საკმარისი ხე–ტყის მასალა სამხედრო–საზღვაო ფლოტისთვის. დინასტიური ქორწილის შემდეგ, რომელიც მის ქალიშვილსა და კორეის პრინცს შორის შედგა, კორეის სამხრეთ–აღმოსავლეთით მასობრივად დაიწყეს გემების მშენებლობა.

s

 პირველი ბრძოლა

1274 წელს ჰუბილაი ხანი პირველად ეცადა იაპონიაში შეჭრას. ჩინელებმა და კორეელებმა ჰუბილაი გემებით უზრუნველყვეს, მონღოლებმა გემებზე ცხენოსნები და ჩინურ–კორეული ქვეითი ჯარი ჩასხეს. 900 გემი და 40 000 მონღოლურ, ჩინურ–კორეული ჯარი ცდილობდა იაპონიაში გადასვლას.

s

ჯერ კიდევ პირველმა შეტაკებებმა დაანახეს იაპონელებს, რომ მხოლოდ სამურაის მამაცობით ისინი მტერს ვერ დაამარხებდნენ.  სამურაები გარკვეული წესების დაცვით იბრძოდნენ – თავდაპირველად ისინი ბლაგვთავიან ცეცხლოვან ისრებს ისროდნენ, ხოლო შემდეგ ბასრ ისრეებს. ამის შემდეგ იწყებოდა გამოჩენილი და ყველაზე საუკეთესო მეომრების (ელიტის) ბრძოლა და მხოლოდ ბოლოს იწყებოდა მასიური ბრძოლა. მონღოლებს რომლებიც ჩინგიზხანის წესებით იყვნენ აღზრდილი, ეს ყველა წესი უბრალოდ სასაცილოდ ეჩვენებოდათ და მიუხედავად იმისა რომ აღჭურვილობით ჩამოუვარდებოდნენ სამურაებს, მათი მრავალრიცხოვნების და ორგანიზირებულობის წყალობით გამარჯვება მათ მხარეს იყო. აგრეთვე მათ ჰქონდათ რკინის ბომბები რომლებიც დენთით იყო გატენილი და რომლებსაც სპეციალური კატაპულტებით ისროდნენ.

s

იაპონელებმა დიდი დანაკარგი ნახეს, მაგრამ არც მტერს შეუღწევია ქვეყნის სიღრმეში. შიშობდნენ რა რომ მათ სამურაები ღამით დივერსიებს მოუწყობდნენ, მთავარსარდლებმა გადაწყვიტეს ბრძოლის შემდეგ ჯარი ისევ გემებზე აეყვანათ და მშვიდად დალოდებოდნენ დილას და უთენია განეახლებინათ ბრძოლა. მოსაღამოვებისას ისეთი ძლიერი შტორმი ამოვარდა რომ გემებს ღუზებიდან წყვიტავდა, მონღოლები იძულებულები გახდნენ ღია ზღვაში გასულიყვნენ. შუა ღამით კი მათ საშინელი ტაიფუნი დაატყდათ თავს და დამპყრობლების  ფლოტის დიდი ნაწილი განადგურებულ იქნა, 200 გემი ჩაიძირა ხოლო ცოცხალი სულ 13 500 ადამიანი გადარჩა. ეს იყო „ღვთაებრივი ქარი“ , იაოპონურად – „კამიკაძე“.

 მეორე ბრძოლა

იაპონელებმა სწორად გათვალეს ის რომ მონღოლები აუცილებლად გაიმეორებდნენ თავდასხმას. იმპერატორმა კამეიამამ სასწრაფო ზომების მიღება ბრძანა ხოკატოს ყურეში სადაც ბრძოლა გაიმართა. მათ მოკლე დროში გააძლიერეს და შედარებით ძნელად მისადგომი გახადეს სანაპირო. შვიდი წლის განმავლობაში მოასწრეს ხაკატას ბუხტისთვის უზარმაზარი კედლის გარშემორტყმა, ეს კედელი 5 მეტრი სიმაღლის და 20 კილომეტრი სიგრძის იყო. დიდი დანაკარგების მიუხედავად ჰუბილაი ხანი მაინც ემზადებოდა მეორე შეტევისთვის. 1281 წლის შემოდგომაზე ჩინეთისა და კორეის პორტებში შეიკრიბა უზარმაზარი არმადა. იმ დროინდელ მსოფლიო ისტორიაში ეს იყო უდიდესი საზღვაო შეტევა 4500 გემით და 142 000 ჩინურ–მონროლური ჯარით. მონღოლებმა იმავე ბუხტაზე გადმოსვლა ვეღარ შეძლეს სადაც უწინ გადმოვიდნენ, რადგან იქ უზარმაზარი ხუთ მეტრიანი კედელი დახვდათ. ( :D )

s

იაპონელი სამურაები მამაცად გადიოდნენ ზღვაში პატარა სწრაფად მანევრირებადი გემებით და მონღოლურ იალქნოსნებს აბორდაჟს უკეთებდნენ. ასეთი ტაქტიკით სამურაებმა წარმატებასაც მიაღწიეს, პატარა ნავებმა ალყა შემოარტყეს მონღოლური არმადის ავანგარდს და პატარ პატარა შეტევებით საგრძნობი, როგორც რაოდენობრივი ასევე ტექნიკური ზიანი მიაყენეს მონღოლებს. მონღოლებს კი თავისი მასიური და დიდი გემებით ისღა დარჩენოდათ უკან დაეხიათ კუნძულ ჰირადოძიმასკენ. ხოლო იაპონელები ღმერთს ევედრებოდნენ დახმარებას და მათი დამცავი ჯარის გამძლეობას.

ს

მეორე დღით მონღოლებმა ახალი შეტევა წამოიწყეს, ჰუბილაის ფლოტი ისევ მიუახლოვდა იაპონიის სანაპიროს. მეომრების ნაწილმა შტურმით აიღო კედელი, ხოლო მეორე ნაწილი რომელმაც ჯერ კიდევ ღამით შემოუარა სიმაგრეებს თავის ჯერს ელოდა რათა შეტევა დაეწყო  იაპონელი მეომრების მიმართ. და აი  როდესაც ბრძოლა თავის აქტიურ ფაზაში გადავიდა, კუნძულზე უძლიერესმა ტაიფუნმა გადაიარა. რამდენიმე წუთის განმავლობაში „ ღვთაებრივმა ქარმა“ რომელმაც საერთოდ არ დააზიანა იაპონური ნაგებობები ამჯერად მარტო კი არ მიმოფანტა მონღოლური ფლოტი არამედ ხმელეთსა და ერთმანეთზე მიმოაჯახა, და ფსკერზე გაუშვა.

ს

საშინელმა ტაიფუნმა , რომელსაც „ღვთაებრივი ქარი“ შეარქვეს , მთელი მონღოლური ფლოტი ჩაძირა, ისინი კი ვინც ხმელეთზე გამოვიდნენ, თვითონ სამურაებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე. მონღოლების დანაკარგს სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ისტორიკოსების უმრავლესობა ფიქრობს რომ დანაკარგი შეადგენდა 4000 გემს, მეომრების კი 100 000–ზე მეტს წყალში დამხრჩვალ და ტაკასიმაზე მოკლული მეომრების ჩათვლით. მათ თავზე გადამტყდარი ამბის შემდეგ მონღოლები სერიოზულად აღარასდროს დამუქრებიან იაპონიას …

პ.ს. ცოტა ლეგენდას გავს თუმცა ასეთებიც ხდება ხოლმე

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button