არქივი

დეპრესია

2dc5fa757d24
საშინელებააა ოხხხხხხხ!!!!!!!!თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ცხოვრების ხალისს კარგავთ, სრულ უუნარობას განიცდით, გაღიზიანებთ ყველა და ყველაფერი, სამყაროს მუქ ფერებში ხედავთ და თითქოს საშველიც არსაიდან ჩანს… ეს ხომ დეპრესიაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ემართება.
დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ფსიქიატრები მის დამარცხებას უამრავი მეთოდითა თუ მედიკამენტით ცდილობენ, თუმცა როგორც ამბობენ, მის დასაძლევად ყველაზე მარტივი საშუალება – სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზეს მიფიცხება ყოფილა.

დეპრესია ხასიათის დარღვევის კატეგორიაა, რომლის დროსაც ადამიანი უდიდეს სულიერ ტკივილს, სევდას, დანაშაულის მტანჯველ შეგრძნებას განიცდის; საკუთარ თავს არაფრის მაქნისად, არარაობად მიიჩნევს და ცხოვრება აუტანლად ეჩვენება. დეპრესია შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: 1. სევდა, დამთრგუნველი სულიერი მდგომარეობა; 2. ყოფითი საქმეებისადმი ინტერესების დაკარგვა; 3. ძილის დარღვევა (უძილობა ან მუდმივად ძილის სურვილი); 4. აქტივობის დონის მკვეთრი ცვლილებები; 5. უმადობა (ან პირიქით, მოჭარბებული მადა); 6. ენერგიის დაკარგვა, ძლიერი დაღლილობის განცდა; 7. ნეგატიური თვითშეფასება; 8. ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, აზროვნების შენელება და მერყეობა; 9. აკვიატებული აზრები სიკვდილსა ან თვითმკვლელობაზე და ა.შ.
df022f2f5a34
ვის შეიძლება დაეუფლოს დეპრესია
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს, დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეუფლება.
დეპრესია დამახასიათებელია სუსტი იმუნიტეტის მქონე (და უმეტესწილად – სუსტი სქესის) ადამიანებისთვის. ფსიქოლოგიურად ძლიერ პიროვნებებს დეპრესია არ ემუქრებათ. მათ ძალუძთ, დიდ უბედურებასა და სტრესსაც კი ამ დაავადების განუვითარებლად გაუძლონ.

ასაკი და დეპრესია
დეპრესია ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ის, ძირითადად მაინც, 35-40 წლის ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ზოგს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი შეტევა შეიძლება ჰქონდეს, ზოგს კი – რამდენჯერმე გაუმეორდეს. დეპრესიის ეპიზოდებს შორის, ადამიანი სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მეოთხედს (განსაკუთრებით ქალებს), დეპრესია უხანგრძლივდება და ქრონიკულ ფორმას იღებს.92d08959f0c1

ქალებს დეპრესია შეიძლება დაემართოთ ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდებსა და გარკვეულ სიტუაციებში. მაგალითად, გარდატეხის ასაკში, ორსულობის, ლაქტაციის (ძუძუს წოვების), კლიმაქსისა და ხანდაზმულობის დროს.

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები
დაპრესიის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარია: კონფლიქტი – ოჯახური თუ სამსახურებრივი; ინტიმური უსიამოვნებანი; მოლოდინის გაცრუება, ოცნებების დამსხვრევა, ხანგრძლივი ემოციური თუ ფიზიკური დაძაბულობა; ინტერესების სფეროს შევიწროება. დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გაუცნობიერებელიც იყოს. მაგალითად, შესაძლებელია, ჯანსაღ მდგომარეობაში დაიძინოთ და დეპრესიულში გაიღვიძოთ. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ წარსულში მძიმე ფსიქოლოგიური თუ სულიერი ტრავმები, სტრესული სიტუაციები გადაიტანეთ, რომლებმაც თავის დროზე თითქოსდა “შესამჩნევი” გავლენა ვერ მოახდინა თქვენს ფსიქიკაზე. სინამდვილეში, თქვენ ვერ მოახერხეთ ტკივილის “გამოგლოვება”, ინფორმაციამ ცნობიერების უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ – მხოლოდ დროებით და ერთ მშვენიერ დილას, დეპრესიის სახით გამოვლინდა.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ოთხი-ხუთი მაინც აღგენიშნებათ, სწორედაც რომ დეპრესია გქონიათ.

როგორ გავთავისუფლდეთ მისგან
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგს დეპრესია საერთოდ არ ემართება, ზოგს კი ძალუძს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს მას (თუმცა, ფორმას გააჩნია) და გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება ოჯახსა თუ სამსახურში. მაგრამ თუკი იმდენად ხართ შეპყრობილი ავადმყოფური განცდებით, რომ რეალობასთან კავშირს კარგავთ და ნორმალური ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს.
დეპრესიის მსუბუქ შეტევას კი შეგიძლიათ თავადაც გაართვათ თავი. ამ შემთხვევაში ხელი უნდა მოჰკიდოთ თქვენთვის საინტერესო საქმეს. რაც მთავარია, არ მისცეთ თავს მარტო დარჩენის საშუალება. მოინახულეთ საყვარელი ადამიანები – უმჯობესია, დრო მათ გარემოცვაში გაატაროთ, ვისთანაც მშვიდად იგრძნობთ თავს; ასევე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე მზიან ამინდში; შეცვალეთ გარდერობი და მასში ღია, ნათელი ფერები (განსაკუთრებით – ყვითელი) შეიტანეთ. შეცვალეთ სახლის ან თქვენი ოთახის ინტერიერის დიზაინი; იკვებეთ სწორად – მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ზოგი მეცნიერის აზრით, კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ყავა და შოკოლადი (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უძილობა არ გაწუხებთ), მსუბუქი დეპრესიული შეტევის უებარი საშუალებაა. საერთოდ, დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მისდიოთ სპორტს.
დაბოლოს, ძვირფასო ქალებო, ეცადეთ, დაივიწყოთ ყველანაირი უსიამოვნებანი და აკეთოთ ის, რაც გულით გსურთ. გააცნობიერეთ თქვენი დადებითი მხარეები და ირწმუნეთ საკუთარი თავის. თქვენ ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ ამ სამყაროში?! გააცნობიერეთ თქვენი უნიკალურობა და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამ შეგრძნებით.

600c333a67f0

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button