გართობაუცნაური

ყველაზე შეუხედავი ავტომობილები

a4e3a00992b5

ავტომობილის ლამაზი და დახვეწილი დიზაინი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე.  თუმცა ამჯერად  წარმოგიდგენთ  ბოლო წლების  ყველაზე შეუხედავ ავტომობილებს.

1970 Marcos Mantis

3d1d7e668d9e

ამ ავტომობილის დიზაინი  სამ  ადამიანს ეკუთვნის,  შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ  ყველაზე ცუდი დიზაინების ავტორები შეიკრიბნენ და თავიანთი იდეები გააერთიანეს.  ავტომობილის ბაზარზე გასვლიდან დღემდე მხოლო 32 მოდელი გაიყიდა, ხოლო 1 წელიწადში კომპანია გაკოტრდა.

1979 Aston-Martin Lagonda
c76ef1e42dfb

Aston-Martin-ს უამრავი ლამაზი მოდელი აქვს შექმნილი, მაგრამ  ეს ავტომობილი  სრული კატასტროფა იყო კომპანიის ისტორიაში.  ეს ავტომობილი 1974 წლის მოდელის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენდა, თუმცა მისი საწყისი ვარიანტი გაცილებით  უკეთესად გამოიყურებოდა. Lagonda-ს  ამ მოდელის გამოშვება მალევე შეწყდა  ელექტრო-სისტემების გაუმართაობის გამო.

1979 Commuta-Car
74c103b1f0e7

ამ ავტომობილს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ – ,,ყველის ნაჭერი ბორბლებზე”.   მოდელის წარმოება კომპანია CitiCar-მა დაიწყო  და ის გოლფის მანქანების  სქემის მიხედვით შეიქმნა.  1979  წელს  Commuta-Car-ის ელექტრო ძრავი განაახლეს,  წინა მხარეს დაუმაგრეს ბამპერი, რომელსაც მგზავრები ავარიის დროს უნდა დაეცვა.  ავტომობილის ძრავს მხოლოდ 6 ცხენის ძალა ჰქონდა და 38 მილ/საათ სიჩქარს ავითარებდა.  თუმცა მისი შეუხედავი დიზაინის გამო  პროექტმა არ გაამართლა.

1998 Fiat Multipla

a4e3a00992b5
ეს ავტომობილი  კომპანია ,,ფიატმა”  მეოცე საუკუნის მიწურულს გამოუშვა.  სასაცლო შესახედაობის წინა მხარე მხოლოდ დასაწყისია,   რადგან მანქანის უკანა ნაწილიც არანაკლებ საცაცილოდ გამოიყურება. მიუხედავად მისი დიზაინისა , პრესამ ეს მოდელი შეაქო 5 დასაჯდომი ადგილის გამო.

 

მსგავსი ამბები

Back to top button