არქივი

დიდ მწერალთა და ფილოსოფოსთა შეხედულებები ბიბლიასა და ქრისტიანულ მორალზე

bc6de4bdea32
ეს შეხედულებებია ჰაინრიჰ ჰაინესის,გოეთესისა და ვოლტერის..

f367876b5dd3
ჰაინრიხ ჰაინე -პუბლიცისტი და კრიტიკოსი,ჟურნალისტი და ერთ -ერთი გამოჩენილი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი.

ჰაინრიჰ ჰაინე: „არც ხილვით, არც არამიწიერი ექსტაზით, არც ზეციური ხმით, არც სხვა რამ სასწაულებრივი სიზმრით არ შევდგომივარ გზას ხსნისას, არა! ჩემი შინაგანი გასხივოსნება წიგნთან შეხვედრით მოხდა. წიგნთან? დიახ, ეს გახლდათ ისეთივე უბრალო წიგნი, როგორც თავად ბუნებაა, ისეთივე ყოველდღიური, როგორიც მზე, რომელიც გვათბობს, და პური, რომელიც გვასაზრდოებს; წიგნი, რომელიც ისეთივე სიყვარულით, ისეთივე მაკურთხებელი სიკეთით გვიმზერს, როგორც სათვალიანი, ხნიერი ბებია, რომელიც მთრთოლვარე ბაგეებით მოუცილებლად კითხულობს ამ წიგნს“.

ამ წიგნს სახელიც უბრალო აქვს – ბიბლია. მას სამართლიანად წმინდა წერილსაც უწოდებენ ხოლმე. ვინც ღმერთი დაკარგა, კვლავ მოიპოვებს ბიბლიაში, ხოლო ვინც არასოდეს იცნობდა ღმერთს, ამ წიგნიდან ღმრთის სიტყვის სუნთქვასა და სურნელს შეიგრძნობს. ებრაელები, რომელთაც ბრწყინვალედ იციან ძვირფასეულობის ფასი, იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა მეორე ტაძრის დაწვის დროს ოქროსა და ვერცხლის სატაძრო ჭურჭელი, კანდელაბრები და ლამპრები, თვით პირველმღვდელმთავრის დიდი, ძვირფასი ქვებით შემკობილი შესამოსელი რომ გაიმეტეს და მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს. დიახ, სწორედ ბიბლია იყო ტაძრის ჭეშმარიტი საუნჯე და, დიდება უფალს, რომ ეს წიგნი ცეცხლმა არ შთანთქა.

59c342b4f693

დიდი მწერალი თავის თხზულებაში – „აღსარებანი“ – როდესაც იმ გავლენაზე საუბრობდა, ბიბლიის კითხვამ მის სულიერ ევოლუციაზე რომ მოახდინა, შენიშნავდა:

„ის, რომ კვლავ გაიღვიძა ჩემში რელიგიურმა გრძნობამ, ამ წმინდა წიგნის დამსახურებაა. ჩემთვის ბიბლია არა მარტო გადარჩენის წყაროს, არამედ კეთილკრძალული მოწიწების საგანსაც წარმოადგენდა. უცნაურია, მთელი ჩემი ცხოვრება ფილოსოფიის ყველა საცეკვაო ოთახში დავეხეტებოდი, გონების ყველანაირ ორგიას მთელი არსებით ვეძლეოდი, სასიყვარულო კავშირურთიერთობებს ვამყარებდი აზრთა ყველანაირ სისტემასთან, მაგრამ ჩემი სული შვებასა და კმაყოფილებას ვერსად პოულობდა, – და აი, ახლა მოულოდნელად იმავე თვალსაზრისის მატარებელი აღმოვჩნდი, რომლისაც ბიძია ტომია, – ბიბლიური თვალსაზრისის, და მეც ამ შავკანიან ღმრთისმოსავ კაცთან ერთად ასეთივე ღვთისმოსაობითა და მოწიწებით ვიდრეკ მუხლს ღმრთისა და მისი წმინდა წიგნის წინაშე.

8f45925d5c33
იოჰან ვოლფგანგ გოეთე-გერმანელი მწერალი,ფილოსოფოსი

„ბიბლიას, – აცხადებს გოეთე, – თავის თხზულებაში სიმართლე და პოეზია, – პროტესტანტულ რელიგიურ გარემოში მიღებული აღზრდის ტრადიციისა და ჩვეულების მიხედვით ვსწავლობდი… განსაკუთრებით მხიბლავდა და მიზიდავდა ძველი აღთქმის მკაცრი ბუნებრიობა და მისი ფაქიზი გულითადობა. ბიბლია ჩემში არანაირ ეჭვს არ აღძრავდა და არ აღვიძებდა. სულიერად იმდენად დავუნათესავდი ამ წიგნს, რომ მისი გვერდიდან მოცილება აღარ შემეძლო. ბიბლიის მიმართ დაცული ვიყავი ყოველგვარი დაცინვისაგან, რადგან ვხედავდი მათ უპატიოსნობას, რომელთაც ბიბლიისადმი კადნიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ბიბლიაზე ამგვარი თავდასხმები ზოგჯერ წონასწორობას მაკარგვინებდა და მრისხანებაში მაგდებდა. მე პირადად, მიყვარდა, ვაფასებდი ამ წიგნს, რადგან ჩემი ზნეობრივი აღზრდა თითქმის მთლიანად მისი დამსახურება იყო. მასში გადმოცემულმა მოძღვრებამ, ფაქტებმა, იგავებმა და სიმბოლოებმა ჩემზე უღრმესი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და მრავალმხრივი ზემოქმედება მოახდინა. ამიტომ ბიბლიაზე, რა თქმა უნდა, არასამართლიანი თავდასხმები ყოველთვის ზიზღს მგვრიდა“…

b7da40657ce7

შემდეგ გოეთე წერდა: „ის პატივისცემა და ქება-დიდება, რაც დედამიწის ყველა ხალხისა და კაცობრიობის უამრავი თაობის მიერ აღევლინება ბიბლიის მიმართ, თვით მისი შინაგანი ღირსების შედეგია. იგი, უბრალოდ, მარტო სახალხო წიგნი კი არ არის, არამედ ხალხთა წიგნია, რადგან მასში ერთი ხალხის ბედი მსოფლიო ხალხთა სიმბოლოდ იქცა. ამ ხალხის ისტორიის გადმოცემას ბიბლია თითქმის სამყაროს შექმნიდან იწყებს და სულიერ-მატერიალური მოვლენებისა და თავგადასავლების მთელი რიგი საფეხურების შემდეგ თვით მარადიულობის შორეულ საფეხურებამდე აჰყავს. ეს წიგნი ღირსია არა მარტო საყოველთაო წიგნად, არამედ ხალხთა ყოვლისმომცველ ბიბლიოთეკად იწოდებოდეს. უდაოა, რომ საუკუნეთა განმავლობაში, რაც უფრო ამაღლდება განათლების დონე, მით უფრო მეტად შეძლებენ (ცხადია, არა ზედაპირული და უვიცი, არამედ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანები), ბიბლია აღზრდის საფუძვლად და საშუალებად გამოიყენონ.

სამყაროსა და ადამიანის ისტორიის ერთადერთ და ყველაზე ღრმა თემად, რომელსაც ყველა სული ემორჩილება, რჩება ბრძოლა რწმენასა და ურწმუნოებას შორის, ყველა ეპოქა, რომელშიც რწმენა ბატონობს, – ნაყოფიერი, ბრწყინვალე და ამაღლებულია როგორც თანამედროვეთათვის, ისე შთამომავალთათვის.

ადამიანი ღმერთს ვერსად გაექცევა. მას შეუძლია, საკუთარი თავი ღმრთის უარმყოფელად – ათეისტად ჩათვალოს, მაგრამ ვერ შეძლებს, უარყოს წყურვილი ღმრთისა, სევდა ღმრთის მონასტრების გმაო, რაც მას მოსვნებეას უკარგავს და სულს უფორიაქებს. დაეჭვებათა დრომ განვლო. დღეს ღმრთის არსებობაში იმდენადვე ცოტას ეპარება ეჭვი, რამდენსაც – საკუთარ თავში.

5a5c38494f56
ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე)-ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი

ვოლტერი: „ბრმა უნდა იყო, სამყაროს სურათმა არ დაგაბრმავოს. სულელი უნდა იყო, მისი შემოქმედი არ აღიარო. შეშლილი უნდა იყო, მის წინაშე მუხლი არ მოიდრიკო“. და შემდეგ ვოლტერი წერს: „შეხედულებას, რომ ღმერთი არსებობს, თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ საპირისპირო შეხედულება აბსურდების ნამდვილ ნაზავს წარმოადგენს“.

 

წყარო:  orthodoxy.ge

მსგავსი ამბები

Back to top button