არქივი

რატომ ჭამენ აზიაში ჩხირებით?

5d20baeb8fa0

ისტორიკოსების აზრით, საჭმელი ჩხირები ჩინელებმა პირველად გამოიყენეს დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩხირებს მხოლოდ საჭმლის მოსამსზადებლად იყენებდნენ. ხის გრძელი ჩხირებით საკმაოდ მოსახერხებელია საკვები ინგრედიენტების ერთმანეთში არევა, მაგალითად, ხორცის ნაჭრების მორევა ცხელ ზეთიან წყალში.

7746206eb8fd

სამაგიდო ჭურჭლის სახე ჩხირებმა მხოლოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-500 წლის წინ მიიღეს, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის ზრდის სწრაფ ტემპებთან: საკვები ყველას არ ყოფნიდა და ქვეყანაში მცხოვრებნი მას პატარა ნაჭრებად ანაწილებდნენ, რათა იგი მალე მომზადებულიყო და შესაძლებელი ყოფილიყო ბევრი ადამიანისთვის გგანაწილება. წვრილად დაჭრილი საკვების კუბიკები აღარ საჭიროებდნენ დანით სარგებლობას, ამიტომ ძალიან მოსახერხებელი იყო მათი ჭამა ჩხირებით, რომლებიც ძალიან მარტივი და იაფი დასამზადებელი იყო ნებისმიერი ხისაგან, ამიტომ საკვები ჩხირები მთელ ქვეყანას ძალიან სრაფად მოედო.

53c87c24200f

ისტორიკოსების ნაწილი საკვები ჩხირების ასეთ პოპულარობასა და გავრცელებას უკავშირებს ბრძენ კუნ-ცზის, რომელსაც დასავლეთ სამყარო იცნობს, როგორც კონფუცის. ფილოსოფოსი ვეგეტარიანელი გახლდათ და ეწინააღმდეგებოდა საკვების მიღებისას დანის (ან რაიმე მჭრელი საგნის) გამოყენებას. მას ეკუთვნის შემდეგი გამონათქვამი ამ ფაქტის შესახებ: “მართალი და კეთილშობილი ადამიანი აიცილებს ომს სამზარეულოში და არ დაიჭერს დანას ხელში”. ფილოსოფოსისა და ბრძენის იდეამ გავლენა იქონია თანამედროვე ხალხზეც, ამიტომ თუ კუნ-ცზი მართლაც ასეთი აზრის იყო, მაშინ ამან ნამდვილად დიდი “ავტორიტეტი” შეუქმნა ჩხირებს არა მარტო ჩინეთში, არამედ მთლიანად აზიის რეგიონში. რამდენიმე ათწლეულში კი ჩხირები მოედო მეზობელ ქვეყნებს – იაპონიას, კორეას და ვიეტნამს. აღსანიშნავია, რომ იაპონელები თავდაპირველად ჩხირებს მხოლოდ და მხოლოდ ბამბუკის ხისგან ამზადებდნენ და იყენებდნენ გარკვეულ რელიგიურ ცერემონიებზე, შემდეგ კი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაიწყეს მათი მოხმარება.

41b06f2e4898

დიდებული ჩინური დინასტიების მმართველობის პერიოდში არისტოკრატიული ოჯახის წევრები საკვებს მხოლოდ ოქროს ჩხირებით იღებდნენ, ამ მეთოდით ისინი თვლიდნენ, რომ ნაკლები შანსი ქონდათ მოწამვლისა: ითვლებოდა, რომ ვერცხლისა და ტოქსიკური ნივთიერებების შეხებისას ვერცხლი შავდებოდა, მაგრამ ეს ყოველთვის არ მოქმედებდა. ვერცხლი არ შავდება ციანიდსა და ზოგ სხვა საწამლავზე.

88a6eb437b46

მსოფლიოში ბევრ ადამიანს უკვირს თუ რატომ მიირთმევენ აზიურ ქვეყნებში ბრინჯს ჩხირებით, რადგან კოვზით ჭამა გაცილებით ადვილია. საქმე იმაშია, რომ აზიაში ყველაზე ხშირად ამზადებენ მრგვალი ფორმის ბრინჯს, რომელიც ადვილად ეკვრის საკვებს ჩხირს, ამიტომ მისი მიღება ასეთი ფორმით ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას ადგილობრივებისათვის, თუმცა ჩინური თუ იაპონური რესტორნების ტემპის ზრდის შედეგად ევროპისა და ამერიკისათვის სულაც არაა უცხო ჭამის ასეთი წესი. ასევე, რამდენიმე აზიური კომპანია, რომელიც მიკროსქემებსა და ელექტრო მოწყობილობებს აწარმოებენ, ადამიანის სამსახურში აყვანისას ამოწმებენ თუ რამდენად კარგად ფლობს იგი საკვებ ჩხირებს და როგორ შეუძლია მათი გამოყენება – ამის მეშვეობით ისინი აკვირდებიან ხელის კოორდინაციასა და მოძრაობას, რაც აუცილებელია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის წარმოებისათვის.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button