კულტურაუცნაური

უნიკალური მოცეკვავეები (ნაწ.2)

8f35daa07246

ძელზე მოცეკვავე დედა და მისი შვილი.

სულ ახლახანს, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მის ბავშვს ესაჭიროებოდა საინექციო პრეპარატი ბოტოქსი, ახლა კი უნდა 7 წლის ქალიშვილს გაუღვივოს სპორტის სიყვარული, და, აჰა, ის გახდა ბავშვის ძელზე ცეკვის მენტორ-აღმზრდელი. იგი ამბობს, რომ სტრიპტიზის მოცეკვავე ქალბატონები მუდმივად ნამდვილი ათლეტებისათვის შესაშურ სპორტულ ფორმაში იმყოფებიან,რადგან მათ სინამდვილეში მოეპოვებათ გრაცია და პლასტიკურობა. 

კემრიჯში სექს-კლუბის მფლობელი სარა ბიორჯი თვლის, რომ ბავშვისთვის ცეკვა ძელზე -ეს იგივეა, რაც ფერდობებზე ცოცვა. თუმცა ბავშვთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები პედიატრიასა თუ ფსიქიატრიაში , ასე არ ფიქრობენ. პირიქით, მათი აზრით, დედა ნაადრევად ცდილობს თავის შვილს განუვითაროს „რაღაც სექსუალური“ გრძნობა. როგორც ვიცით, „ბავშვთა უფლებების კონვეციაში“ ჩამოყალიბებულია , რომ 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი ითვლება ბავშვად. ამასთან ერთად, კანონი ითვალისწინებს მშობლის უფლების ჩამორთმევას, თუ გამოირკვა, ისინი ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას-სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე ზეგავლენას ახდენენ მათზე თავიანთი მორალური ყოფაქცევით, მაგრამ — იმედია აქამდე არ მიგვიყვანს მოცეკვავე ძელზე… თვითონ ინტერვიუში დედა ამბობს: „ ჩვენ ვცეკვავთ საათობით ჩვენს საყვარელ მუსიკაზე და ვიგონებთ ახალ მოძრაობებს. პოპის (ასე ქვია გოგონას) სურვილია, რომ გავდეს პოპ-ვარსკვლავს მილის.რომელიც ასევე ასრულებს ძელზე ცეკვას და არაფერია ცუდი, რომ ბავშვს აქვს მაგალითი და რა თქმა უნდა, ოცნება. მე მხოლოდ მხარს ვუჭერ ჩემს გოგონას, რადგან მინდა, რომ არ ქონდეს ამბიციები და რომ იყოს ჯანმრთელი, განსხვავებით ბევრი თანატოლებისაგან, რომლებიც მთელი დღე ტელევიზორთან ზიან და მხოლოდ ცხიმს იღებენ. სარა კარგად აცნობიერებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ქალი თუ დაუჭერს მას მხარს, როცა გაიგებენ, რომ ის ასწავლის თავის შვილს პროვოკაციულ მოძრაობებს. აი, მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით: „რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის არ არის სულერთი-რას ფიქრობენ ისინი ჩემზე, მე მათ გავუგებ და მზად ვარ გავითვალისწინო მათი რჩევები“.

თოჯინა-მოცეკვავე ძელზე.
26e7a712fd51
ამ თოჯინას ნაკრებში აქვს მბრუნავი პლატფორმა, დისკო -ბურთი და … ძელი. არ ფიქრობთ, რომ ყველაზე უარესი საჩუქარია გოგონასათვის? ჰო მართლა, ბატარეები და შესაფერისი ზომის დოლარების კუპიურები კომპლექტში არ არის გათვალიწინებული.

ყველაზე ხანშიშესული მოცეკვავე.
1ef2909bdfa0
ჩინეთის ქალაქ ნანდჯინგის მცხოვრებმა, რომელმაც 60 წლის ასაკში გადაწყვიტა ესწავლა ძელზე ცეკვა, დაუმტკიცა ყველას, რომ ამ ასაკში გართობა მხოლოდ დასაწყისია. 60 წლის ქალს ძელზე ცეკვა შთააგონეს მოცეკვავეების სილამაზემ და გრაციამ.დასაწყისში, როდესაც ამ ქალმა დაიწყო ვარჯიში მან გადაწყვიტა დაემალა ეს ჰობი ოჯახისგან. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მისი ოჯახის წევრები ამგვარ საქციელს მიიჩნევდნენ სამარცხვინოდ და ვულგარულად,რადგან მათი სტერეოტიპის მიხედვით ; ბოძე ტრიალი უდრის სტრიპტიზს და შესაბამისად, მეძავობას. ეს კი შეურაცხყოფას მიაყენებდა მათ გვარს.თუმცაღა სანის გასაოცრად ამგვარი აზროვნების მისი ოჯახი სრულიად მშვიდად შეხვდა მის გადაწყვეტილებას,ქმარმა კი მხოლოდ სინანული გამოტქვა იმაზე, რომ ეს გატაცება ცოლის ზურგის ტრავმის პრობლემას უფრო გაართულებდა. ცეკვის ისტრუქტორი შენ ტინგი გაოცებული და ამავე დროს აღფრთოვანებული იყო, რომ ბებიისთვის ძელზე ტრიალი ესწავლებინა, მაგრამ როგორც კი სანის მოწადინებულობა დაინახა, ნელ -ნელა ახალი მოსწავლის მიმართ სიამაყით გაივსო

მოცეკვავეები ფურგონზე
3a0bf4fbf63d
ჰოლივუდის სასტუმრო Hard Rock Hotel & Casinо თავის კლიენტებს სთავაზობს შოკოლადისა და ვანილის ნაყინის ფურგონს სახელწოდებით” მოდი გავაკეთოთ ეს სწრაფად” და “აფროდიტეს ორგია”. ამ ფურგონის გოგონები სთავაზობენ დესერტს, რომლის ნაწილიც თვითონაც არიან. ისინი ცეკვავენ, სთავაზობენ ნაყინს და ტკბებიან მამაკაცთა კმაყოფილი სახეებით. ჯამში ვიზიტორებიც კმაყოფილნი არიან და მეპატრონეც.

დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ერთი ფოტო-Fail
af930090c484
იმედია, ჰელოუინზე- დღესასწაულზე, სადაც ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებებია, ვინმე თავის შვილს ასე არ წაიყვანს….

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button