არქივი

ჰავაის მობინადრეები

c86f75484584
ჰავაიზე არცისე საშიში, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელი არსებები ბინადრობენ ,რომლებიც ადამიანებს მოსვენებას არ აძლევენ არცერთი წუთით, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთი მათგანი სახლის “დალაგებაში” ეხმარება ხალხს

ჰავაიზე 40ზე მეტი სახეობის ჭიანჭველაა. მათ იპოვით ნებისმიერ ადგილას საცხოვრებელი სახლების ჩათვლით. რეკომენდირებულია სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნება. თუ საკვების ნარჩენები დაგრჩებათ, რომელიმე ჭიანჭველა იპოვის მას და თავისი „მეგობრების“ უზარმაზარ ჯგუფს მოიყვანს. საკვები მაცივარშიც კარგად უნდა დაიცვათ, ჭურჭელს თავსახური კარგად უნდა დააფაროთ, თორემ ამ აბეზარი ჭიანჭველებისთვის არცისე ძნელი იქნება ჭურჭელში შეღწევა. ისინი ჭამენ თითქმის ყველაფერს . შესახედავად პატარა და უსუსური მწერები არიან, მაგრამ შეუძლიათ იატაკი გახვრიტონ და მის ქვეშ გაიკეთონ ბუდე. ჭიანჭველები იმდენად არის ჰავაიზე გავრცელებული,რომ ვერსად გაექცევით.

1.
9d36a9c10737
ჭიანჭველების ერთერთი სახეობაა ცეცხლოვანი ჭიანჭველები. მათი კბენა ძალიან მტკივნეულია. არ გეგონოთ,რომ სახელიდან გამომდინარე ცეცხლისფრები არიან. სახელი ეწოდათ იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნაკბენი ძლიერ წვას იწვევს. თუ ადამიანი დანესტრას ვერ იგრძნობს (მაგალითად სძინავს) ჭიანჭველა კბენას გაიმეორებს იქამდე, სანამ თავიდან არ მოიშორებთ. გარკვეული რაოდენობის ნაკბენი იწვევს გამონაყარს, გულისრევას, გულის წასვლას, თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს და ა.შ.
c09131f20b34

2.
33ef587a8efc
მრავალფეხები დაახლოებით 12,7-15,2 სანტიმეტრი სიგრძის არიან. სახლს იკეთებენ ფოთლების ქვეშ, ხანდახან სახლებშიც. უყვართ ცხელი, კომფორტული ადგილები. ამ მწერებს გააჩნიათ შხამი, რომელზეც ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია და ამიტომაც მრავალფეხების ნაკბენი დიდ ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.

3.
7edb79f0dbfb
ტარაკნები ჰავაიზე უწყინარი მწერები არიან, მაგრამ ხალხი მათ მაინც საზიზღრად თვლის. სიგრძეში იზრდებიან 7,6 სანტიმეტრამდე, ზოგიერთ მათგანს აქვს ფრთები და შეუძლიათ ფრენა. სხვა ჰავაის მწერების მსგავსად,ესენიც სახლებში იკეთებენ ბუდეს. ზოგი ადამიანი არ ებრძვის მათ თავის სახლში, რადგან ტარაკნები დამლაგებლის როლს ასრულებენ. დაყრილ საკვების ნამცეცებს კრეფენ.

4.
5721ae293351
გეკონი არის პატარა ქვეწარმავალი, დიდი თვალებით და წებოვანი თითებით. სიგრძეში დაახლოებით 5 სანტიმეტრამდე იზრდება. გეკონებს ერთი კარგი თვისება აქვთ: ჭამენ ბუზებს და სხვადასხვა მწერებს. ამიტომაც ხალხი არ ებრძვის მათ, რადგან ეზოს და სახლს ასუფთავებენ მწერებისგან. ჰავაიზე მცხოვრები ადამიანები თვლიან, რომ გეკონის მოკვლა უბედურების მომტანია.

5.
71336b3c8a04
ჰავაიზე არის კოღოების რამოდენიმე სახეობა. მათ უყვართ მტკნარ წყლებთან ახლოს ყოფნა. ამიტომ საჭიროა ყველამ იცოდეს ეს, რათა მოერიდონ ასეთ ადგილებს. მტკნარი წყალი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლების ეზოში. ასე რომ, კოღოები მთელ ჰავაიზე არიან მოდებული. ისინი ატარებენ სხვადასხვა დაავადებას, რომელიც დიდი შანსია ნაკბენით თქვენ ან თქვენს შინაურ ცხოველს გადაედოს. თუ ეს ვერ შეამჩნიეთ ცხოველი აუცილებლად მოკვდება. კოღოები ატარებენ ისეთ საშიშ დაავადებებს როგორიცაა მალარია და რომლებიც მომაკვდინებელია ადამიანისთვის.

6.
9a1a636cf407
ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ობობები საკმაო რაოდენობით არიან ჰავაიზე. აქ შეხვდებით ნებისმიერი ზომის და სახეობის ობობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ობობა „ჯოხი“ , რომელსაც ობობა „ბანანსაც“ ეძახიან. იზრდება 7,6 სანტიმეტრამდე, მაგრამ ფეხები ეზრდება გაცილებით უფრო გრძელი. არიან ყავისფრები და თმიანები. იშვიათად კბენენ ადამიანებს. მათი ნაკბენი სახიფათოა და მოითხოვს ექიმთან ვიზიტს. ასევე ძალიან გავრცელებულია ობობები „შავი ქვრივი“ და „ყავისფერი ქვრივი“. ყავისფერი ქვრივი შავთან შედარებით ბევრად პატარა ზომისაა, თუმცა მისი შხამის სიძლიერე არ ჩამოუვარდება სხვა ობობების შხამებისას. ისინი არ აბამენ აბლაბუდებს, მხოლოდ დახტიან, ამის გამო მხტუნავ ობობებსაც ეძახიან. ერთი შეხედვით პატარა და უწყინარ მწერს მოგაგონებთ, მაგრამ მაგრამ მათი ნაკბენი იწვევს სიწითლეს მთელ ტანზე, ნაკბენის გარშემო ტანის დასიებას და ბებერებს.
შავი ქვრივი
bcbb654e3ecc

ყავისფერი ქვრივი
2675212405d3

7.
ff339e84106b
ჰავაიზე შევხვდებით ბაყაყების რამოდენიმე სახეობას. ყველაზე მეტად ცნობილია მყვირალა ბაყაყები, რომლებიც სიგრძეში 5 სანტიმეტრის არიან. ღამით, როცა ადამიანებს სძინავთ იწყებენ ხმამაღლა ყვირილს. ყველაზე დიდ გომბეშოს ეძახიან „bufo marinus“. თუ სადმე შეხვდებით, სჯობს თავი დაანებოთ და არ გაეკაროთ ,რადგან შეუძლიათ შხამის გამოყოფა გლანდებიდან. ეს შხამი ადამიანებისთვის არა, მაგრამ შინაური ცხოველებისთვის მომაკვდინებელია.
8bbc1d779ebc

8.
7c95e81fd4b4
ტილები ძალიან გავრცელებულია ჰავაიზე. საკმაოდ შემაწუხებელი მწერები არიან თავიანთი თვისებების და რაოდენობის გამო. ისინი ბუდობენ სკოლებში, ამიტომ უამრავი ბავშვი სახლში ბრუნდება ტილებით სავსე თავით. საბედნიეროდ, არსებობს ისეთი შამპუნები, რომელიც აარიდებს ბავშვებს ამ ტილებს.

პ.ს ხელის ჯინაზე მაინც დავდე :cry:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button