2010 წლის ქრონიკა
გავიხსენოთ, როგორი იყო 2010 წელი მსოფლიოსთვის, დადებითი და უარყოფითი მხარეებით. სიები შედგენილია ჩემს მიერ, ამიტომ შეიძლება რამე გამომრჩა.
2010 წლის მასშტაბური მოვლენები
12-28 თებერვალი – ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
11 ივნისი-11 ივლისი – FIFA-ს 2010 წლის მსოფლიო თასის გათამაშება სამხრეთ აფრიკაში. გამარჯვებული გახდა ესპანეთი.
21 დეკემბერი – მთვარის სრული დაბნელება ზამთრის ბუნიობის პერიოდში, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. მსგავსი რამ ბოლოს 1638 წელს იყო.
2010 წლის სტიქიური მოვლენები
12 იანვარი – 7 ბალიანი მიწისძვრა ჰაიტიში. მსხვერპლი – 92000-316000 ადამიანი.
27 თებერვალი – 8.8 ბალიანი მიწისძვრა ჩილეში. მსხვერპლი – 500-600 ადამიანი.
14 აპრილი – ვულკანის ამოფრქვევა სამხრეთ ისლანდიაში, Eyjafjallajökull-ის ტერიტორიაზე.
25 ოქტომბერი – მიწისძვრა და ცუნამი სუმატრაში. მსხვერპლი – 400 ადამიანი.
2010 წელს გარდაცვლილები
4 იანვარი – ცუტომუ იამაგუჩი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც გადაურჩა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებას. გარდაცვალების მიზეზი – კუჭის კიბო. ასაკი – 93 წელი.
12 თებერვალი – ნოდარ ქუმარიტაშვილი, ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე ქართველი სპორტსმენი. გარდაცვალების მიზეზი – სასრიალო ბილიკზე სავარჯიშო სრიალისას მართვის დაკარგვა 143 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას. წარსულში მსგავსი ინციდენტების არსებობის გამო ტრაგედიის მიზეზი უფრო მეტად ტრასის გაუმართაობაა, თუმცა ორგანიზატორებმა ეს 21 წლის სპორტსმენის გამოუცდელობას მიაწერეს.
10 აპრილი – პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი ცოლი, ასევე სამთავრობო წევრები და სხვა მნიშვნელოვანი პიროვნებები. უბედური შემთხვევის ოფიციალური მიზეზი – თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.
16 მაისი – რონი ჯეიმს დიო, ამერიკელი მუსიკოსი მძიმე მეტალის ჟანრში. გარდაცვალების მიზეზი – კუჭის კიბო. ასაკი – 67 წელი.
26 სექტემბერი – გლორია სტიუარტი, ამერიკელი მსახიობი. გარდაცვალების მიზეზი – სუნთქვის დახშობა და ფილტვების უკმარისობა ძილში. ასაკი – 100 წელი.
4 ოქტომბერი – ნორმან ვისდომი, ინგლისელი კომედიანტი და მსახიობი, იგივე “მისტერ პიტკინი”. გარდაცვალების მიზეზი – სიცოცხლის ბოლო პერიოდში გადატანილი რამდენიმე ინფარქტი. ასაკი – 95 წელი.
28 ნოემბერი – ლესლი ნილსენი, კანადელ-ამერიკელი მსახიობი. გარდაცვალების მიზეზი – პნევმონია. ასაკი – 84 წელი.
2010 წლის მეცნიერული სიახლეები
7 მაისი – ნეანდერტალელის გენომის გაშიფვრის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯები. ამ აღმოჩენამ დამატებითი ქულა დაუწერა მოსაზრებას, რომ შუა პალეოლითში შეიძლება ადგილი ჰქონდა ჰომო საპიენსებისა და ნეანდერტალელების შეჯვარებას.
20 მაისი – მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მათ შექმნეს სინთეტიკურ გენომიანი ბაქტერია.
8 ივლისი – მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავმა განახორციელა 24 საათიანი ფრენა.
22 ოქტომბერი – ISS-მა გაიმეორა МИР-ის რეკორდი ადამიანის მიერ კოსმოსში გატარებული პერიოდისა – 3641 დღე (2000 წლის 2 ნოემბრიდან), მოგვიანებით კი გადააჭარბა კიდეც.
17 ნოემბერი – ცერნის ფიზიკოსებმა ანტიმატერიის ატომები “დაამწყვდიეს” – მათ წამის მეექვსედის განმავლობაში ანტიწყალბადის 38 ატომი “გამოიჭირეს”.
2 დეკემბერი – ნასა განცხადებას აკეთებს ბაქტერია “GFAJ-1”-ის აღმოჩენის შესახებ, რომლის დნმ-ის მოლეკულებშიც ფოსფორის ნაცვლად დარიშხანია.
2010 წლის მითქმა-მოთქმის გამომწვევი მოვლენები
25 ივლისი – ვიკილიქსი აქვეყნებს მასალებს, 91731 დოკუმენტს აშშ-ს დანაშაულების შესახებ ავღანეთის ომში, 2004-2010 წლებში.
10 აგვისტო – მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია აცხადებს H1N1 ვირუსის ხელახლა გააქტიურების შესახებ.
28 ნოემბერი – ვიკილიქსი ამზეურებს 250 000 ამერიკულ დიპლომატიურ არხს. მათგან 100 000 ითვლებოდა საიდუმლოდ და/ან კონფიდენციალურად.
2010 წლის არაფრის მომცემი მოვლენები
აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ქმედებები დაგმეს და აღშფოთება გამოთქვეს.
2010 წელს გამოსული ცნობილი ფილმები
The Book of Eli
Shutter Island
A Nightmare on Elm Street
Alice in Wonderland
Kick-Ass
Clash of the Titans
Prince of Persia: The Sands of Time
Iron Man 2
The Twilight Saga: Eclipse
Toy Story 3
The Karate Kid
Salt
Inception
Despicable Me
Predators
Centurion
Piranha
Scott Pilgrim vs. the World
The Experiment
The Expendables
Buried
Devil
Resident Evil: Afterlife
Machete
Saw: The Final Chapter
Jackass 3
RED
The Social Network
Harry Potter and the Deathly Hallows
Unstoppable
Megamind
127 Hours
Little Fockers
Tron: Legacy
The Chronicles of Narnia: The Voyage of the Dawn Treader
The Tourist
Black Swan
წლის ადამიანი
ჟურნალ “Times”-ის გადაწყვეტილებით, წლის ადამიანია მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ხალხის ფავორიტია ჟულიან ასანჟი, “ვიკილიქსის” მთავარი რედაქტორი. 382 027 ხმით.
და ბოლოს,
კითხვა: რას მიიჩნევთ 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ucnauri.com-ისთვის?
ჩემი აზრი: ახალი აქტიური ავტორების შემომატება, რამაც თავისთავად გამოიწვია ბლოგის სტატიების გამრავალფეროვნება და მკითხველთა რაოდენობის გაზრდა, შესაბამისად, მისი (ბლოგის) განვითარება. 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით ბლოგზე გამოქვეყნდა 8358 სტატია, რაც დღეში თითქმის 23-ს უდრის.
დასასრული.