არქივი

ჩემი ლექსები 2

883f39ff248a

რახან ჩემმა ლექსებმა ასე თუ ისე ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე გამეგრძელებინა მათი დადება…
იმედია კვლავაც მოგეწონებათ :))

”მაინც,საყვარელო ჩემო…”

მე შენთვის მინდოდა ყოველი სიკეთე…
და რა გამიკეთე?!
მე შენ მოგიძღვენი ეს ჩემი ლექსები…
თავს რატომ მესხმები?!
შენთვის გავათენე უძილო ღამეები…
შენ კი ამარიდე ტკბილი ბაგეები
შენთვის მოვიარე მთელი დედამიწა,
თავზე დამაყარე მაინც ცოცხალს მიწა…

მაინც ყველაფერი მშვიდად ავიტანე,
ყოველივე ცუდი მე გადავიტანე,’
ჩემი სამართალი ჯიქურ გავიტანე
და ასეთ საქციელს აღარ ავიტან მე…

და აი დავწერე მრავალი სტრიქონი,
მიწაში რომ ჩაძვრე, იქაც კი გიპოვნი…
ტყუილად ცდილობ, რომ თვალი ამარიდო
და ისე იქცევი, ვითომც აქ არ იყო…

მაინც მოგეხვევი, მაინც ჩაგიხუტებ,
თავდაპირველ სახეს მაინც დაგიბრუნებ
და თუკი დამჭირდა, სისხლად დავიღვრები,
შენ სიყვარულში კი მე არ დავიღლები!!!

სამართალი

მეგონა მქოდნა მე რაღაც ცოდნა,
მჯეროდა,მწამდა მწარედ სიმართლის,
მაგრამ გავიგე რომ თურმე ვბოდავ,
უსამართლობას დღეს კი ვინ დასთვლის?!

მქონდა მე ყველა მტკიცებულება,
თუმცა კანონი ვერ დავაჯერე,
ვერ გადავახტი ცრუ დებულებას
და ეს ტყუილი ვერ გავაჩერე…

ბევრი ეცადეს და ვერ გამტეხეს,
დღეს მთელი ერი დამნაშავეა,
ჩინ-მედლებისთვის ფიცსაც გასტეხენ,
დაგარწმუნებენ თეთრზე შავია…

ყველანი ფეხზე თუ არ დავდექით,
უსამართლობა თუ კი ვიწამეთ,
თუ ახლა კიდევ გვერდზე გავდექით,
ბოლომდე მოვსპობთ ყველა სიმართლეს…

პატარა ნავი

მიჰქრის, მიცურავს ნავი პატარა,
და უდარდელად მიაპობს ტალღებს,
მას მიაქროლებს სიო ცანცარა,
ნავს ისევ სჯერა, მე ვერვინ მავნებს…
მაგრამ აზვირთდა და გაცხარდა ზღვა,
მყის ჩამოიძრო კრავის ნიღაბი,
ნავს აღარ ახსოვს არაფერი სხვა,
უმალ მოუსვა წყვილი ნიჩაბი,
თუმცა ტყუილად ჰქონდა იმედი,
იმედი მაინც გადარჩენისა,
ახლა გვიანი არის წუხილი,
მაგაზე უნდა ადრე გეფიქრა…
როცა გადადგი დიდი ნაბიჯი,
უცხო და შენთვის უჩვევ არეში,
უნდა გეფიქრა პატარა ნავო,
რას მოიგებდი ახალ მხარეში…
მაგრამ ფუჭია ახლა გოდება,
ცრემლები უკვე ვეღარ გიშველის,
მოსახდენი კი მაინც მოხდება,
მომავალია ცივი, შიშველი,
მინდა, რომ მოგცე მე რჩევა ერთი,
ილოცე მანამ ვიდრე მოკვდები,
შენი ხსნა ახლა ეძიე ღმერთში
და სამოთხეში მაშინ მოხვდები…

სიყვარული

თურმე რა ლაღი გრძნობაა,
გიყვარს როდესაც ვინმე,
გულის სიამით პყრობაა,
მაგრამ ხვედრია მძიმე…

თუ გყვარებია გულით,
ყოფილხარ მონა გრძნობის,
სულ მთლად შეძრულხარ სულით,
ანცი მიჯნურის ტრფობით…

სიყვარულია წმინდა,
საწყისი სულის ჩვენში,
მტკიცებულება გინდა?!
სიყვარულია ღმერთში…

გიორგი ხერგიანი

მსგავსი ამბები

Back to top button