გართობა

გამოცანა!

ხიდი უკაცრიელი კუნძულისა
ვაგრძელებთ კითხვას და ვკითხულობთ ერთ საინტერესო გამოცანას

ძველად იყო ერთი კუნძული, რომელიც ძვირფასეულობით მდიდარი იყო, მაგრამ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. მას მხოლოდ ერთი მისადგომი ადგილი ჰქონდა, ეს იყო ხიდი. ამ ხიდის ბოლოში კი იდგა დაცვა. თუ ვინმეს სურდა ამ კუნძულზე მოხვედრა დაცვისთვის უნდა ეთქვა რაიმე ფრაზა. იმ შემთხვევაში თუ მსურველი იტყოდა სიმართლეს, მას თავს მოჰკვეთდნენ, ხოლო თუ მოიტყუებოდა მაშინ მას ჩამოახრჩობდნენ. უამრავი მსურველი მიდიოდა მაგრამ მხოლოდ ერთმა პიროვნებამ მოახერხა იქ შეღწევა.

თქვენი ამოცანაა მითხრათ ის ფრაზა რაც მან დაცვას უთხრა.
პასუხები კომენტარებში არ დაწეროთ გამომიგზავნეთ შეტყობინება და პოსტში ჩავწერ იმათ სახელებს თუ ვინ გასცა სწორი პასუხი.

მსგავსი ამბები

Back to top button