არქივი

კინოროლები

caa4d298b4f9

წარმოიდგინეთ ბრედ პიტი ჯეისონ ბორნის როლში (“ბორნის იდენტიფიკაცია”) ან ჯონ ტრავოლტა ტომ ჰენკსის ადგილას “ფორესტ გამპში”. ამ პოსტში გაჩვენებთ კინოროლებს, რომლებზეც ზოგმა მსახიობმა უარი განაცხადა და შემოდგომში შეიძლება ინანა კიდეც.  სურათების ნახვის შემდეგ თქვენ თვითონ განსაჯეთ შეეფერებიან თუ არა ისინი  ამ როლებს ;)

მაგალითად  “ბეჭდების მბრძანებელის” სერიებში gandalfის როლი თავიდან შონ კონერს შესთავაზეს.  თურმე შონი სცენარის წაკითვის მიუხედავად ფილმის  აზრს ვერ ჩაწვდა და ამ საკმაოდ შემოსავლიან როლზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ სერ იან მაკკელენს გაუმართლა და  ის დაამტკიცეს კეთილი ჯადოქრის როლზე.

f381dda9fbbe

სწორედ გვინეტ პელტროუ იყო ჯეიმს კამერუნის პირველი კანდიდატი რომელსაც უნდა ეთამაშა როუზის როლი “ტიტანიკში”, მაგრამ მან უარი განაცხადა. შემდეგ ეს როლი კლერ დენისს შესთავაზეს. მას უკვე ნათამაშები ქონდა ლეონარდოსთან ერთად შექსპირის “რომეო + ჯულიეტაში”. საბოლოოდ როგორც ვიცით ეს როლი ქეით ვინსლეტს შეხვდა. (ამ ფილმის მერე ეს ქალი არცერთ როლში არ მომწონებია :armjera: )

cc78921bd150

ბორნის როლი თავიდან ბრედ პიტს შესთავაზეს მაგრამ მან არჩევანი სხვა საიდუმლო აგენტის როლზე შეაჩერა ფილმიდან “ჯაშუშური თამაშები”.  ბორნის როლი კი მეთ დეიმონს შეხვდა, რომელიც პიტთან ერთად თამაშობდა “ოუშენის 11 მეგობარში”. ფილმის რეჟისორს დოუ ლიმანს შემდეგში მაინც მოუწია ბრედთან ერთად მუშაობა “მისტერ და მისის სმიტებში”.

cf11df4f271c

ჰანა დარილმა თავის დროზე უარი თქვა ვივიენის როლზე ფილმში “ლამაზმანი”. მისი თქმით ეს ფილმი არის პროსტიტუციაზე, რომელსაც ლამაზ მელოდრამად ასაღებენ. ჯულია რობერტსს კი ამ ფილმმა მსოფლიო ვარსკვლავობა მოუტანა.

b07f2729fc60

“X ადამიანებში” ვულვერინის როლზე რასელ ქროუს დამტკიცებას აპირებდნენ, მაგრამ მას ბევრი ფული მოუთხოუვია. ასე რომ სუპერ გმირის როლი ჰიუ ჯეკმანს შეხვდა.

4ac7d55b0550

თავიდან მეთ დეიმონი მოისაზრებოდა ჯეიკ სალის როლზე ჯეიმს კამერუნის “ავატარში”, მაგრამ საბოლოოდ როლი ვერ მიიღო. მოგვიანებით მსახიობმა  განაცხადა, რომ მისი არმონაწილეობით ფილმმა ბევრი დაკარგა.

b030fceac9d0

ჯეიკ ჯილენჰალსაც ქონდა “ავატარში” მონაწილების შანსი, მაგრამ მან  აირჩია……… “პერსიის პრინცი”.   რა  თქმა უნდა დიდი შეცდომა იყო.  “ავატარი” გახდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, მსახიობი სემ ვორთინგთონი კი ჰოლივუდის  ყველაზე სასურველი მამაკაცი.  “პერსიის პრინცი” კი უბრალოდ “პერსიის პრინცად” დარჩა.

c124e6e95b08

იან ფლემინგს გრანტ ჰოვერი ჰყავდა ჩაფიქრებული სუპერ ჯაშუში როლზე ფილმში ” აგენტი ნოუ”, მაგრა მის შეთავაზებას გრანტი შეხვდა სიტყვით  “ნოუუუუ”. 58 წლის მსახიობი ფიქრობდა რომ ამ როლისთვის ზედმეტად ბებერი იყო. შონ კონერს კი ნამდვილად გაუმართლა.

481c0b7cf68dსწორედ ჯულია რობერტსი იყო გაფორმებული ქალის მთავარ როლზე “შეყვარებულ შექსპირში”. მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროისთვის მისმა ბოიფრენდმა დენიელ დეი-ლუისმა არ ისურვა შექსპირის როლის თამაში. რამოდენიმე წლის შემდეგ გვინეტ პელტროუმ მოგვევლინა ამ როლში და დამსახურებულადაც მიიღო ოსკარი. 5aa82f43560b

თავდაპირველად ჯონ ტრავლოტას შესთავაზეს ფორესტ გამპის როლი რობერტ ზემეკისის ფილმში. მაგრამ მან უარი განაცხადა, ისევე როგორც ბილ მიურეიმ და ჩევი ჩეისმა. ტომ ჰენკსმა შეასრულა იგი და თავისი მეორე ოსკარიც მიიღო. მან აჯობა ჯონ ტრავოლტას რომელიც ნომინირებული იყო იმავე წელს იმავე ნომინაციაზე ფილმისთვის “მაკულატურა”.

e2abc22e4323

თავიდან ჩაფიქრებული იყო რომ  “მატრიცა”  შავკანიანი უნდა ყოფილიყო და ეს როლი უილ სმიტს უნდა ეთამაშა. მაგრამ იგი ვერ ჩაწვდა “მატრიცის” აზრს. მისი აზრით იგი ამ ფილმში ყველაფერს აურევდა. კიანუ რივზი კი მასთან შედარებით უფრო ნიჭიერი გამოდგა.

592b7aa86948

ალ პაჩინომ უარი თქვა ჰან სოლოს როლზე “ვარსკვლავურ ომებში” და ჰარისონ  ფორდს დაუთმო.  შესაძლოა ეს ფილმი ზედმეტად “არა ამქვეყნიური” იყო იმ ვარსკვლავისთვის, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა განგსტერული როლებით ფილმებში “ნათლია” და “კარლიტოს გზა”.

402c8ba5144b

“მეექვსე გრძნობის” მომავალმა ვარსკვლავმა გაიფიქრა: “აჩრდილის თამაში წამგებიანი იქნება ჩემი კარიერისთვის”. და მან უარი განაცხადა “აჩრდილში” მონაწილეობაზე. იმ დროს რა იცოდა ბრუს უილისმა, რომ  ფილმი საკმაოდ შემოსავლიანი გახდებოდა და მსოფლიო პოპულარობას მოუტანდა პატრიკ სვეიზსსა და დემი მურს.

e032722700a6

ლეომ თავიდან ინტერესი გამოხატა ეთამაშა პატრიკ ბეიტმენის როლი “ამერიკელ ფსიქოპატში”. თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან მისი აზრით სერიული მკვლელის როლის თამაშს  ფანები ვერ შეურიგდებოდნენ.  ამან საშუალება მისცა კრისტიან ბეილს ეს როლი ხელში ჩაეგდო.

34b19a7fc5e7რურკი და სტალონე ორივენი მოიაზრებოდნენ აქსელ ფოლის როლზე ფილმში ” პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან”. თავდაპირველად ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი და არა კომედია, როგორც ეს შემდგომში გამოვიდა. როდესაც მათ მიატოვეს პროექტი, სცენარი თავიდან გადაიწერა, ისე რომ მორგებოდა ახალ ვარსკვლავს ედი მერფს.

d10adc633d97

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button