მოგზაურობა დედამიწის გარშემო
ყოველგვარი შესავლის გარეშე მსოფლიოს მორიგი 12 ღირსშესანიშნაობა :yes:
IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. შედის უნესკოს მფარველობაში.
ასევე ცნობილი როგორც ამაზონის ჯუნგლები. მსოფლიოში ყველაზე ფართო და ვრცელი ტყეები, ფართობით 5 500 000 კვ. კმ. მდებარეობს ამაზონის აუზში. 2008 წელს ეს ადგილი შევიდა “7 ახალი საოცრების” სიაში.
წარმოადგენს მასიურ მყინვარს, რომელიც მდებარეობს სანტა კრუზის პროვინციაში, მყინვარების ნაციონალურ პარკში. სიგრძით 30 კმ, ფართობით 250 კვ. კმ-ია. წარმოადგენს სუფთა წყლის უდიდეს მარაგს.
მეტსახელად “არხების ქალაქი”, “წყლის ქალაქი”, “ხიდების ქალაქი”, “მოტივტივე ქალაქი” და ა.შ. ცნობილია როგორც მრეწველობით, ასევე ტურისტების თავშეყრის ადგილად.
თავიდან (600 წელს) ეს შენობა ჩაფიქრებული იყო როგორც ეკლესია, თუმცა მუსლიმების შემოსევის შემდეგ ამირმა აბდ-არ-რაჰმან I-მა შეიძინა და მეჩეთად გადააკეთებინა. XIII-XIV საუკუნეებში ის ისევ ქრისტიანებმა ჩაიგდეს ხელში და ტაძრად გადააკეთეს. მისი მოხატვა და შეკეთება მე-18 საუკუნემდე გრძელდებოდა.
დაარსდა 1916 წელს და მდებარეობს ჰავაის შტატში, კუნძულ ჰავაიზე. ეს ადგილი წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, ვულკანების არსებობა 100 000-ობით წლებს ითვლის. 1987 წლიდან შესულია იუნესკოს მფარველობის ქვეშ.
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული. 1874 წლიდან კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, 1979 წლიდან – იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
ტექტონური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. უწოდებენ “ციმბირის დიდ ლურჯ თვალს”.
მეცხრე საუკუნის ბუდისტური მონუმენტი, რომელიც მორთულია ბუდას 504 ქანდაკებით. მდებარეობს მთიან მიდამოში. ბუდისტები ადიან ყველაზე მაღალ პლატფორმაზე და ეწევიან მედიტირებას.
მსოფლიოს ერთ–ერთი საოცრება, აშენდა როგორც სამხედრო გამაგრება. მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნემდე, რათა თავი დაეცვათ სხვადასხვა დინასტიების – მონღოლთა, თურქთა და ა.შ. – მომთაბარე ტომთა თავდასხმებისგან.
კოლუმბამდელი ამერიკის უზარმაზარი არქეოლოგიური ძეგლი. მოიცავს უდიდეს პირამიდების და სხვა შენობების მთელ კომპლექსს, ასევე ე.წ. “სიკვდილის ხეივანს”. თავისი განვითარების ზენიტში, ჩვ. წ.აღ.-ის I ათასწლეულის I ნახევარში იყო მთელი კოლუმბამდელი ამერიკის უდიდესი ქალაქი. მოსახლეობა შეადგენდა 200 000 კაცს და არ ჩამოუვარდებოდა დანარჩენი ცივილიზაციის იმდროინდელი ქალაქების მოსახლეობას.
ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მათგანი მოქმედებს. მონასტრების გარდა, ათონზე მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.
Ólafur Arnalds – Ljósið by Jigsaw Killer
_____________________________
მესამე ნაწილის ზი ენდ :mamao:
იხილეთ წინა ნაწილები: