გართობა

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 68-ე ნაწილი

ce805f113245

არნოლდ შვარცენეგერი (Arnold Schwarzenegger) მომხრეა ახალი კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს საწვავის მოხმარებაზე ყველაზე მკაცრ ეკონომიას, თუმცა თვით არნიმ, ამ დღეებში შეიძინა ახალი „სათამაშო“ – Mercedes-Benz Unimog U1300. 

84eae1ef56a6

Mercedes-Benz -ის სავარაუდო ფასი შეადგენს $ 280 ათას ამერიკულ დოლარს, ხოლო ამ მანქანის საშუალო საწვავის მოხმარება ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

91c7cc118e37

aed0e8b1579e

2. ვარსვლავებამდე მიღწევა, ნახეთ ვიდეო
ექსტრემალური ასვლა მრავალსართულიან შენობაზე, რომლის სიმაღლეა 177 მეტრი. ავტორი გთხოვთ: „არ გაიმეოროთ ეს ტრიუკები ! “

3. ისრაელი, რიშონ ლე-ციონი

8c6d3f361dc4

ისრაელში ყველაზე შხამიანი თევზი ე.წ „ქვათევზა“ დაიჭირეს …
რიშონ ლე-ციონის სანაპიროსთან, მსოფლიოში ყველაზე საშიში- შხამიანი თევზი დაიჭირეს. როგორც აღმოაჩინეს, ამ თევზს- „ქვათევზას“ ზურგის ფარფლის 12 სქელი ეკალი შხამიან ჯირკვალს შეიცავს…
ორი-სამი თვის წინ, რიშონ ლე-ციონის მახლობლად, ორმა მაცხოვრებელმა, თევზაობისას ბადეში, უცნაური “ნადავლი” შენიშნა, რომელიც მათ ასეთი თევზი არასოდეს უნახავთ.
40885d3d794e

>>> გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი მეთევზე, მაჰმუდ ზაინავი (Mahmoud zainavi) , ყვება, რომ თავიდან მას ეგონა ბადეს, მუყაოს ნაგლეჯი ან ქვა ამოჰყვაო;
d838043649f2

მეთევზეებმა, “უცნაური ნადავლი”, რიშონ ლე-ციონის პორტში მიიტანეს, თუმცა, ფარფლების ნაცვლად, ეკლების მქონე “ურჩხულის” ამოცნობა, თვით მოხუცმა მეთევზეებმაც ვერ შეძლეს და შემოღობილ ადგილას, ისევ ზღვაში გაუშვეს…
ამ უცნაური თევზის შესახებ, ხაიფას უნივერსიტეტის ასპირანტმა შეიტყო დდა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვიდეოზე, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი თევზია აღბეჭდილი.
თავისი ვარაუდის შესახებ, ადალისტმა ზღვებისა და ტბების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორს, და იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორს, დანი გოლანს, შეატყობინა.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ასეთი თევზი გავრცელებულია სამხრეთ ტროპიკებში, ინდოეთისა და წითელ ზღვაში, ასევე ინდონეზიის წყლებში;
db23b81546e7
ამ თევზის სიგრძე დაახლოებით, 35-50 სანტიმეტრია, ხოლო მისი შეფერილობა, მწვანიდან რუხ ფერში გადადის- რაც მას, რიფების, ქვებს შორის დამალვაში ეხმარება.
ქვათევზას არც თუ მომხიბვლელი გარეგნობა აქვს: დიდი თავი, პატარა თვალები, ზემოთ მიმართული პირი… დაფარულია, კბილანებითა და ბორცვოვანი წამონაზარდებით. მას, წყლის გარეშე არსებობა, დაახლოებით 24 საათის მანძილზე შეუძლია.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ: მეთევზეებს გაუმართლათ, რომ შხამიანი ეკალი არ შეესოთ და სასწაულად გადარჩნენ…

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ქვათევზას შხამი, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში აუტანელ ტკივილებს იწვევს. მისი ბასრი ეკლები, იოლად ესობა ფეხსაცმელშიც და თუ სამედიცინო დახმარება დროული არ იქნება, მაშინ სიკვდილი გარდაუვალია.
პროფესორი შაპირო ვარაუდობს, რომ თევზი, ხმელთაშუა ზღვაში, წითელი ზღვიდან, სუეცის არხის გავლით აღმოჩნდა.
4. 20 ლუდის ბოკალი.
გოგონამ შეძლო 20 ლუდის ბოკალის წაღება ! ნახეთ ვიდეო:


5. რა ღირს ალიგატორთან ჩახუტება?

35caf15d3925
ფლორიდაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ხალხის მოზიდვის საინტერესო გეგმა მოიფიქრა, სახელწოდებით „Tin City“ ; სულ რაღაც, $ 5 დოლარად ის საშუალებას აძლევს მნახველებს ჩაეხუტონ და გადაიღონ ფოტო-სურათები ალიგატორთან.
„ატრაქცონის“ მფლობელს- მაიკლს (ასე ჰქვია ატრაქცინის მლობელს) მოუხდა დააზღვიოს თავისი პასუხისმგებლობა 1 მილიარდ დოლარად…
6. ყველაზე გასაოცარი და გიჟური ტრიუკი-
ენდი გროსი (Andy Gross) აკეთებს ყველაფერს რასაც მისი ნიჭი გასწვდება: აკეთებს უჩვეულო ფოკუსებს,
Stand-up shows (სთენდ-აფ-შოუებს), მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ფოკუსი მართლაც გასაოცარია, შეიძლება ითქვას რომ ცოტა საშიშიც ნახეთ ვიდეო…

7. გინდათ მდიდარ კაცზე გათხოვება? მაშინ მთავარი პირობა შეასრულეთ !!!
გაიკეთეთ “ლოტუსის ფეხი” და თქვენს წინაშე უამრავი სასიძო მოიყრის თავს
3ae2c563f06c
ჩინეთში ქალის სილამაზის მთავარ სიმბოლოდ ლამაზი კისერი და ფეხი ითვლება; განსაკუთრებული აქცენტი ე.წ. “ლოტუსის ფეხზე” კეთდებოდა. ჩინელი მამაკაცები ფიქრობდნენ, რომ რაც უფრო პატარა ზომისაა ქალის ფეხი, მით მეტად სექსუალური და ლამაზია…
102 წლის ჰან ქიაონი უკანასკნელი ცოცხალი ქალია მათ შორის, ვისაც “ლოტუსის ფეხი” აქვს. შანსის პროვინციაში- ჩრდილოეთ ჩინეთში მცხოვრები ჰანი ყვება, რომ დედამ ფეხი 2 წლის ასაკში მოსტეხა, რამდენიმე თვე სპეციალური საფენები და ფეხსაცმელი ეცვა და ამის გამო თინეიჯერობის ასაკშიც კი უამრავი მდიდარი სასიძო ეხვია გარს. მისი თქმით, პროცედურიდან 6 თვის მანძილზე საშინელი ტკივილი ტანჯავდა და ვერ დადიოდა.
ეს პროცედურა 1912 წელს ოფიციალურად აიკრძალა. მ,აგრამ “ლოტუსის ფეხი” იყო მთავარი პირობა იმისა, რომ ოჯახს გოგონა მდიდარ კაცზე გაეთხოვებინა. სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აკრძალვის მიუხედავად, ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროცედურა იატაკქვეშეთში საიდუმლოდ კეთდებოდა და ახლაც კეთდება…
13621c897ac9
რადგანაც პატარების ძვალი ადვილად ტყდება, მშობლები ქალიშვილებს ამ პროცედურას 2 წლის ასაკში
უკეთებდნენ: ჯერ აძრობდნენ ფრჩხილებს და ფეხს ცხელ წყალში აწყობინებდნენ, რათა მოტეხილი ქსოვილი და ძვალი უფრო ადდვილად დარბილებულიყო, შემდეგ მოტეხილ ტერფსა და ტთითებზე სპეციალური სითხით მასაჟს უკეთებდნენ. რამდენიმე დღეში უკვე ნაწილობრივ მოშუშებული იყო ფეხები და გოგონები იძულებულნი იყვნენ, დიდ მანძილი ფეხით გაეარათ, რათა სხეულის წონას ფეხის ფორმა დაეფიქსირებინა.

8. ძაღლები ესალმებიან ჯარსკაცს, რომელიც დაბრუნდა სახლში:

9. სასწორი:
ჰოლანდოაში, ფიტნეს-კლუბის კრეატორებმა გადაწყვიტეს ქალაქის ერთ-ერთ გაჩერებაზე დაედგათ სასწორი. როგორც კი ვინმე დაჯდებოდა სკამზე, იმ წუთას გამონათდებოდა მისი წონა დაფაზე…
7c06219466b3

10. ნამდვილი „მაუგლი“ !
პატარა ნიჭი, უბრალოდ შეხედეთ მის შესაძლებლობებს: როგორ ძვრება მაღალ მაცივარზე 

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button