არქივი

კუნინძები – მოკლე ისტორია

130019928868

პროექტის ისტორია პირველად კუ-ნინძები გამოჩნდნენ კომიქსის ფურცლებზე, რომელიც 1984 წელს გამოსცა კომპანიამ Mirage Studios. კუ-ნინძები მოიგონა ორმა მეგობარმა, კევინ ისტმენმა და პიტერ ლეირდმა. ისინი ერთად ხატავდნენ სასაცილო კომიქსებს და, საბოლოოდ, ისტმენის ბიძისგან ნასესხები ფულით, თავად გამოსცეს კომიქსის პირველი ნომერი, რომელიც უნდა ყოფილიყო რამდენიმე ცნობილი კომიქსის პაროდია. 

კუ-ნინძების წარმატება უზრუნველყო ლიცენზირების აგენტმა, რომელმაც შესთავაზა ორ ავტორს პერსონაჟებთან დაკავშირებული პროდუქციის გამოშვება. 1988 წლის იანვარში გაყიდვაში გამოვიდა ამ პერსონაჟების სათამაშოები. ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.ამჟამად კუ-ნინძებით დაინტერესება კვლავ აქტუალურია, რასაც ხელი შეუწყო ახალმა ტელესერიალმა, ფიგურების ახალმა სერიამ, კომპიუტერულმა თამაშმა და 2007 წელს გამოსულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა ამ გმირებზე.

    სერიალის გმირები
    0e2b76ed3729

  • ლეონარდო (ინგლ. Leonardo) — კუ-ნინძების არაფორმალური ლიდერი, მამაცი და ერთგული არსება. ატარებს ლურჯ ნიღაბს და ფლობს ხმალს.
    • 2d0406123301 

    • რაფაელი (ინგლ. Raphael) — ადრინდელ კომიქსებში გამოსახული იყო, როგორც აგრესიული და ეჭვიანი ნინძა, რომელსაც არ მოსწონდა, რომ ლეონარდო ლიდერობდა. შემდგომში მისი ხასიათი შეიცვალა და იგი ფილოსოფოსად და იუმორის მქონე არსებად იქცა. ატარებს წითელ ნიღაბს, იარაღად კი იყენებს ორ პატარა ხმალს.
      453bdce13413 

    • მიქელანჯელო (ინგლ. Michelangelo) — მხიარული და უღიმღამო არსება, რომელსაც უყვარს კომიქსები, პიცა, სკეიტბორდი. საყვარელი ფრაზაა კავაბანგა!. ატარებს ნარინჯისფერ ნიღაბს და ფლობს ნუნჩაკებს.
      33e81b9fa690 

    • დონატელო (ინგლ. Donatello) — მოყვარული მეცნიერი, გამომგონებელი, მკვლევარი და მოაზროვნე. ყველაზე ნაკლებად აგრესიული კუ, რომელიც ატარებს იასამნისფერ ნიღაბს და ფლობს ჭოკით ბრძოლას.425c955e3321
    • სპლინტერი (ინგლ. Splinter) — სენსეი, კუ-ნინძების მასწავლებელი, რომელმაც გაზარდა და გაწვრთნა ისინი. სხვადასხვა ვერსიებში მას სხვადასხვა ბედი აქვს: იგი არის როგორც ჰამატო იოშის ვირთხა, რომელიც იქცა მუტანტად, ასევე თავად ჰამატო იოში, რომელიც თავისთავად იქცა მუტანტად.
    • ეიპრილ ო’ნილი (ინგლ. April O’Neil) — მეექვსე არხის ჟურნალისტი, კუ-ნინძების მეგობარი გოგონა. უკანასკნელ სერიალში იგი მუშაობდა ბაქსტერ სტოკმანთან და გადარჩენილი იქნა კუ-ნინძების მიერ.
    • ირმა — პირველი ანიმაციური სერიალის გმირი, მეექვსე არხის თანამშრომელი. ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ მხიარული გოგონა.
    • კეისი ჯონსი (ინგლ. Casey Jones) — მარტოხელა გმირი, რომელიც კუ-ნინძების მეგობარია. ბრძოლისას იყენებს სპორტულ იარაღებს. ატარებს ჰოკეისტი მეკარის ნიღაბს და მალავს სახეს.
    • შრედერი (ინგლ. Shredder) — ბოროტი ოსტატი-ნინძა, კუ-ნინძებისა და სპლინტერის მტერი. კომიქსებსა და ფილმის პირველ სერიაში იგი არის ჰამატო იოშის მკვლელი, მულტსერიალში მის მიერ კანალიზაციაში შეცდომით გადაგდებული მუტაგენის გამო კუ-ნინძები და სპლინტერი იქცევიან მუტანტებად. 2003 წლის ანიმაციურ სერიალში იგი მხოლოდ დილაობით არის ბოროტი.
    • კრენგი (ინგლ. Krang) — შრედერის მეკავშირე, განზომილებიდან X. ცხოვრობს ელექტროსადგურზე, განზომილებაში X. გამოიყურება, როგორც საცეცებიანი ტვინი და მოძრაობს რობოტის სხეულის მეშვეობით.
    • ბიბოპი და როკსტედი (ინგლ. Bebop and Rocksteady) — სერიალის პერსონაჟები, მარტორქა და ტახი, შრედერის დამხმარე არსებები და ყოფილი პანკები. ინტელექტუალურად განუვითარებელი არსებები. ბიბოპი და როკსტედი ასევ არის ცნობილი მუსიკალური ჟანრების სახელწოდებები.

      ვირთხების მეფე
      — ჩნდება რამდენიმე სერიაში და ანტაგონისტს წარმოადგენს. ვიზუალურად ეს არის ადამიანი, რომელიც ვირთხებს მართავს. 

      Mirage Studios ს იმ დროინდელი თანამშრომლები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს “კუ ნინძების ” შექმნასჰი

      1. Bade Biker & Orson Amuck by Jim Lawson
      2. Barabbas by Dan Vado and Gino Atanasio
      3. Bioneers by A.C. Farley
      4. Commandosaurs by Peter Laird
      5. Dino Island by Jim Lawson
      6. Gizmo by Michael Dooney
      7. Gobbledygook by various artists
      8. Grunts by Peter Laird
      9. Gutwallow by Dan Berger
      10. Hallowieners: Invasion of the Halloween Hot Dogs by Ryan Brown
      11. Hero Sandwich
      12. Melting Pot by Kevin Eastman and Eric Talbot
      13. Mirage Mini-Comics
      14. Paleo by Jim Lawson
      15. Planet Racers by Peter Laird and Jim Lawson
      16. Plastron Cafe by various artists
      17. Prime Slime Tails
      18. The Puma Blues by Stephen Murphy and Michael Zulli
      19. Rockola by Ryan Brown
      20. Stupid Heroes by Peter Laird
      21. Teenage Mutant Ninja Turtles and related titles by Kevin Eastman and Peter Laird
      22. Usagi Yojimbo (volume 2) and related titles
      23. Wild West C.O.W.-Boys of Moo Mesa by Ryan Brown
      24. Xenotech by Michael Dooney

      წყარო: WWW.wikipedia.org

      ამ პოსტში მგონი უფრო მეტი გავიგეთ და გავიხსენეთ ძველ,ცნობილ და ზოგიერთისთვის საყვარელ მულტფილმზე

    HoLy MollY ;O

    Eseigi :D Var 14 wlis magali mwvane tvaleba da xuchucha .... More information add me in skype :D

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button