კულტურა

იმუშავე ჭკვიანურად

f2eb71b3011e
საიტი, რომელიც სასიამოვნოს გახდის თქვენი მუშაობის პროცესს

დღესდღეობით, მეტ-ნაკლებად ყოველი ჩვენგანი ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე თუ ნაშრომებზე, რომლების აუცილებლად მოითხოვს კვლევა-ძიებას ინტერნეტში. რამდენჯერ წაგითხავთ უზარმაზარი ტექსტი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და აღმოგიჩენიათ, რომ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წინადადება იყო თქვენთვის საინტერესო? ან რამდენჯერ დაგჭირვებიათ რამდენიმე რესურსის ერთად გამოყენება და დაგიბუკმარკებიათ ლინკები? რამდენჯერ დაგჭირვებიათ სხვადასხვა გვერდების ფურცვლა წინ და უკან ინფორმაციის ასაწყობად? ჰოოდაა ეს საიტი ზუსტად ასეთი შრომისმოყვარე კატეგორიისთვისაა. ის გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად, დაზოგოთ დრო და ენერგია.

www.diigo.com

ac232b8ae7d1

დიიგო საშუალებას გაძლევთ გახაზოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი აბზაცი, სიტყვა თუ წინადადება და შეინახოთ ყველაფერი ერთად. ამასთანავე ნებისმიერ ინფორმაციას შეგიძლიათ მიაბათ ტეგი და ძიებაში ამ სიტყვის ჩაწერისთანავე ამოგიგდებთ შესაბამის ჩანიშნულ მასალას.

საიტის გაგება საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში საჭიროა დარეგსიტრირდეთ და შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიოთ tools. გადმოწერეთ Diigolet. ამ ყველაფერს სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მაშინათვე Highlighter თქვენს toolbar-ზე დაჯდება და ნებისმიერი საიტის გამოყენებისას შეგიძლიათ დაუჭიროთ, გახაზოთ და შემდეგ შეინახოთ სასურველი ინფორმაცია.

თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდებათ აუცილებლად გიპასუხებთ.
მერწმუნეთ, ასე უფრო ადვილია ძალიან ბევრი საქმის მოგვარება.

აქვე პატარა ტუტორიალს ვიდეოს, რომ უფრო მარტივად გაიგოთ ყველაფერი

წყარო: ჩემი ამერიკელი ჟურნალისტიკის მასწავლებელი :)

მსგავსი ამბები

Back to top button