გართობა

2011 წლის საუკეთესო ვიდეოთამაშები [2]

c2213d8cc7e1

წელს ნამდვილად ვიდეოთამაშების ბუმი გველოდება. არც 2010 წელი იყო ასე თუ ისე ცუდი წელი, მაგრამ ბევრი თამაშის რეალიზი რომელიც 2010 წელს უნდა შემდგარიყო გადაიდო 2011 წლისთვის, რასაც თავის მხრივ დაემატა ის თამაშებიც რომლებიც 2011 წელს გამოდის და ………… ;) 

Deus Ex: Human Revolution

თამაში Deus Ex: Human Revolution 2010 წელს უნდა გამოსულიყო მაგრამ Square Enix (თამაშის გამომცემლობამ) განაცხადა რომ თამაშის ხარისხის ასამაღლებლად დრო სჭირდებოდათ, რის შედეგადაც თამაში გადაიდო 2011 წლის პირველ კვარტლამდე. ანუ თამაშის გამოსვლას უნდა ველოდეთ წელს აპრილიდან ივნისის თვემდე. თამაში გამოვა PC, PlayStation 3 და Xbox 360-ისათვის.

Deus Ex: Human Revolution — თამაშის მოქმედება მიმდინარეობს 2027 წელს, 25 წლით ადრე ვიდრე პირველი ნაწილი. ადამ იენსენი არის კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც შექმნა ბიოქიმიური იმპლანტი. ერთხელ დამსაქმებელს თავს დაესხნენ უცხოები და საჭიროა გამოძიების ჩატარება.

_____________________________________________________________________________________________

Mass Effect 3

a56fb4233482

თამაში გამოვა წელის დაახლოებით ივლისიდან ნოემბრამდე.

თამაშში კიდევ ვხედავთ ადამიანებისა და ინტელეკტუალური მანქანების შეჯახებას და დაპირისპირებას, რაც იწვევს ადამიანური რასის გადაშენებას და განადგურებას.ადამიანებს დარჩათ მხოლოდ ერთი გადარჩენის შანსი – დედამიწის ახლო ორბიტაზე გამგზავრება და იქ იმის დაგეგმვა თუ როგორ დაამარცხონ დამპყრობლები.

_____________________________________________________________________________________________

The Witcher 2 Assassins of Kings

d6c06610862d

პოლონურ კომპანია CD Projekt 2011 წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს თამაშს The Witcher 2 Assassins of Kings. ჯერ არ არის ცნობილი თამაში მხოლიდ PC-ზე გამოვა სხვა პლადფორმებზეც.

მეორე ნაწილში, გერალთს, მონსტრებზე მონადირეს, მოუწევს ბრძოლა ჯადოქარ ელფ ლორვეტთან, სამეფოში გაბატონებულ ბოროტებასთან და მთელ რიგ გრძნეულებთან. თამაშში გმირს ჰყავს დამხმარეები: ჯადოქარი ტრისი და მებრძოლი ვერნონი.

თამაშის გეიმფლეი

_____________________________________________________________________________________________

Star Wars: The Old Republic

eaf1158f51e6

ММО-თამაშ Star Wars: The Old Republic-ის გამოსვლის დრო, სავარაუდოდ 2011 წლის აპრილში.

თამაში მოვლენები ვითარდება სამი ათასი წლით ადრე ვიდრე ფილმებში. სითხები ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულები და ისინი ემუქრებიან გალაქტიკურ რესპუბლიკას, ჯედაების ორდენს და მთელს თავისუფალ მსოფლიოს. პლანეტა კორიბანზე სითხები ხსნიან თავიანთ აკადემიას, სადაც ამზადებენ ახალ სახეობებს რესპუბლიკასთან საბრძოლველად. ჩვენ შეგვეძლება ავირჩიოთ როგორც ბნელი (სითხების) ასევე ნათელი(ჯედაების) მხარე და ჩავებათ “ვარსკვლავური ომების” სამყაროში.

_____________________________________________________________________________________________

Metal Gear Solid: Rising

d9cd058bc533

თამაში გამოვა წელს (გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია), თამაში გამოვა შემდეგი პლადფორმებისთვის: PlayStation 3, Xbox 360 და PC.

თამაში ვითარდება Metal Gear Solid 2: Sons of Liberty–ის და Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots–ს შორის. ახალი თამაში ხსნის, რატომ გახდა მეოთხე ნაწილის გმირი რაიდენი კიბერნინძა.

_____________________________________________________________________________________________

The Cursed Crusade

dc431bfdcee3

თამაში გამოვა 2011-ში PC, PS3 და Xbox 360 პლათფორმაზე.

კომპანია Atlus და Kylotonn entertainment წელს გამოუშვებს მესამე პირის სათავგადასავლო ექშენს. თამაშის სიუჟეტი ვითარდება მეოთხე ჯვარსნული ლაშქრობის დროს.

_____________________________________________________________________________________________

წყარო: hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button