არქივი

Perpentuum Mobile – აუხდენელი ოცნება

2ea9d362f42f

მუდმივი ძრავა (ლათ. Perpetuum Mobile) — წარმოსახვითი მოწყობილობა, რომლითაც მიიღებული ენერგია მასზე დახარჯულ ენერგიაზე მეტია. ეს ნიშნავს იმას რომ, ეს მოწყობილობა მომავლის პრობლემას გადაგვიჭრიდა, ეს იქნებოდა ენერგიის უშრეტი წყარო.

მუდმივი ძრავების თანამედროვე კლასიფიკაცია:

პირველი ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელსაც შესწევს უნარი იმუშაოს საწვავის ან და სხვა ენერგო რესურსების გამოყენების გარეშე. მათი არსებობა ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის პირველ კანონს, აქედან გამომდინარე ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.

მეორე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც ამოქმედებისას უნდა გარდაქმნიდა მთელი ენერგია სითბურ ენერგიაში, რომელსაც შთანთქამდა ირგვლივ მყოფი სუბსტანციებიდან. ეს კი ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, აქედან გამომდინარე, ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.

მესამე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც გამორიცხავს ხახუნს, ხოლო მოძრაობა შესრულდება მასის ინერციიდან გამომდინარე. თუმცაღა შეუძლებელია ასეთი მანქანის შექმნა, რადგანაც ის იქნება მხოლოდ თავის თავის მამოძრავებელი. ეს ძლიან წააგავს პლანეტათა მოძრაობას, ხახუნი კოსმოსში ნულია, ხოლო პლანეტებს რამხელა მასა აქვთ თავად მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე დიდი მასის წარმოსახვითი მანქანა უფრო მუშა უნდა იყოს ვიდრე მცირე ზომის. თუმცაღა ასეთი მანქანა იმოძრავებდა, მაგრამ მისგან ნებისმიერი ენერგიის მოტაცება მის მოძრაობას ან შეანელებდა ან საბოლოოდ დაასრულებდა. ერთადერთი ენერგიის რაოდენობა რომლის მიღებასაც ჩვენ შევსძლებთ ასეთი მექანიზმიდან ეს იქნება მაქსიმუმ ის ენერგია რომელსაც ჩავდებთ დასაწყისში მის ასამოქმედებლად.

1775 წელიდან პარიზის აკადემიამ მუდმივი ძრავების არარეალისტურობიდან გამომიდნარე გადაწყვიტა რომ აღარ მიეღო გამოგონების დაპატენტებაზე განცხადებები.

დღესაც ბევრი აცხადებ, რომ შექმნა მუდმივი ძრავა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მათი ძრავები ან გაჩერდება ან რამე ხრიკს იყენებენ.



წყარო: wikipedia.org და მე

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button