არქივი

ინდოეთის მოსახლეობა კვლავ იზრდება

d3c54b21273d
1.21 მილიარდი მოსახლეობით ინდოეთი დღეს მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ერთ მილიარდიან ნიშნულს ქვეყანამ 2000 წელს გადააბიჯა და ზრდა დღემდე გრძელდება. მკვლევარები ფიქრობენ რომ 2030 წლისთვის ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთისას გადააჭარბებს.

გამოთვლების მიხედვით 2030 წლისათვის ინდოეთის მოსახლეობა 1.53 მილიარდს მიაღწევს ხოლო ჩინეთის მოსახლეობის პიკად კი 1.46 მილიარდია მიჩნეული. ინდოეთი დღეს 1.21 მილიარდი ადამიანის სამშობლოა, ისინი დედამიწის მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ. 1947 წელს ინდოეთმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მიიღო, მაშინ მოსახლეობა 350 მილიონი იყო , იქედან მოყოლებული დღემდე მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ მეტად გაიზარდა.
b12f2822b304
aded2628bc44
ddf3e9affa9e
1950 წლისათვის ინდოეთში ქალების საშუალო ნაყოფიერება იყო 6 ბავშვი ერთ ქალზე. 1952 წლიდან ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობის ზრდის კონტროლი დაიწყო, 1983 წელს მიზნად დაისახეს 2000 წლისათვის ქალთა ნაყოფიერების მაჩვენებლის 2.3-ამდე შემცირება. თუმცა არაფერი გამოუვიდათ. 2002 წელს შეიქმნა ახალი კონტროლის სისტემა და და წინა მიზნის მიღწევა 2010 წლისათვის გადადეს. 2010 წელს ქალთა ნაყოფიერების მაჩვენებელი 2.8-მდე შემცირდა თუმცა მიზანი ბუნებრივია ვერ იქნა მიღწეული.
f37ad57bd83d
37b034299bd2
ინდოეთის მოსახლეობა კვლავ დიდი სისწრაფით აგრძელებს ზრდას. ამერიკელი მკვლევარების მოსაზრებით, 2.2-იან ნიშნულს ინდოეთი მხოლოდ 2050 წლისათვის მიაღწევს, ოღონდ რამდენად სწორად წარიმართება შობადობის შემცირების პროგრამა ეგ დანამდვილებით არავინ იცის. მოსახლეობის ზრდა სხვა უამრავ პრობლემებს იწვევს. გამსაკუთრებიც მწვავედ დგას სოციალური პრობლემები. 2007 წლისათვის ადამიანის განვითარების ინდექსით ინდოეთი 126-ე ადგილს იკავებდა დღეს კი 136-ეა. (საქართველო 72-ეა)
87d406c9cb02
1aae00c964d6
8f221763caa5
854931899120
81dee14d17b6

მსგავსი ამბები

Back to top button