ტიბეტი
ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც განთქმულია თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და მდიდარი ისტორიით. შეიძლება ითქვას, რომ ტიბეტი ბუდისტებისათვის ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ისრაელი-ქრისტიანთათვის.
საინტერესო ფაქტები:
* ტიბეტის დედაქალაქია ლჰასა.
* დალაი-ლამა ტიბეტის პოლიტიკური და სულიერი ლიდერია.
* ადრე ტიბეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მისი ანექსია ჩინეთმა 1949 წელს მოახდინა. ამ ფაქტს ემსხვერპლა ათასობით ტიბეტელი; განადგურდა 6,000-ზე მეტი მონასტერი და ციხე-კოშკი. ტიბეტი დღემდე უშედეგოდ იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.
* ტიბეტელებმა საუკუნეების წინ მოიშინაურეს იაკები-ხარის მსგავსი ცხოველები, რომელთაც შეუძლიათ 50 კგ ტვირთის 5 კმ-ზე წაღება და თავისუფლად ძლებენ -30°C ყინვაში.
* ცეკვას ტიბეტის კულტურაში დიდი ადგილი უკავია. ხშირად ტიბეტელები ცეკვით ჰყვებიან ისტორიებს და გადმოსცემენ ემოციებს.
* ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი, სწორედ ტიბეტში მდებარეობს.
* ტიბეტელები სტუმრისადმი პატივისცემას მათ კისერზე დეკორატიული ნაჭრის მოხვევით გამოხატავენ. ამ ყელსახვევს კატა ეწოდება. კატა შეიძლება იყოს ყვითელი ან თეთრი; მოქარგული ან სადა.
* ყველაზე ცნობილი ტიბეტური კერძი არის წამფა. ტრადიციულად, მას მიირთმევენ ჩასუიმასთან ერთად (ტრადიციული ტიბეტური სასმელი, რომელიც მზადდება ჩაის ფოთლებით, იაკის რძითა და მარილით) .
* ტიბეტში ყველაზე გავრცელებულ “დაკრძალვის ცერემონიას” შემდეგი ხასიათი აქვს: გარდაცვლილი ადამიანის სხეულს მთის მწვერვალზე ტოვებენ, რომელსაც შემდგომში ფრინველები ჭამენ. ტიბეტელთათვის, ეს ცხოვრების გაგრძელების სიმბოლოა.