გართობაუცნაური

ადამიანი ბატარეა

9927a4ba944d

ადამიანმა გამტარმა,სლავისა პაჟკიცმა(Slavisa Pajkic) მეცნიერები საგონებელში ჩააგდო,რადგან მას შეუძლია გაუძლოს მაღალ ძაბვას ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე !

54 წლის სერბელი მექანიკოსი სლავისა ირწმუნება,რომ შეუძლია იმოქმედოს,როგორც გამტარმა,იზოლატორმა,აკუმულატორმა და გამთბობმა.მას შეუძლია შეწვას სოსისი მხოლოდ შინაგანი ენერგიის ხარჯზე.
0f6b5ad05ad8

სლავისამ განაცხადა,რომ თავისი განსაკუთრებული უნარი 17 წლის ასაკში აღმოაჩინა: “ერთ დღეს მე და ჩემი კოლეგები მეტალის ღობეს ვამონტაჟებდით,ამ დროს დაიწყო წვიმა და ჩემმა მეგობარმა,რომელსაც ხელი ღობეზე ედო მითხრა,რომ ელექტროობას გრძნობდა. მე ცოტათი შემეშინდა დენმა არ დამარტყასთქო,მაგრამ ღობეს ხელი მაინც შევახე და ვერაფერი ვიგრძენი.ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. ახლა,როცა ჩემს სამეზობლოში შუქი ქრება ,მეზობლები აღარ ნერვიულობენ ,რადგან ჩემი სახლი ყოველთვის განათებულია.”
მას შემდეგ,რაც ტელევიზიაში გამოჩნდა პოპულარული გახდა,ხალხი სცნობს და მასთან შეხვედრა უხარიათ,თუმცა ხელის ჩამორთმევის ეშინიათ.იგი ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებისგან კურნავს.

aab4aa3c70bc
საწვავით გაჟღენთილ ბამბის ბურთულას აალებს დამუხტული სკალპით.

1983 წელს სლავისამ დაამყარა თავისი პირველი რეკორდი,როცა 20 000 ვოლტ ძაბვას გაუძლო.
2003 წელს დაამყარა მეორე რეკორდი: ჭიქა წყალი წუთსა და 37 წამში 97 გრადუს ცელსიუსამდე გააცხელა.მისი ორივე რეკორდი გინესის რეკორდების წიგნშია შესული. სლავისა გაჩერებას არ აპირებს,უნდა მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყაროს,თავი მილიონვოლტიანი გენერატორით “დაიტენოს” და შემდეგ თითით ლაზერი ისროლოს (ეჰ მემგონი გააფრინა ამ კაცმა :დ :დ)

აი ვიდეოებიც : ))

http://www.youtube.com/watch?v=pY745NxZwsY&feature=related

P.S ეს ჩემი პირველი პოსტია , იმედია მოგეწონათ : )))

მსგავსი ამბები

Back to top button