გართობაუცნაური

ალკოჰოლი და რაინდები

Image Hosted by ImageShack.us

შორეულ წარსულში სმის მოყვარულები ღვინითა და ლუდით იკმაყოფილებდნენ თავს. გამოსახდელი ქვაბი მხოლოდ IX საუკუნეში გამოიგონეს არაბებმა და მიიღეს სპირტი. მერე ის პალესტინის დასაპყრობად მიმავალმა ჯვაროსანებმა რაინდებმა არაბებისაგან გადაიღეს. სამშობლოში დაბრუნებულებმა თავიანთ სასახლეში დადგეს პრიმიტიული გამოსახდელი აპარატები და დაიწყეს კონიაკის, ვისკის და სხვა მაგარი სასმელების გამოხდა. როცა ახალი სასმელი პირველად მოსვა, სწავლული ბერი ვალენტიუსი უჩვეულო ექსტაზში ჩაიძირა და განაცხადა _ ეს ზღაპრული ელექსირი მოხუცს აახალგაზრდავებსო.

შუა საუკუნეებში პირწავარდნილი ლოთები რაინდები და ბერები იყვნენ. პირველებმა სახელი გრანდიოზული ქეიფებით გაითქვეს, სასმელს რაინდები მოოქრული თასებით მიირთმევდნენ. ნიურბერგისა და დანცინგის საუკეთესო იუველირები ქმნიდნენ ზღაპრული ფორმის თასებს, რომლებიც დღეს მსოფლიო მუზეუმების მშვენებაა.

ღვინის წყალობით უამრავი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს შუა საუკუნეების ეპიდემიების დროს. გადარჩა მხოლოდ ის, ვინც მომაკვდინებელი ბაქტერიებით სავსე წყლის მაგივრად ღვინოს სვამდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button