გართობაკულტურა

2013 წლის Rang Rover

2013 Range Rover SUV 4
მოვიპოვე მცირე ინფორმაცია 2013 წლის სრულიად განსხვავებულ რეინჯ როვერ-ზე

Land Rover Range Rover 2013

როცა „რენჯ როვერის“ ახალი თაობა გამოდის, საავტომობილო ბრიტანეთი მოწიწებით გაირინდება ხოლმე, რადგან „რენჯი” ნაციის ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყეა – არანაკლები კალიბრის, ვიდრე „მინი”.

თქვენ წინაშეა „რენჯ როვერის” ახალი, მეოთხე თაობის (42 წელიწადში) წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ფოტოები. ის, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს: ახალი „რენჯიც“ ნაღდი „რენჯია” – რთულია იმის დაჯერება, რომ სრულიად ახალ მოდელთან გვაქვს საქმე.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ელეგანტური პროპორციები და „რენჯ როვერისთვის” დამახასიათებელი ფორმები შეგვენარჩუნებინა,” – ამბობს შეფ-დიზაინერი ჯერი მაკგოვერნი და ჩვენც ცხადად ვხედავთ, რომ ბრიტანელებმა ეს შეძლეს. ახალი მოდელი უფრო დაჭიმული, წინამორბედზე ნაკლებად უხეში, მაგრამ მინიმუმ ისეთივე არისტოკრატიულია.

სიგრძეში ოდნავ (20 მმ) გაიზარდა, 30 მილიმეტრით გაბრტყელდა და რაც ყველაზე მთავარია, გაცილებით მსუბუქი გახდა. გადახედეთ ავტოსამყაროს და იპოვნეთ მანქანა, რომელიც წინამორბედზე 420 კილოგრამით მსუბუქია – „რენჯ როვერმა“ ესეც მოახერხა! დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ძარა ახლა მთლიანად ალუმინისაა, რაც უგზოობის ავტომობილებში აქამდე არნახული ნოვაციაა. სწორედ ამიტომ დაიკლო „რენჯმა“ წონაში 39 პროცენტით. აქვე ვთქვათ, რომ ახალი მოდელის გაყიდვები 2013 წლის იანვრიდან დაიწყება.

მაქსიმალური კომფორტი როგორც გზაზე, ისე უზგოობაზე ინჟინრებისთვის ნომერ პირველ თემად დარჩა და ახალმა „რენჯ როვერმა“ თავისი ხასიათი, წესით, ახლა უფრო უკეთ უნდა გამოავლინოს. ამორტიზაცია ისევ დალუფტულია, Terrain Response-სისტემა დაიხვეწა. ჯდომის მაღალი პოზიცია ხილვადობას გააუმჯობესებს, გემოვნებიანი ლუქს-კომპლექტაცია კი ამ ავტომობილის რეალურ მყიდველებს კვლავინდებურად მიიზიდავს. ამ ყველაფერთან ერთად, სალონის უკანა ნაწილში მუხლებისთვის სივრცე მთელი 12 სანტიმეტრით გაიზარდა.

რაც შეეხება ძრავებს: ახალ „რენჯშიც“ 5-ლიტრიანი V8-კომპრესორი ან V8-დიზელი იქნება წარმოდგენილი. ამ ძრავებს კარგად ვიცნობთ, სიახლე კი V6 დიზელის აგრეგატია, რომელიც აქამდე მხოლოდ Range Rover Sport-ში იყო წარმოდგენილი. ცხადია, რომ ახალი მოდელი წინამორბედზე ძვირი ეღირება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფაქტორი ამ ავტომობილის გაყიდვებს ხელს არ შეუშლის. რატომ? იმიტომ, რომ სტატისტიკის თანახმად, ახალ „რენჯ როვერს“ 100-დან 100 შემთხვევაში ის ადამიანი ყიდულობს, ვისაც ძალიან, ძალიან ბევრი ფული აქვს.
Land Rover Range Rover 2013 16
2013 Range Rover 3
2013 Range Rover 25
2013 Range Rover 7
2013 Range Rover 1
Range Rover 2013 4


ამ ვიდეოს ბოლო 1 წუთი ნახეთ აუცილებლად >>

მსგავსი ამბები

Back to top button