არქივი

ქრისტეს ქანდაკება რიოში

Image Hosted by ImageShack.us
რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე გრანდიოზული ქანდაკების დადგმის იდეა ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისათვის საზეიმო ცერემონიალის მზადებისას გაჩნდა (1922 წელს). გამოცხადდა კონკურსი და მასში გამარჯვება ეკტორ და სილვა კოსტას პროექტმა მოიპოვა. მისი წინადადებით, რიოს ნაპირზე უნდა აღმართულიყო ხელებგაშლილი ქრისტეს ძეგლი, რომელიც მთელ ქალაქს გულში ჩაიკრავდა. ეს იდეა ეკლესიასაც მოეწონა და პროექტის დასაფინანსებლად შემოწირულობათა შეგროვებაც თავად იკისრა. ქანდაკება პარიზში დამზადდა. 1931 წლის 12 ნოემბერს კი საზეიმოდ გაიხსნა რიო-დე-ჟანეიროში, კონკოვადოს მთაზე. ამ ქანდაკებას თამამად შეიძლება ეწოდოს თანამედროვე საოცრება, რადგან მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცლბეკს, მარტო თავი 35,6 ტონას იწონის, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ია. მაცხოვრის ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

მსგავსი ამბები

Back to top button