გართობაუცნაური

წიგნები მოზარდებისთვის

NovelTeenHeader

მე მინდა გაგიზიაროთ იმ წიგნების შესახებ, რომელიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა . ეს ყველა წიგნი, რომელსაც მე გაგაცნობთ არის მოზარდებისთვის თუმცა შეიძლება უფროსებმაც წაიკითხონ.

8147dc8b9b54

  • ჯეი აშერის ”13 მ ი ზ ე ზ ი” წიგნი, რომელიც არის სულისშემძვრელი, ის საუბრობს თამამად ისეთ თემაზე, რომელზეც საუბარს, ყველა თავს არიდებს. ”13 მიზეზი” ეხება თვითმკვლელობას მოზარდებში, რაც ძალიან გახშირებულია, დღევანდელ ცხოვრებაში. თინეიჯერი ჰანა, სიკვდილამდე იღებს აბებს, მაგრამ სანამ ჰანა თავს მოიკლავს, ჩაწერს აუდიოკასეტებზე, მისი თვითმკვლელობის 13 მიზეზს. ჰანა მის სიკვდილში , საკკუთარ თანაკლასელებს ადანაშაულებს.ყველა თინეიჯერს ვურჩევ წაიკითხონ ეს წიგნი. ”13 მიზეზი” ეხმარება თინეიჯერებს დაინახონ მათი თანატოლების განცდები და ისწავლონ თუ, როგორ მოექცნენ მათ მეგობრებსა და კლასელებს რათა საქმე არ მივიდეს თვითმკვლელობამდე.

 

 

48aa47bd461c

  • რობერტ ლუის სტივენსონი ”განძის კუნძული” ეს წიგნი არის სათავგადასავლო ჟანრის. წიგნი ძალიან საინტერესოა. მოხუცი მეკობრის ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, ინახავს დიდ საიდუმლოს, რომლის ხელში ჩაგდებაზე ყველა მეკობრე ოცნებობს. ამ ზანდუკს ხელში ჩაიგდებს არა მეკობრე არამედ ერთი პატარა ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი. ზანდუკში აღმოჩნდება განძის კუნძულის რუკა და აქედან დაიწყება ამ ბიჭის საოცარი და ფათერაკებით აღსავსე თავგადასავალი. წიგნში ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. წიგნი არის საოცრად საინტერესო ასე, რომ ვისაც მოგწონთ სათავგადასავლო ჟანრის წიგნები ძალიან კარგი არჩევანია, განძის კუნძული.

 

 

318451844a9f

  • ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით ”თავშესაფარი”. ანა ფრანკი იყო ებრაელი. ეს დღიურიც მისი დაწერილია. ის ამ დღიურს წერდა, ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს. ანა და მისი ოჯახი იმალებოდნენ თავშესაფარში სანამ, ისინი არ იპოვეს და დააშორეს ერთმანეთს. ამ წიგნზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, ის უდავოდ კარგი წიგნია. როცა ამ წიგნს წაკითხავთ,  თქვენს გულებში  მისთვის აუცილებლად გამოინახება ადგილი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button