არქივი

ჰობი ანუ დეპრესიის წამალი

s

ჰობიების რაოდენობა იმდენია, რომ  მათი ჩამონათვალის შედგენა შეუძლებელია. ზოგისთვის ჰობი ყვავილების მოვლაა, ზოგისთვის სხვადასხვა მასალისგან სხვადასხვა ფიქურების გაკეთება, ვიღაც მარკების შეგროვებით არის გატაცებული, სხვები კატების მოშინაურებით ან ტუალეტის რულონების შეგროვებით.

s

მიუხედავად იმისა რომ ჰობი შეიძლება ნებისმიერი საქმიანობა იყოს , რომელიც ამა თუ იმ ადამიანის სიამოვნებას და ინტერესს იწვევს, არსებობენ ხალხი რომელთაც არ აქვთ ჰობი. უფრო მეტიც , ბოლო დროს ასეთი ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტილშია: დაძაბული სამუშაო, კარიერული საფეხურები , ეკონომიკური მდგომარეობა და ამას პლიუს ოჯახის საზრუნავი. ყველაფერი ეს არ ტოვებს დროს საყვარელი გატაცებებისთვის, ხოლო თუ გამოვნახავთ თავისუფალ დროს ადამიანების უმეტესობა მას კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ატარებს.

d

გამოირკვა რომ ჰობიების არ ქონა ჯანმრთელობას აზიანებს. ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ: თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ხშირად განიცდის დეპრესიას იმ გატაცებების არ ქონის გამო რაც მას სიამოვნებას ჰგვრის. საქმე იმაშია რომ , ჰობი – ეს არა მხოლოდ მოწყენილობისგან თავის დახსნის საშუალებაა , არამედ განსაკუთრებული პროცესია რომელიც ადამიანში სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას იწვევს და რაც ასტაბილურებს ადამიანის ფსიქილურ მდგომარეობას.

s

რა გააკეთოთ თუ ჰობი არ გაქვთ ? ის უნდა მოიგონოთ ! უფროს სწორად გაიხსენოთ წარსული , როდესაც ალბათ რამე ჰობი გქონდათ, მაგრამ მიაგდეთ ან დაივიწყეთ. შესაძლოა თქვენ ბავშვობაში დაკავებული იყავით სიმღერით ან რომელიმე სხვა შემოქმედებითი მიმდევრობით, ან შეიძლება თქვენ ამაზე ოცნებობდით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გადაწყვიტეთ საკუთარი თავი მომღერლის, მსახიობის ან მხატვარის როლში გამოგეცადათ. რატომ არ დავუბრუნდეთ ძველ გატაცებებს და ყველაფერი თავიდან არ გვეცადა ? ამისი გაკეთება არც თუ ისე ძნელია . თუ მხატვობას ეცდებით იყიდეთ ფუნჯები და საღებავები, თუ მომღერლობას უფასო კურსებზე ჩაეწერეთ, თუ მსახიობობას მოყვარულთა თეატრს მიაკითხეთ და ა.შ.

s

იმ გატაცების პოვნა რაც თქვენ გეხალისებათ არც ისე ძნელია , მთავარია თქვენ ამით სიამოვნებას ღებულობდეთ. თუმცა ზოგი რამ გასათვალისწინებელია, ჰობი შეიძლება მალე მოგწყინდეთ. მაგალითად თუ მარკების შეგროვებას დაიწყებთ, და ყველა მარკას მიყოლებით დაიმატებთ კოლექციაში, ჰობი აზრს დაკარგავს, ერთი თვის შემდეგ თქვენ უკვე მარკებით გატენილი რამდენიმე ალბომი გექნებათ, რომლებსაც მილიონი ტირაჟით უშვებენ.

s

ალბათ ხვდებით ამაში რაც იგულისხმება. თუნდაც ყვავილების მოვლა, ეს უბრალო გატაცებაა, თუ თქვენ იებს, ნემსიწვერებს და ეგეთ რაღაცებს უვლით , მაგრამ როგოც კი თქვენ ორქიდეის ან კაქტუსის იშვიათი ჯიშების მოვლას დაიწყებთ, მაშინ ხოველი ახალი ქოთანი და ყოველი ყვავილობა თქვენთვის დიდი სიამოვნების მომტანი იქნება, და სრულიად აგინაზღაურდებათ თქვენი შრომა.

s

მიაღწევთ რა ერთ მიზანს , თქვენს წინ ახალი მიზანი ჩნდება , და ყოველი ახალი მიღწევის შემდეგ თვითკმაყოფილება გაგიჩდებათ. ერთადერთი მიზეზი რაც ჰობის პოვნაში ხელს უშლის ადამიანს ეს სიზარმაცეა. მთავარია ის დასაწყისში დავძლიოთ ხოლო შემდეგ უკვე ჰობი შეებრძოლება მას. ხშირად ჰობი შეიძლება საკუთარ საქმესაც შევუთავსოთ. მაგალითად , ბევრი ადამიანი რომლის ჰობიც ფოტოგრაფიაა, ხდებიან პროფესიონალი ფოთოგრაფები და არც თუ ისე ცუდ კარიერას იკეთებენ კიდეც.

s

პ.ს. ისე კარგი იქნება ჩვენი ბავშვობის ჰობიები გავიხსენოთ
ბავშვობაში მე მარკებს და 1 ლარიან მანქანებს ვაგროვებდი, თქვენ ? :))

მსგავსი ამბები

Back to top button