არქივი

ფრთხილად, ტოქსიკური პროვინციალიზმი!!!

e497eaec7f9a

ტოქსიკური პროვინციალიზმი წარმოიშვა XX საუკუნეში. ამჟამად ეს დაავადება გავრცელებულია მთელ საქართველოში. დედაქალაქში ეპიდემიის კერა არის გლდანის მთელი მიკრო რაიონი.

დაავადების პირველი სტადიის სიმპტომებია:
სასწაული სამოსელის ჩაცმა და ზეაქტიური ამბიციურობა. ამ სტადიაში დაავადება არ არის ავთვისებიანი. მისი აღმოფხვრა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით: საჭიროა დაავადებული ქსოვილის ამოკვეთა, მოწამლულ უჯრედებში მიტოზის შეჩერება ან ჯანმრთელი სისხლის გადასხმა, ასევე თითებზე რქოვანი წარმონაქმნების: კერძოდ ფრჩხილების დაჭრა.

ტოქსიკური პროვინციალიზმის მეორე სტადია არის ავთვისებიანი და გადამდები. მისი სიმპტომებია ლაპარაკში, კერძოდ სიტყვებში: ყველა, ყველაზე, ყველაფერი, სუყველა რბილი, მაგარი “ლ”-ების ჩარტყმა, ასევე რბილი “წ”-ებისა და “ხ”-ების ჩარტყმა. შემდეგი სიმპტომია ისეთი ე.წ. მუსიკის მოსმენა როგორიცაა: “US5”, “Tokio Hotel” და ა.შ. დაავადება ამ სტადიაში არის ძალიან საშიში, ავადმყოფი საჭიროებს კარანტინში გადაყვანას, მძიმე ქიმიოთერაპიის და ფსიქოლოგიური სეანსების ჩატარებას.

ტოქსიკური პროვინციალიზმის მესამე სტადიის განკურნება შეუძლებელია. დაავადებული საჭიროებს ოჯახის წევრებთან გამომშვიდობებას, ე.წ. “ცხრა მთას იქით” გადახვეწას, კვირის 6 დღეს მარხულობას და მე-7 დღეს წყალზე და პურზე ყოფნას. მესამე სტადიის სიმპტომებია: მენტალური ჩამორჩენა, ლაპარაკის დროს რუსული, ინგლისური, და ქართულის ზე-სლენგის გარევა, ჭამისა და სმის ცუდი მანერები, არანაირი
ეთიკის ქონა და ა.შ.

გამოკვლევის ჩატარებისა და საჭირო მედიკამენთების მიღებისთვის მიმართეთ პროფესორ NB2511-ს

საქართველოს ჯანდაცვისა და სოც-უზრუნველყოფის
სამინისტროს ტოქსიკური პროვინციალების
დეპარტამენტის თავმჯდომარე: ექიმი, პროფესორი და მეცნიერებატა დოქტორის კანდიდატი: NB2511

ცხელი ხაზი: 022

Back to top button