TECH & მეცნიერებაგართობა
ყველაზე მაღალი ქვიშის ციხე-სიმაგრე
ედ ჯარეტმა (Ed Jarrett) პირველმა ააშენა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის ციხე-სიმაგრე 2003 წელს, ხოლო 2007 წელს მან გააუმჯობესა თავისი რეკორდი , ამ წელს კი, არქიტექტორ-ინჟინერმა ედ ჯარეტმა დაამყარა ახალი რეკორდი – მან ააგო 12-მეტრიანი „სასწაულმოქმედი შენობა“.
ფოტო-სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ედ ჯარეტს ეხმარებოდა 1,500 მოხალისე, რომლებიც მუშაობდნენ თავდაუზოგავად 2500 საათი.
ციხე-სიმაგრეზე მუშაობა დაიწყო 1 აპრილს და გრძელდებოდა დაახლოებით 7 კვირა. მუშაობა დასრულდა 20 მაისს.