გართობაუცნაური

ყველაზე უაზრო კითხვები

Image.geotorrents.com

თითქმის ყველაზე სულელური და აზრს მოკლებული კითხვები :) ეცადეთ გასცეთ პასუხები

______________________________________________________

  • შესაძლებელია თუ არა, ადამიანი იყოს ფარული კლაუსტროფობი?
  • წებოს ტუბი (ბოთლი) რომ თანდათან ცარიელდება, რატომ არაა ცარიელი ადგილი წებოვანი?
  • თუკი წიგნი მარცხების და წარუმატებლობების შესახებ არ იყიდება, არის თუ არა ეს წარმატება?
  • რატომ არ აქვს სინონიმი სიტყვა სინონიმს?
  • რატომ არ იყიდება თაგვის არომატიანი კატის საკვები?

    Image.geotorrents.com

  • თუკი კუ ბაკნის გარეშეა, უსახლკარო ჰქვია თუ შიშველი?
  • რას უდრის სიბნელის სიჩქარე?
  • რატომ აჭედებენ კუბოს თავსახურს ლურსმნებით?
  • რატომ აღიავებს მზე ჩვენს თმას, როცა კანს პირიქით – ამუქებს?
  • რატომ ვერ იმარჯვებენ მედიუმები ლატარეაში?
  • როცა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, რატომაა ტელეფონით საუბარი ფასიანი?
  • თუკი ლექსიკონში სიტყვა შეცდომით წერია, როგორ გავიგებთ ამის შესახებ?

    Image.geotorrents.com

  • თუკი სუპერმენი ყველაზე ჭკვიანია, რატომ აცვია ტრუსი შარვლის ზემოდან?
  • რატომ ეძახიან საგზაო მოძრაობაში დღის ყველაზე ნელ მონაკვეთს პიკის საათს?
  • რატომაა სიტყვა “ლექსიკონი” ლექსიკონში?
  • თუკი პოლიცია დააკავებს მუნჯს, ეტყვიან რომ დუმილის უფლება აქვს?
  • თუკი მანქანით მიდიხარ სინათლის სიჩქარით, აქვს თუ არა აზრი ფარების ანთებას?
  • თუკი ხვრელს გათხრი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში და შიგ ჩახტები, გაჩერდები თუ არა ცენტრში გრავიტაციის გამო?
  • თუკი შეფ-მზარეული მელოტია, საჭმლის მომზადებისას ქუდს იხურავს?

    Image.geotorrents.com

  • როცა აერპორტის დაცვის თანამშრომლები სამსახურში მიდიან, გადიან შემოწმებას მეტალის დეტექტორსა და სხვა უსაფრთხოების ზომებზე?
  • როცა ბავშვი მუნჯების ენაზე, ჟესტიკულაციით საუბრობს, ითვლება უზრდელობად, თუკი ამ დროს პირი საჭმლით აქვს სავსე?
  • ებრაელ ვამპირებს ჯვრის ეშინიათ თუ დავითის ვარსკვლავის (“მაგენ დავიდ”)?
  • შეიძლება ადამიანმა ძილში დაამთქნაროს?
  • თუკი კანიბალმა გასვლის წინ მთვრალი ადამიანის სხეული მიირთვა უმად, არის იმის შანსი რომ პოლიციამ ალკოჰოლის ზედმეტი დოზა დაუდგინოს მანქანის მართვისას?
  • არის თუ არა ჩინეთში ინგლისური ასოების ამოსვირინგება ისევე პოპულარული, როგორც აშშ-ში ჩინური იეროგლიფებისა?
  • თუკი FBI კარებს შემოგიმტვრევთ, ეს ზარალი მოგვიანებით ანაზღაურდება?

    Image.geotorrents.com

  • რატომაა სათამაშო ბეჰემოთი ლურჯი ან ალისფერი, როცა რეალურად ბეჰემოთი ყავისფერია?
  • თუკი გამჭირვალე, უხილავი მელნით წერ, როგორ მიხვდები, რომ კალამი დაიცალა?
  • თუკი სასამართლოში ხარ ერთადერთი მოწმე და გეკითხებიან, იტყვი თუ არა სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, რა მოხდება თუ “არას” იტყვი?
  • როცა სტომატოლოგს კბილი სტკივა, სხვა ექიმთან მიდის თუ თვითონ მკურნალობს?
  • თუკი მშობიარობისას ბავშვმა გამოსვლა დაიწყო 23:59-ზე და დაასრულა 00:01-ზე, დაბადების თარიღში რომელ დღეს ჩაწერენ?
  • რატომ სჯიდნენ (სჯიან) მკვლელებს სიკვდილით, როცა ამტკიცებენ რომ მკვლელობა ცუდია?
  • მუხლები რომ უკან გვქონდეს, როგორი იქნებოდა სკამები?

    Image.geotorrents.com

  • როგორ იწმინდავს ცრემლს ფრედი კრუგერი?
  • არის თუ არა უხერხული, დაკრძალვაზე ვინმეს უთხრა, დილა მშვიდობისა?
  • თუკი დამკრძალავი ბიურო ღამით მოძრაობს (ანუ კუბო ღამით გადააქვთ), მანქანას ფარები ჩამქრალი ექნება?
  • რა უნდა ვქნათ, თუკი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველი ჭამს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეს?
  • როცა სასიკვდილო ინექციას აკეთებენ, რატომ ხმარობენ ახალ ნემსს და უკეთებენ სტერილიზებას?
  • რატომ ატარებენ კამიკაძე პილოტები ჩაფხუტს?

    და კითხვა, რომელიც მეც მაწუხებდა პატარაობაში:

  • თუკი მოჩვენებები კედელში გადიან და მატერიალური ზღუდეები ვერ აბრკოლებთ, იატაკზე როგორღა აბიჯებენ?
  • მსგავსი ამბები

    Back to top button