არქივი

HaLLowEEn

7e97e906936d
მოკლედ მოთმინება არ მეყო რომ არ შევპასუხებოდი Gio_rock ის მიერ დადებულს სტატიას…..

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.

ჰელოუინი (ინგლ. Halloween) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება. ჰელუოინი 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბერის ღამეს აღინიშნება.

მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.

ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის წარმოშობის სიკვდილისაგან. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათი რწმენის შესაბამისად, 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმათ ღვთაებას სამჰეინს (შამჰაინ), რომელსაც თაყვანს სცემდნენ. კელტების ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს _ “დღესასწაულს”. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებლის, ბნელეთის ბოროტი სულისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვილთა სულებს `ნებას დართავდა~ ამ დღეს თავიანთ სახლებში “ესტუმრათ”. ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ქუჩებში ხეტიალი _ მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.

ამ წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე “გართობა” – თრიცკ-ორ-თრეატ, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვენის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვილთა სულები წყვდიადის, სიცივისა და სიკვდილის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან. ამ დღეს კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რმწნის თანახმად, თუკი სულებს არ “დააპურებდნენ” სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს.

დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია “ჯეკის ფარანი” (ინგლ. ჯაცკ-ო’-ლანტერნ), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლოს უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკიზე, რომელიც იყო აზარტული თამაშების მოყვარული ალკოჰოლიკი იყო.

ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში (რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში). ამიტომ მისი სული დახეტიალობს სამყაროში გოგრის თავით და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა.

ჰელოუინის კოსტუმები ჯადოქრობის თემის შესაბამისად არის შექმნილი. ამ დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ; ვისაც შემოხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. «ტრიცკ-ორ-ტრეატინგ» – ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამვნო ოინს უწყობენ.

ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამსაპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის ანუ თავას სატანისათვის ძღვენის მიტანას, ე. წ. ჯეკს ფარანის (“ჟაცკ ო’ლანტერნ”) დანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული “კანდელია”.

ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.

ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წამართული ტრადიციის საპირისპიროდ დაამთხვიეს ამ დღეს – ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა. სიტყვა სიტყვით ჰალლოწეენ – ალლ ჰალლოწს’ ჩვენ (შემოკლებით “ჰალლოწ ე’ენ.”) ითარგმნება, როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ შეცდომით ჰალლოწეენ ეწოდა.

ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამიტომ ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს: ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ესეც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ ამ “დღესასწაულზე”.

ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე _ ალლ ჰალლოწს ჩვენ თანდათანობით განდევნის წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასწაული შეერყა ამ დღეს, მოგვიანებით კი სრულიად გამოდევნა თავისი შინაარიდან წმინდანთა ხსენება და იქცა ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად.

ეს ზეიმი ამერიკაში ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი ფართოდ აღინისნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ამ დღეს ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა. შ. ბიზნესმენებმა ამ ზემსი შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც მილიონობით დოლარის ნაწარმს ჰელოუინის ატრიბუტებს უშვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური და აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში.

აშშ-დან ეს ზეიმი კვლავ ევროპაში შეიჭრა და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო.

ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. “ვამპირთა ქორწინებით”, რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს “ჯვარს სწერს” სალავიდან წამომდგარი დრაკულა. ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ. ცნობილი კულტუროლოგის ჯ.ფრეზერის აზრით, “ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის; იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე, _ ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვრობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისათვის ნორმად იქცევა ადამიანების მსხვერპლშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიულ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნელ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოუინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც რად ღირს შარშან შვეციაში დისკოთეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდის გახსენება!..”

ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულების მოწმობს კულტურის კრიზისზე, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა.

ფსიქოლოგების აზრით ჰელოუინის გამოკვეთილი სომბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ჯგუფური ეფექტი, ნეგატიური აღზნება ახდენს ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეტილსა და ბოროტზე ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება _ აღრეულია ცნებები მსვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში ჰელუინი – ყოველთა წმინდანთა ხსენება – არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებსი გამოწყობილი ვანდალებისატვის. ამ დღეს მოხნილია ადამიანის ფსიქიკასი არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები მონაწილეობენ დიდ სიბილწეში თამაშის ფორმით. ისინი მიირთმევენ ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და მსხვერპლის სისხლის ფორმის ტკბილეულს. 2,5 მილიარდი დოლარი ატრიბუტების წარმოებისთვის ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) წერს: “ზეიმი ჰალლოწეენ ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას… ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტეს მაცხოვარმა გვითხრა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ცვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ცვენი საქმე არის მიმარტულია ან უფლისაკენ ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!…”

ჰელოუინის ნეოწარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს, როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა. რამდენიმე წლის წინ მსგავსი პოზიცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქომაც.

ჰელოუინის აღნიშვნასთან დაკავშირებით იდენტური, ნეგატიური პოზიცია აქვს პრაქტიკულად ყველა რელიგიურ კონფესიას.
აი ეს არის მართმედიდებლური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც გამომდინარე იქიდან რომ მართლმადიდებლები ვართ მოვალენი ვართ პატივი ვცეთ საკუთარ სარწმუნოებას და ეკლესიას………..

მსგავსი ამბები

Back to top button