საკრალური ვირთაგვები
ინდური ტაძარი „Karni Mata“ ქალაქ დეშნოკში (Deshnok) არაფრით განსხვავდება სხვა ტაძრებისაგან. მდიდრულად და ლამაზად გაფორმებული ტაძარი წარმოადგენს ბევრი ადამიანის სალოცავ ადგილს, თუმცა ამ ტაძრის მნახველებს ელოდებათ სიურპრიზი – ტაძარში ბინადრობს დიდი რაოდენობით საკრალური ვირთხები…
ინდუსური რელიგიის მხარდამჭერები ხელს უწყობენ ვირთხების ყოფნას ტაძარში, ასე რომ ეს ბინადარნი აქ ცხოვრობენ სახელოვანი ქალის – კარნი მატას (Karni Mata) ხსოვნასთან დაკავშირებით. და რატომ მაინცდამაინც ვირთაგვები?
ლეგენდის მიხედვით კარნი მატას შესახებ ერთ-ერთი მთხრობელის ვაჟი გარდაიცვალა. კარნი მატამ შესთხოვა სიკვდილის ღმერთს, იამუს (yama ) დაებრუნებინა მთხრობელის ვაჟისათვის სიცოცხლე, მაგრამ მან კარნი მატას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაშინ კარნი მატამ (Karni Mata) გადააქცია ბიჭი ვირთხად, და არა მხოლოდ ის, არამედ ყველა მთხრობელიც…
ნებისმიერი, ვინც ფეხს დაადგამდა ვირთხას, იგი დაუყოვნებლივ უნდა შეეცვალა სხვა ვირთაგვით, რომელიც დამზადებული იქნებოდა სუფთა ოქროსაგან. ამავე დროს, ითვლება ძალიან დიდ წარმატებად, თუ ვირთხა გაიქცევა თქვენს ფეხშიშველ ნაკვალევზე.