არქივი

ზოდიაქოს ნიშნები-დედობრივი სიყვარული

2262a6165dfb

გამარჯობათ,მინდა მოგიყვეთ ზოდიაქოს ნიშნების დედობრივ სიყვარულზე,ზრუნვაზე,აღზრდის სპეციფიკაზე…მაშ ასე..დააჭირე გაგრძელებას :)

1.დედა ვერძი
ყოველთვის მზადაა საკუთარი თავი მიუძღვნას ოჯახს და მის შვილებს.ის ეძებს ახალ იდეებს,კითხულობს უამრავ წიგნს რათა საუკეთესო შვილი გაზარდოს.დედა ვერძი არ მიმართავს პედიატრებს- ის ხომ დედაა და მან უკეთ იცის!როდესა ბავშვები წამოიზრდებიან ის “ბიძგს” აძლევს მათ რათა მეგობრებს შეხვდნენ,გაერთონ და საუკეთესო დაბადების დღეებსაც უწყობს.ის ფიქრობს რომ მისი შვილი ყველაზე კარგია მთელ მსოფლიოში,ის უნიკალურია!

2.დედა კურო

ცხოვრება ბავშვების გარეშე?შეუძლებელია!მისი აწმყო-მისი შვილები,ისინი-საუკეთესონი არიან და დედა კუროს ძალიან უყვარს თავისი პატარები.ის ცდილობს ყოველთვის იყოს სამართლიანი და კონტროლის ქვეშ იქონიოს მათი პრობლემები და სირთულეები.დედა კურო-ყველაზე ალერსიანი დედაა.მას ძალიან უყვარს თავისი შვილების ჩახუტება და მოფერება,თუმცა არის რისკი,რომ როდესაც პატარები უკვე წამოიზრდებიან,არ ესიამოვნოთ დედის ასეთი გადაყოლა მათზე :) კუროები უპირასტესობას ანიჭებენ,რომ თავისი შვილები დაიონახონ ბედნიერები,სიცოცხლით სავსენი და კარგი მადით.

3.დედა ტყუპები
ეს ისეთი დედაა,რომელიც სულ პატარა ასაკიდან თავის შვილებს დამოუკიდებლობას ასწავლის.მისი სახლი სასვეა წიგნებით და საგანმანათლებლო თამაშებით.დედა ტყუპები ამაყობს თავისი შვილების წარმატებებით,კარგი ნიშნებით და პატარა გამარჯვებებით.იმის მიუხედავად,რომ დედა ტყუპები არასდროს არაა წინაღმდეგი,რომ თავის შვილებს ეთამაშოს,ველოსიპედი და როლიკები-მისთვის უცხოა,ან თუნდაც უკვე ზედმეტიც კი.

4.დედა კირჩხიბი
დედა კირჩხიბი ძალიან ყურადღებიან თავისი შვილების მიმართ.თუ მისმა პატარამ რატომღაც მოიწყინა,ან სევდა აისახა მის სახეზე,დედა ყველაფერს გააკეთებს რათა ისევ ღიმილი დაინახოს თავისი შვილის სახეზე.ის ძალიან მშვიდია,თუმცა შეუძლია “გადაეკეტოს” თუ კი მისი შვილის თავიდან ერთი ღერი თმაც კი ჩამოვარდება.დედა კირჩხიბი ძალიან აფასებს სენტიმენტალურობას.მაგალითად იგი აგროვებს ფოტოებს და ინახავს მოგონებებს,თუ როგორ იზრდებიან მისი ბავშვები

5.დედა ლომი
ამ დედის შვილებს უნდა ჰქონდეთ ყველაფერი ძვირიანი და საუკეთესო.ის ძალიან გულუხვია,მან იცის როგორ დააწეოს საზღვრები საზოგადოებასა და ოჯახში.მისი ერთადერთი სურვილია- დაინახოს თავისი შვილები ბედნიერი და თავდაჯერებული.ერთობლივი თამაშები ძალიან მოსწონს დედას და შვილებს.

6.დედა ქალწული
ეს არაა დედა-კრუხი,მაგრამ დედაა რომელიც ყურს უგდებს თავის შვილებს,აძლევს რჩევებს და უფლებას რათა საკუთარი თავით იფიქრონ.ხანდახან მას “ცივი” ურთიერთობაც შეუძლია,მაგრამ მისმა შვილებმა მშვენივრად იციან თუ რა იუმორის გრძნობა აქვს მათ დედიკოს :) დედა ქალწული თავის შვილს გემოვნებით აცმევს და ასწავლის თუ როგორ გააკეთოს ყველაფერი სწორად.ჯანსაღი სული,ჯანსაღ სხეულში- აი მისი დევიზი.

7.დედა სასწორი
ხანდახან სასწორები იღლებიან ხმაურისგან და სამსახურისგან.დედა სასწორი,რომელსაც სამართლიანობა უყვარს,შეიძლება “აფეთქდეს”,მაგრამ საბედნიეროდ მისი შვილი ნამდვილი ანგელოზები არიან.მათ ძალიან უყვართ დედის ზღაპრები ძილის წინ.მას არ აქვს ადვილი ხასიათი,მაგრამ ის ყოველთვის ყველაზე ლამაზია.

8.დედა მორიელი
ასეთმა დედამ თავის შვილზე ყველაფერი იცის,იმ მომენტიდან,როდესაც აკვანში წევს.ამ ნიშნის ძლიერ ინტუიციას შეუძლია დაიცვას თავისი შვილები,როდესაც არასწორად იქცევიან.მორიელი ყოველთვის გრძნობს,როდესაც რაღაც არაა კარგად.დედა მორიელის სიყვარულს თავისი შვილების მიმართ,საზღვარი არ აქვს.მისი დრო,გული და საერთოდ ყველაფერი,მის პატარას ეკუთვნის.

9.დედა მშვილდოსანი
ეს ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლიანი დედაა.ყველაფერი განრიგის მიხედვით : ბანაობა,ჭამა და თამაშები მისი შვილისათვის.დედა მშვილდოსანმა იცის რომ რეჟიმი ძალიან სასარგებლოა.დედა მშვილდოსანი თამაშების,ლაშქრობების,დღესასწაულების დედოფალია.ამასთან ერთად მასთან არასდროს მოიწყენ,მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვთ.

10.დედა თხის რქა
რამდენ სიყვარულს და რამდენ სინაზეს მალავს დედა თხის რქა თავშეკავებულობის მიღმა.ეს მკაცრი დედაა რომელსაც მოწესრიგებულობა უყვარს.სამყაროს ცენტრი-მისი შვილია,ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.დედა თხის რქა ყველაფერს გააკეთებს,რათა მისი შვილის ოცნებები განხორციელდეს.

11.დედა მერწყული
ყველაზე დამოუკიდებელი დედა,რომელიც თავის შვილებს თავისუფლებას უსურვებს.ყოველთვის მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის. იგი თავის შვილებს მისცემს თავისუფლებას,რომ კარგად შეძლონ თავისი ნებადართულობის საზღვების გააზრება.ნაზი და მხიარული,იგი თავის შვილებს ყველაფერს მისცემს.

12.დედა თევზები
ეს ყველაზე მგრძნობიარე დედაა,რომელიც ძალიან განიცდის თავის ყველაზე დიდ სიყვარულზე-შვილებზე.იგი ყველაფერს აკეთებს,უფრო მეტსაც კი,რომ მისი შვილები კარგად,ჯანმრთელად და ბედნიერად იყონ.

სულ ეს იყო…დიდი მადლობა ყველას
BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button