მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქალაქები ცხოვრებისათვის
საუკეთესო ქალაქები
მე-10 ადგილი. ოკლენდი, ახალი ზელანდია. მან მიიღო შეფასება 95,7 ქულა 100-ქულიდან.
ახალი ზელანდია მდებარეობს 2 უდიდეს ჩრდილო და სამხრეთ კუნძულებზე. მისი დედაქალაქია ველინგტონი, ხოლო უდიდესი ქალაქი ოკლენდი მდებარეობს ჩრდილოეთის კუნძულზე.
მე-9 ადგილზეა პერტი, ავსტრალია. 95,9 ქულა.
მე-8 ადგილი. ფინეთი, ჰელსინკი-დედაქალაქი მდებარეობს ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან. 96,0 ქულა.
მე-7 ადგილი. სიდნეი, ავსტრალია. ქალაქი. დაარსდა 1788 წელს და ატარებს ბრიტანეთის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორდ სიდნეის სახელს. ქალაქი არის ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქი. 96,1 ქულა.
მე-6 ადგილი. ადელაიდა, ავსტრალია. ადელაიდა არის სამხრეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-5 ქალაქი სიდნეის, მელბურნის, ბრიზბენის და პერტის შემდეგ. მდებარეობს სამხრეთის ოკეანის სანაპიროზე.
მე-5 ადგილი. კალგარი, კანადა. 96,6 ქულა.ქალაქი კალგარი მდებარეობს კანადაში, ალბერტის პროვინციის უდიდესი ქალაქია. ხოლო 1988 წელს კალგარიში გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
მე4 ადგილი. ტორონტო, კანადა. 97,2 ქულა.
მე-3 ადგილი. ვანკუვერი, კანადა. 97,3 ქულა.
ქალაქი კანადის დასავლეთ სანაპიროზე, ბრიტანეთის კოლუმბიის უმსხვილესი ქალაქი, სიდიდით მესამე ქალაქი კანადაში -ტორონტოსა და მონრეალის მერე.
მე-2 ადგილი. ვენა, ავსტრია. 97,4 ქულა.
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს
ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).
1 ადგილი. მელბურნი, ავსტრალია ითვლება დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ქალაქად – მან მიიღო 97,5 ქულაზე მეტი. სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრალიაში; იგი არის ვიქტორიას შტატის დედაქალაქი.მელბურნი აღიარებულია ქვეყნის კულტურისა და სპორტის დედაქალაქად. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს 251 მ. სიმაღლის უმაღლესი ცათამბჯენი თაუერი. ამავე დროს, მელბურნი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია.
ყველაზე ცუდი ქალაქები.
მე-10 ადგილი. აბიჯანი ქალაქი კოტ-დ’ივუარში. მიიღო 45,9 ქულა.
1985 წლამდე სპილოს ძვლის ნაპირი — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. მთავრობამ მოითხოვა, რომ მისი სახელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი ყოფილიყო როგორც კოტ-დ’ივუარი. აბიჯანის დეპარტამენტის ადმინისტარციული ცენტრი. მდებარეობს გვინეის ყურის ნაპირას. ქალაქს აქვს მსხვილი საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი.
მე-9 ადგილი. თეირანი, ირანი. 45,8 ქულა.
ირანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქალაქის ძირითად შემადგენლობას შეადგენენ სპარსელები, აზერბაიჯანელები , აგრეთვე ქურთები, ასირიელები და სომხებიც.
მე-8 ადგილი. 8. დოუალა, კამერუნი. 43,3 ქულა.
მე-7 ადგილი. ტრიპოლი.ლიბანი. 42,8 ქულა.
მე-6 ადგილი. კარაჩი, პაკისტანი. 40,9 ქულა.
მე-5 ადგილი. ალჟირი, ალჟირი. 40,8 ქულა.
მე-4 ადგილი. ჰარარე, ზიმბაბე. 39,4 ქულა.
მე-3 ადგილი. ლაგოსი, ნიგერია. 39,0 ქულა.
მე-2 ადგილი. პორტ-მორესბი, პაპუა – ახალი გვინეა 38,9 ქულა.
1. ადგილი. აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ცუდ ქალაქად, დაკა ბანგლადეშის დედაქალაქი მდებარეობს მდინარე განგის დელტაში. 38,7 ქულა. დაკაში შიდსით დაიფინცირებული ადამიანთა რაოდენობა ყველაზე მეტია მთელს დედამიწაზე.