არქივი

PlayStation 3

6283112bc494

PlayStation 3 (შემოკლებით PS3) არის Sony Computer Entertainment-ის მესამე ვიდეო თამაშის კონსოლი, PlayStation 2-ის შთამომავალი და PlayStation-ის სერიის წევრი. PlayStation 3-მა კონკურენცია გაუწია მაიკროსოფტის Xbox 360-სა და ნინტენდოს Wii-ს. იგი მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშის კონსოლია.

მთავარი ფუნქცია რაც PS3-ს აქვს წინამორბედებთან განსხვავებით, ისაა რომ მას აქვს ონლაინ თამაშის ფუნქცია, PlayStation Network.

PS3 პირველად გამოსცეს 2006 წლის 11 ნოემბერს იაპონიაში, 17 ნოემბერს – ჩრდილო ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ამავე წლის 23 მარტს ევროპასა და ოკეანეთში. ორნაირი მოდელი იყო ხელმისაწვდომი: მთავარი მოდელი 20 GB-იანი მყარი დისკით (HDD) და პრემიუმ მოდელი 60 GB-იანი მყარი დისკითა და რამდოენიმე დამატებითი ფუნქციით (20 GB-იანი მოდელი არ გამოუშვეს ევროპასა და ოკეანეთში). ამის შემდეგ, კონსოლის რამოდენიმე რევიზია გამოიცა, რომელთაგანაც აღსანიშნავია სლიმ მოდელი 2009 წლის სექტემბერში.

Back to top button