კულტურა

House of Mamba – მსოფლიოში პირველი ინტერაქტიული საკალათბურთო მოედანი

9702e72e0abb
House of Mamba – მსოფლიოში პირველი ინტერაქტიული საკალათბურთო მოედანი.

9702e72e0abb

სპორტის პოპულარული სახეობები ხდებიან უფრო ინტერაქტიულები და ეს ეხება არამხოლოდ მათ შესაბამის ტექნოლოგიებს, მაგალითად, ვიდეოტრანსლიაციას, არამედ თვითონ თამაშის პროცესს და ინვენტარსაც კი. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ კომპანია NIKE-ის მიერ შექმნილი ინტერაქტიული საკალათბურთო მოედანი შანხაიში.
065f0d70a333
კალათბურთი ჩინეთში არის ეროვნული სპორტი და პოპულარობით ამარცხებს ფეხბურთს. მთელ ქვეყანაში ყოველწლიურად იხსნება ასობით ახალი არენა სპორტის ამ სახეობისთვის, მათ შორის ბევრი არის თანამედროვე და უცნაური. მათგან ერთ-ერთი მაგალითად, ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წლის ზაფხულში ქალაქ შანხაიში და დაერქვა მას ლეგენდარული კობი ბრაიანტის, ზედმეტსახელად “შავი მამბას” საპატივცემულოდ House of Mamba.
3281cce7fc63
თავისი გახსნის მომენტიდან House of Mamba გახდა მსოფლიოში პირველი ინტერაქტიული საკალათბურთო მოედანი. ამ არენის პარკეტი დაფარულია შუქდიოდური ელემენტებით, რომლებსაც შეუძლიათ გამოსახონ ნებისმიერი გამოსახულება, მათ შორის დინამიურიც.
557e31bd0b96
მომავალში ამ გიგანტური ეკრანის გამოყენებას გეგმავენ თამაშის ინტერაქტიული ელემენტის სახით, რომელზეც გამოისახება მატჩის ანგარიში, მეოთხედების თაიმინგი და შესვენებები, ასევე ბევრი სხვა სასარგებლო ინფორმაცია.
866e958cc859
უახლოეს კვირეებში ეს ინტერაქტიული მოედანი გამოყენებული იქნება საკალათბურთო სუპერშოუსთვის NIKE RISE – საჩვენებელი შეჯიბრებები ახალგაზდებს შორის და პოპულარული ცნობილი მოთამაშეების მონაწილეობით როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიო კალათბურთიდან, მათ შორის თვითონ კობი ბრაიანტიც.
826d8d9231c2

მსგავსი ამბები

Back to top button