გართობაუცნაური

წარუმატებელი წინასწარმეტყველებები

Image.geotorrents.com

ნათქვამია, არასდროს თქვა არასდროს-ო. წინასწარმეტყველებას ნიჭი სჭირდება და ლოგიკური ვარაუდებით რამის თქმა აზრს მოკლებულია. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება არამდგრად და სიურპრიზებით აღსავსე მეცნიერების სხვადასხვა სფეროებს. თუ ჩავიხედებით უახლოეს წარსულში და გადავხედავთ მეცნიერთა და ცნობილ ადამიანთა ციტატებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ მართლაც ასეა.

1. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მომავალში ადამიანები მოინდომებენ, სახლში ჰქონდეთ კომპიუტერი.
კენ ოსლონი, ამერიკელი ინჟინერი, Digital Equipment Corporation-ის დამაარსებელი. 1977 წელი.

2. ჩვენ ვერასდროს შევქმნით 32 ბიტიან ოპერაციულ სისტემას, მაგრამ IBM მაინც ყოველთვის მეყვარება
ბილ გეიტსი, 1989 წელი.
Image.geotorrents.com

3. ეს რკინის ეტლები მოსიარულე ჯარისკაცებს ვერასდროს ჩაანაცვლებს
ბრიტანელი ფელდმარშალი დუგლას ჰაიგი, ტანკების დემონსტრაციის ხილვისას

4. ლი დე ფორესტმა განაცხადა, რომ მალე შესაძლებელი იქნება ადამიანის ხმა მოწყობილობების საშუალებით ატლანტის ოკეანის იქითაც გავრცელდეს. ამ თაღლითური და აბსურდული კამპანიის გამო, ბევრი ადამიანი შეცდა და დაუჯერა მას
ამერიკელი ადვოკატი, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალს დებდა გამომგონებელს ლი დე ფორესტს უკაბელო ტელეფონების საკითხში. 1913 წელი
Image.geotorrents.com

5. რაკეტები ვერასდროს შეძლებენ, გავიდნენ ატმოსფეროს გარეთ
New York Times, 1936 წელი

6. მოწყობილობებით, რომლებიც ჰაერზე მეტს იწონიან, ადამიანები ვერასდროს იფრენენ, ეს შეუძლებელია
საიმონ ნიუკომბი, კანადელ-ამერიკელი ასტრონომი და მათემატიკოსი. 1902 წელი, 18 თვით ადრე ძმები რაიტების გაფრენამდე.
ზუსტად იგივე აზრი გამოთქვა ირლანდიელმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ინჟინერმა ლორდ კელვინმა 1895 წელს (მისდა საუბედუროდ, ისიც მოესწრო რაიტების წარმატებას)
Image.geotorrents.com

7. უმნიშვნელო იმედიც კი არ მაქვს, რომ ადამიანები ოდესმე შეძლებენ ატომური ენერგიის ათვისებას
ალბერტ აინშტაინი, 1932 წელი

8. პრაქტიკულად, შანსი არაა, რომ ოდესმე ხელოვნური თანამგზავრები გამოყენებულნი იქნებიან სატელევიზიო, სატელეფონო ან რადიოკავშირგაბმულობის გასაუმჯობესებლად.
ავგუსტუს კრავენი, აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების რწმუნებული. 1961 წელი
Image.geotorrents.com

9. ატომის გახლეჩით მიღებული ენერგია ძალიან მცირეა და ვინც ამაზე იმედებს ამყარებს, სასაცილოა და მეტი არაფერი, ვურჩევ გონს მოეგოს.
ერნესტ რუტერფორდი, 1917 წელი. მან პირველმა გახლიჩა ატომი

10. ადამიანებს კოსმოსში არაფერი ესაქმებათ. შეუძლებლად მიმაჩნია, ადამიანმა ოდესმე მთვარეზე ფეხი დადგას და იქ ობსერვატორიები გააკეთოს. ეს მხოლოდ ჟიულ ვერნისეულ ოცნებად დარჩება.
ლი დე ფორესტი, ამერიკელი მეცნიერ-გამომგონებელი. 1926 წელი
Image.geotorrents.com

11. როგორ სერ, თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ შესაძლებელია გემმა ქარის საწინააღმდეგოდ იცუროს? ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, მაგრამ ამ სისულელის მოსმენას არ ვაპირებ.
ნაპოლეონ ბონაპარტი რობერტ ფალტონთან საუბრისას, 1800-იანი წლები

12. ბოინგ 247-ზე დიდ თვითმფრინავს ვერასდროს ააშენებენ
ბოინგის იმჟამინდელი ინჟინერი, 1933 წელი
Image.geotorrents.com

13. ამერიკელებს ტელეფონის მოთხოვნილება აქვთ, ჩვენ არა. ფოსტის მაცნე ბიჭები მშვენივრად მუშაობენ და ტელეფონი არ დაგვჭირდება.
უილიამ პრისი, დიდი ბრიტანეთის ფოსტის ინჟინერი, 1878 წელი

14. უნდა ვაღიარო, რომ წყალქვეშა ნავები ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანენ, მათი მცდელობა წყალქვეშ ჩასვლისა მგზავრების დახრჩობით დასრულდება.
ჰერბერტ ჯორჯ უელსი, ბრიტანელი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი, 1901 წელი
Image.geotorrents.com

15. ცვლად დენზე მუშაობა დროის ფუჭი ხარჯვაა, მაინც არავინ გამოიყენებს.
ტომას ედისონი, 1889 წელი

16. მალე გაირკვევა, რომ რენტგენის X სხივები ფარსია და მეტი არაფერი.
ლორდ კელვინი, 1883 წელი
Image.geotorrents.com

17. ტელევიზია მალე წარსულს ჩაბარდება.
მერი სომერვილი, მეცნიერი და სწავლული მრავალ სფეროში, ძირითადად მათემატიკასა და ასტრონომიაში. 1948 წელი

18. ცხენი მუდამ იქნება ადამიანის სამსახურში, ატომობილი კი რა არის – სიახლე, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას.
მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტი ჰენრი ფორდის ადვოკატთან საუბრისას, მას შემდეგ რაც ინვესტირებაზე უარი უთხრა.
Image.geotorrents.com

19. ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მტვერსასრუტები 10 წელიწადში რეალობა იქნება
ალექს ლოიტი, Lewyt Corp.-ის თავმჯდომარე. New York Times, 1955 წელი

20. ყველაზე სულელური შეცდომა დავუშვი, 5 ცდა და 5-ვე ამაოდ. ასეთი ბომბები მოქმედებაში არასდროს მოვლენ, მე კი ჩემი თავი ექსპერტი მეგონა
საზღვაო ოფიცერი ადმირალი უილიამ ლიჰი, აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმანთან საუბრისას 1945 წელს ატომური ბომბის შესახებ.
Image.geotorrents.com

მსგავსი ამბები

Back to top button