არქივი

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კოქტეილები

39943acd1679

გამარჯობააააა :) დღეს ჩემს ჩვეულ სტილს ცოტა გადავუხვევ და კოქტეილებზე მოგიყვებით :)

მაშ ასე,

რა არის კოქტეილი? კოქტეილი- რამოდენიმე სასმელის შერევის შედეგია.კოქტეილების შემადგენლობა სხვადასხვანაირია.უმეტესობისთვის გამოიყენება ყინული,რომელიც მნიშვნელოვანია.იგი უნდა იყოს ნაკლებად მინირალიზებული ან გაწმენდილი წყლით გაკეთებული.უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე და გემოს გარეშე.

d5134b3a619d

პირველი კოქტეილი რომელსაც წარმოგიდგენთ არის მოხიტო

66e672b3dacc

მოხიტო– რომის და პიტნისგან მზადდება.არის მოხიტოს ორი სახეობა- ნაკლებადალკოჰოლური და უალკოჰოლო.მისი ისტორია კუბაში იწყება, აშშ-ში პოპულარული 1980-იან წლებში ფახდა.მოხიტო ძირითადად 5 ინგრედიენტისგან შედგება : რომი,შაქარი,ლაიმი,სოდიანი წყალი და პიტნა.ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია ზაფხულში.

0c28f77d9fb0

მოხიტოს კლასიკური რეცეპტი

ლაიმი(ლიმონის მაგვარი)
პიტნის ფოთლები
60 მლ. თეთრი რომი
სოდიანი წყალი
ყინული
ცოტაოდენი ყავისფერი შაქარი

ეს ყველაფერი კი მაღალ ჭიქაში კეთდება

90a3e32678c5

კოქტეილი “კოსმოპოლიტენი”

2c577022816a

კოსმოპოლიტენი– ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია.ერთი ვერსიით ეს კოქტეილი Absolut Citron(არაყი ციტრუსით)-ისთვის იყო შექმნილი.თუმცა,არის ცნობები,რომ მისი შემქმნელი ბარვუმენი ჩერილ კუკი გახდა.კოსმოპოლიტენი როგორც წესი მაღალ ჭიქებში კეთდება.მათ ასევე martini glass ეძახიან. შეურიეთ 2 ნაწილი(ერთი ნაწილი 20 მლ.) ლიმონის არაყი, 1 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”,1 ნაწილი მოცვის წვენი და ლაიმის ნახევრის წვენი.

ან: 40 მლ. არაყი
15 მლ. კუანტრო
7 მლ. ლიმონის ფრეში(ახლადგამოწურული)
30 მლ. მოცვის წვენი

0c19468ea6e3

პინა კოლადა

4fe3fe74e0e4

პინა კოლადა– ტკბილი კარიბული კოქტეილი. მისი დასახელება ითარგმნება როგორც “გაფილტრული ანანასი”.ასე ეძახდნენ ანანასის ახლადგამოწურულ წვენს,შემდეგ წვენს დაუმატეს რომი და შაქარი.ახლა კოქტეილის მთავარი ინგრედიენტები არის რომი,ქოქოსის ლიქიორი და ანანასის წვენი.

ec28bdc7ca5a

ეს კოქტეილი დიდი პოპულარობით ქალებში სარგებლობს :)

60 მლ. თეთრი რომი
60მლ. ანანასის წვენი
75 მლ. ქოქოსის ნაღები
ანანასის ნაჭრები და ნაღები

კოქტეილი “დაიკირი”

27a63713ff58

დღესდღეისობით დაიკირის დასახელებით ბევრი კოქტეილი არსებობს,მაგრამ ორიგინალი მარტო ერთია.

40 მლ. თეთრი რომი
20 მლ. ლაიმის წვენი
7 მლ. შაქარი ან შაქრის სიროფი

კოქტეილი “მარგარიტა”

2512cd322831

ყველას ალბათ გვსმენია ამ კოქტეილზე,მას ხშირად აჩვენებენ ფილმებში.ის კეთდება ტეკილასგან და არის ზაფხულის გამაგრილებელი სასმელი.არის ბევრი ნაირსახეობა.თუმცა აი კლასიკური რეცეპტი:

1 ნაწილი ტეკილა
1 ნაწილი ლაიმის წვენი
0,5 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”

ეს კოქტეილი უფრო შეიკერში კეთდება და ცივი უნდა მიირთვათ

2e85e71267ab

კოქტეილი “ბ 52”

2e65260316cb

ბ52 შედგება სამი ფენოვანი ლიქიორისგან.ამ კოქტეილის სწორ რეცეპტში სამი ლიქიორია : ყავის,ბეილისი და Marie Brizard Grand Orange.ისინი არ ერევიან ერთმანეთს და ლამაზ ფენებს ქმნიან.

d96aa084c9c5

კოქტეილი “ლონგ აილენდი”

მშრალი კანონის დროს, აშშ-ში ყველაზე ადვილი და ყველაზე ძლიერი კოქტეილი შექმნეს.Long Island Ice-tea Cocktail მალე ძალიან პოპულარული გახდა.გარეგნულად ძალიან ჰგავდა ცივ ჩაის.

b1049b0d72ae

რეცეპტი:
14 მლ. ტრიფლ სეკი
14 მლ. თეთრი რომი
14 მლ. ჯინი
14 მლ. არაყი
14 მლ. ტეკილა
28 მლ. ჩაი
კოლა
ეს ყველაფერი უბრალოდ აურიეთ და გემრიელად მიირთვით

კოქტეილი “სექსი პლიაჟზე”

b6f18e5f51ad

“სექსი პლიაჟზე” – ძალიან პოპულარული კოქტეილია.
ინგრედიენტები:

40 მლ. არაყი
20 მლ. ატმის ლიქიორი(შნაპსი)
40 მლ. ფორთოხლის წვენი
40 მლ. მოცვის წვენი

ყველა ინგრედიენტი ერევა ერთმანეთს და ისხმევა ჭიქაში რომელსაც ჰაიბოლი(highball) ჰქვია.

78b414a3a79a

და ბოლოსთვის სახელგანთქმული კოქტელი “სისხლიანი მერი”

a0e1f6e4b032

ეს ლეგენდარული კოქტეილი ბევრი მითითაა გარშემორტყმული.მსოფლიო აღიარება კოქტეილმა ნიუ-იორკში მოიპოვა.

db9bb80f549a

ინგრედიენტები:

90 მლ. ტომატის წვენი
45 მლ. არაყი
15 მლ. ლიმნის წვენი
სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაასხათ სოუსი “ტაბასკო”
მარილი,პილპილი

ასევე კეთდება ჰაიბოლში,ყინულის დამატებით.ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაამატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი.

dc1dd5e4cafd

დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია პოსტი მოგეწონათ და აუცილებლად გასინჯავთ ამ კოქტეილებს :)

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button