არქივი

ყალბი ქველმოქმედება

3fd4fd31a6e2
Facebook-ზე ხშირად შეხვდებით თქვენი მეგობრების მიერ გადაშეარებულ სურათს, რომელზეც გამოსახულია ბავშვი, ქალი ან მამაკაცი, ადამიანთა ჯგუფი ან ცხოველი, რომლებსაც რაიმე სახის დაავადება ან ტრავმა აქვს. სურათის ქვეშ წერია: “გადააშეარეთ ეს ფოტო და ყოველ შეარზე Facebook-ი $1-ს ჩარიცხავს ამ ადამიანის ანგარიშზე.” მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ადამიანები მაინც ტყუვდებიან და მსგავს ფოტოებს აშეარებენ იმ იმედით, რომ სოციალური ქსელი მართლაც გადარიცხავს ფულს კონკრეტული ადამიანის დასახმარებლად.

ამ ბავშვს არც ზურაბი ჰქვია და არც ჯიბლაძეა გვარად… საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მსგავსი “კამპანიის” ფარგლებში Facebook-ს ვინმესთვის თანხა გადაერიცხოს და სავარაუდოდ არც გადაურიცხავს. ამ პოსტების ერთადერთი მიზანი კონკრეტული Page-ების გავრცელება და მათთვის ლაიქების აგროვებაა. რაც მეტი ადამიანი აშეარებს, მით მეტი შედის ამ გვერდებზე და, შესაბამისად, მით მეტი ალაიქებს. ტენდენცია უცხოური ფეიჯებიდან მოდის და ბოლო დროს ქართველებმაც აიტაცეს. მსგავსი სიყალბით ძირითადად “პრიკოლების” გვერდები არიან დაკავებულები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სხედან, სხვადასხვა საიტიდან კრეატიულ კონტენტს იპარავენ და შემდეგ თავის გვერდებზე ავრცელებენ. ასეთ პეიჯების ადმინისტრატორებს ძირითადად ერთი მიზანი აქვთ, ბევრი ლაიქების აგროვების შემდეგ კონკრეტულ ადამიანებს რაღაცას უშეარებენ კედელზე, მაგალითად, სურათს რომელიმე ფოტოკონკურსიდან და მრავალათასიან ლაიქერთა არმიას სთხოვენ ეს სურათი დაალაიქონ, რადგან “ვიღაცის ბიძაშვილს ძალიან ჭირდება ამის მოგება” და ა.შ. შესაბამისი ბაზის შექმნას, რა თქმა უნდა, ჭირდება კონტენტი, ამ შემთხვევაში კი კარგად ჭრის პრიკოლები და ყალბი ქველმოქმედება.

Facebook-ის ძალიან ბევრი ფეიჯი მართლაც აწყობს საქველმოქმედო კამპანიებს, მაგრამ მათი კამპანიები ქვეყნდება ორგანიზებული ფორმით, მათ ოფიციალურ ვებ გვერდებზე, Facebook ფეიჯებზე და ფულსაც თვითონ რიცხავენ და არა Facebook-ი ან რომელიმე მესამე ორგანიზაცია. მაგალითად ABC, NBC, SURF India და ა.შ. ის ორგანიზაციები იყო, რომლებიც კონკრეტულ ფონდებში 1$-ს იხდიდა ფეიჯზე ყოველი ახალი ლაიქის შემთხვევაში. ასეთი სარეკლამო კამპანიებიც, ცხადია, ლაიქების აგროვებასა და ფეიჯის გავრცელებაზეა ორიენტირებული, თუმცა აქ ფუნდამენტური განხვავება ისაა, რომ ეს კომპანიები მართლა რიცხავენ თანხას თქვენი ერთი კლიკის სანაცვლოდ.

ნუ გადააშეარებთ ყალბ მესიჯებს, ნუ შეუწყობთ ხელს სხვა ადამიანების მოტყუებას და სიცრუის საშუალებით ვიღაც უსაქმურთა იაფფასიანი მიზნების ასრულებას.

თუ ასეთი სურათი შეგხვდებათ, შედით და დაარეპორტეთ როგორც spam or scam.

წყარო: http://socmedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button