უცნაური

მოგზაურობა უწონადობაში

53bef8b270b5

ერთერთმა ამერიკელმა ჟურნალისტიმა იმგზავრა თვითმფრინავ Zero G-ით, სადაც ორსაათნახევარი ასტრონავტივით დაფრინავდა. გთავაზობთ მის რეპორტაჟს:

თამაში ღრუბლებში
9 საათია. თვითმფრინავში ადგილი დავიკავე. ეს თვითმფრინავი კომპანია “ნოვესპასს” ეკუთვნის, რომელიც წელიწადში 5-ჯერ ევროპის კოსმოსურ სააგენტოს და კოსმოსური შესწავლის ეროვნული ცენტრისთვის ამგვარ გაფრენა-ლაშქრობებს აწყობს ხოლმე. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკისკენ მიგორავს. თვითმფრინავში ორმოცამდე ადამიანია. ადვილად ამოცნობის მიზნით სტაფილოსფერ სამოსში არიან გამოწყობილნი ექიმი, რათა ცუდად მყოფთ დაეხმაროს და “ნოვესპასის” ორი ინჟინერი, რათა დარწმუნდნენ, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის გამოყოფილ ზონაში დაუფიქრებლად და წინდაუხედავად არავინ იფარფატებს. ბორტზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ფიზიკოსებს, ბიოლოგებსა და ქიმიკოსებს მოუყრიათ თავი, რათა ამ ლაშქრობისათვის ESA-ს მიერ შერჩეულ 14 ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა. ისინი თვითმფრინავის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებიან. იქ აღებულია სავარძლები, რათა კომპიუტერებსა და სხვა რთულ აპარატურას დაუთმონ ადგილი.
9:30 საათი. თვითმფრინავი აფრინდა. შტურვალთან სამი მფრინავ-გამომცდელია, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი. ღრუბლებში სათამაშოდ სწორედ ისინი არიან საჭირონი. ეს იმდენად უცნაური რეისია, რომ ავიადისპეტჩერებმა ბორდოდან ბრესტამდე საჰაერო დერეფანი პირდაპირ ჩვენთვის გაათავისუფლეს. ამდენად, 800კმ/სთ-ში სიჩქარით პირდაპირ ბრეტონისკენ მივქრივართ.
როცა საჭირო სიმაღლეს ანუ 6000 მეტრს მივაღწევთ, ჩვენი თვითმფრინავი პირველ პარაბოლას შეასრულებს, რომლის დროსაც ვითომდა უწონობაში აღმოვჩნდებით. თვითმფრინავი სულ 31 პარაბოლას შეასრულებს, ანუ საერთო ჯამში უწონობაში ყოფნა გაგრძელდება მხოლოდ 10 წუთი.
9:45 საათისთვის ხომალდის მეთაური ჟანკლოდ ბორდენავი ნიშანს იძლევა. ყველანი ღვედებს იხსნიან და ექსპერიმენტისთვის ემზადებიან. პირველი პარაბოლა 20 წუტში დაიწყება. ESA-ს წარმომადგენელს, პარაბოლურ ფრენებზე პასუხისმგებელ ვლადიმირ პლეცერს, “თავისუბალი ფრენის” ზონისკენ მივყავარ. ეს არის ბადით შემოსაზღვრული რამდენიმე კვადრატული მეტრი, სადაც ნებისმიერი პირუეტის შესრულება შებიძლიათ.

fec6ed3dff80

თავიდან ისეთი შედრძნებაა, თითქოს 150 კილოს იწონი…
“პირველი პარაბოლა 1 წუთში დაიწყება,” – კაბინაში ხომალდის მეთაურის შეტყობინება ისმის. პარაბოლას დასაწყისში თვითმფრინავი უცებ კალიბრირებს. ამ მანევრის მიზანია იატაკს მიგაკრას. ისეთი შეგრძნებაა თითქოს უხილავი ხელი მკერდზე გაწვება და გისვრის, თითქოს 150 კილოს იწონი… ეს ფაზა 20 წამს გრძელდება. შემდეგ, ახალი შეტყობინება ისმის: “ორბიტაზე გასვლა!” რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე უწონობის ფაზაში შევდივართ.
…შემდეგ სიმსუბუქის წარმოუდგენელი შეგრძნება
ამ ფაზაში, ჭყლეტის შეგრძნება სიმსუბუქის გრძნობამ შეცვალა. კუნთების უმნიშვნელო შეკუმშვაც კი ჭერისკენ გისვრის, თავსი უბრალო გაქნევა მთელ სხეულს ამოძრავებს… მოტრიალებისას უმართავი ხდები! ცურვა საუკეთესო საშუალებაა ამ დროს გადასაადგილებლას. მალე გრძნობ რომ მიზიდულობის ძალისგან გათავისუფლებულს სისხლი თავში აღარ გაწვება, თავდაყირა მდგომი ადამიანის შეგრძნების მსგავსს არაფერს განიცდი.
უცებ ხელები ჩამბღუჯეს და ჩემს ადგილას დამაყენეს. თვითმფრინავი მრუდს ასრულებს და მიზიდულობის ძალა თავის უფლებებს მძიმედ იბრუნებს. “გამოსვლა!” – აცხადებს ხომალდის მეთაური. ეს პარაბოლის დასასრულია.
ზუსტად ისეა, როგორც კოსმოსში, ხედია მხოლოდ ნაკლებად ლამაზი…
ხუთი პარაბოლა, დაახლოებით წუთნახევრიანი ინტერვალით, ებმის ერთმანეთს.
რა არის უძრაობაში მოქცევის ელემენტარული საფუძვლები? უხეში მოძრაობები არ გააკეთოთ თორემ აკრობატული ნახტომი გარანტირებული გაქვთ. გამოიყენეთ წითელი ღვედები, რათა, თქვენი ნების წინააღმდეგ, არ აფრინდეთ.
აქ განხორჩიელებული კვლევების დიდი ნაწილი უწონობაში მყოფი სხეულის ქცევას ეძღვნება. ამას მთვარესა თუ მარსზე მომავალი გაფრენებისას გამოიყენებენ.
ვამჩნევ, რომ ერთ-ერთი მგზავრი სხვებზე უფრო მოხერხებულად გადაადგილდება. ეს “ნოვესპასის” მენერალური დირექტორი, ნამდვილი ასტრონავტი ჟან-ფრანსუა კლერვურა გახლავთ, რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ იფრინა კოსმოსში. ვეკითხები, აჯერად იგივე შეგრძნებები აქვს თუ არა. მიდასტურებს რომ ზუსტად იგივეა. ე.ი. ნამდვილი ასტრონავტის ცხოვრებით ვიცხოვრე, განსხვავება ისაა, რომ ილუმინატორებიდან ნაკლებად ლამაზი ხედი იშლება.: დედამიწა კი არ მოჩანს, არამედ მხოლოს ცისფერი ცა.
სამწუხაროდ, ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, რომელმაც სიზმარივით გაიარა, უკან დაბრუნების დროა. ჩვენს ადგილებს ვუბრუნდებით და დასაფრენად ვემზადებით.

11aa8dd46b89

“Zero G”-ს სიმულირება
უწონობაში ყოფნა გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარ წონას ვეღარ გრძნობს. ეს თეორიული მდგომარეობაა, რადგან სადღაც, ყოველთვის არსებობს მნათობი, რომელიც მიზიდულობის ძალის მოქმედების წყალობით მიგიზიდავთ. ეს ძალა ძალიან დიდ მანძილზე მოქმედებს. თუმცა, უწონობის მდგომარეობის სიმულირება შესაძლებელია. მაგ.: როცა ზიხართ, შეიგრძნობთ საკუთან წონას, რადგან თქვენ ეფლობით სავარძელში. ის გაკავებთ და უფრო ქვემოთ დაშვების საშუალებას არ გაძლევთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სავარძლის ქვეშ ლიუკი იხსნება. სავარძელი ვარდება და თქვენც მასთან ერთად. ტქვენ ორივენი ერთნაერი სიჩქარით ვარდებით: ეს სხეულის ვარდნის კანონია, რომლის დროსაც თქვენ სავარძლის თავზე იქნებით მოქცეული, და მას არასოდეს დააწვებით, რადგან თქვენ ის გისხლტებათ იმავე სიჩქარით, რომლითაც თქვენ მოძრაობთ. ამ დროს უწონობის შეგრძნება დაგეუფლებათ. იგივეს განიცდიან მგზავრები თვითმფრინავში: დიდი ნახტომი… ოღონდ ამ შემთხვევაში სავარძლის როლს თვითმფრინავი ასტულებს ერთი გამონაკლისით: ეს პირდაპირი ვარდნა კი არა, პარაბოლაა, ისეთივე, როგორსაც ცაში გასროლილი ზარბაზნის ყუმბარა ასრულებს.
ამის მისაღწევად თვითმფროინავზე მოქმედი ყველა ძალა უნდა მოვსპოთ, გარდა სიმძიმისა. თავდაპირველად, თვითმფრინავის ფრთებისგანსაკუთრებული დახრილობის წყალობით ამწევი ძალა იხსნება. რომელიც თვითმფრინავს ფრენის საშუალებას აძლევს. შემდეგ ატმოსფეროს ჰაერის მოლეკულების მიერ წარმოქმნილი ძლიერი წინააღმდეგობა გაწონასწორდება მოდებული ძლაით. რომელსაც თვითმფრინავი მოძრაობაში მოჰყავს და წინ გასტყორცნის მას. ამას შეიძლება უწონობა მოჰყვეს. თვითმფრინავი და მგზავრები ერთსა და იმავე ტრაექტორიას მიყვებიან. მგზავრებს ისეთი შეგრძნება აქვთ თითქოს ტავისუფლად ფარფატებენ თვითმფრინავში, რომელიც მათზე აღარ მოქმედებს. სწორედ ასევე არ მოქმედებს თავისუფალი ვარდნისას პირველ მაგალითში მოყვანილი სავარძელი იმ ადამიანზე, რომელიც მასზე იჯდა.

წყარო: ჟურნალი “ჯუნიორი”

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია
იხილეთ ასევე
Close
Back to top button