არქივი

უდიდესი ხე სეკვოია

339b6ebe58d2
სეკვოია (Sequoia) – მარადმწვანე წიწვოვანი ხეების გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა.

ერთადერთი თანამედროვე სახეობა – მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens) – მაღალი (სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე) ერთსახლიანი ხეა. გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი. ველურად იზრდება კალიფორნიასა და სამხრეთი ორეგონის მთებში, სადაც ქმნის ტყეებს. დეკორატიული მცენარეა. მოშნებულია ბაღ-პარკებში დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში – სოხუმში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, წინანდალში და სხვაგან). სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. ნამარხი სეკვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში.

dafebd69538e

8cc751b3b4f9

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button